მონკასტა 10მგ

მონკასტა 10მგ
ანოტაციის მომწოდებელია
0
1
რეკომენდაცია
0შეფასება
49075ნახვა

მონკასტა 10მგ, აპკისებრი გარსით დაფარული აბები მონტელუკასტი

- დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. - ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს, ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოთ მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიპტომები გაქვს თქვენსას. - თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან თუ შეამჩნევთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

1. რა არის მონკასტა და რისთვის გამოიყენება:

მონკასტა არის ლეიკოტრიენის რეცეპტორის ანტაგონისტი, რომელიც ბლოკავს სუბსტანციებს - ე.წ. ლეიკოტრიენებს. ლეიკოტრიენები იწვევენ ფილტვებში საჰაერო გზების შევიწროვებას და შეშუპებას. ლეიკოტრიენების დაბლოკვა აქტიურად აუმჯობესებს ასთმის სიმპტომებს და ახდენს ასთმის სიმპტომების (ასთმის შეტევების) გაუარესების პრევენიას. მონკასტა გამოიყენება ქრონიკული ბრონქული ასთმის სამკურნალოდ და პრევენციისათვის პაციენტებში 15 წლის წლის ზემოთ. ის ასევე გამოიყენება სეზონური ალერგიული სიმპტომების მოსახსნელად დღისით და ღამით პაციენტებში 15 წლის წლის ზემოთ.

 

2. მონკასტას მიღებამდე:

არ მიიღოთ მონკასტა: - თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) მონტელუკასტის ან მონკასტას სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ.

 

გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე მონკასტას მიღებისას:

მნიშვნელოვანია პრეპარატი მიიღოთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად, მაშინაც კი თუ არ გაქვთ სიმპტომები, ან თუ გაქვთ ასთმის შეტევა. თუ ასთმის სიმტოები გაუარესდება დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მონკასტა არ გამოიყენება ასტმის მწვავე შეტევების დროს. შეტევის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ექიმის მიერ მოცემული რჩევები ამგვარი შემთხვევისათვის.

 

სხვა პრეპარატების მიღება:

გთხოვთ აცნობოთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ან ბოლო დროს იღებდით რაიმე სხვა სამკურნალო საშუალებას ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით. მონკასტა არ ურთიერთქმედებს სხვა პრეპარატებთან, მათ შორის რომლებსაც სავარაუდოდ იღებთ. მონკასტას მიღება საკვებთან და სასმელთან პრეპარატის მიღება შეგიძლიათ საკვებთან ერთად, ან მისგან დამოუკიდებლად.


ორსულობა და ძუძუთი კვება:

თუ ხართ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს. არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა მონკასტა დედის რძეში. თუ ხართ მეძუძური დედა მიმართეთ ექიმს პრეპარატის მიღებამდე.


სატრასნპორტო საშუალების მართვა და მუშაობა მექანიზმებთან:
მონკასტა სავარაუდოდ არ ახდენს გავლენას მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მონკასტას ზოგიერთ კომპონენტზე:

მონკასტა შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.


3. როგორ მივიღოთ მონკასტა:

ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამსიად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს. მიიღეთ მონკასტა ერთჯერ დღეში საღამოს საკვებთან ერთად, ან მის გარეშე, ექიმის რჩევის შესაბამისად. ჩვეული დოზა მოზრდილებისა და 15 წელს ზემოთ მოზარდებისათვის შეადგენს 10მგ ტაბლეტს ერთჯერ დღეში. მნიშვნელოვანია მონკასტა მიიღოთ იმ დროის განმავლობაში, რა დროითაც დაგინიშნათ ექიმმა იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ კონტროლი ასთმაზე. მონკასტა ასთმას კურნავს მხოლოდ უყწვეტი გამოყენებისას, თუნდაც სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში.

თუ მიიღეთ მონკასტას ჭარბი დოზა:

თუ მიიღეთ მონკასტას ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს. უმრავლეს შემთხვევებში არ არის ცნობები გვერდითი მოვლენების შესახებ. ყველაზე ხშირი სიმპომები დოზის გადაჭარბებისას იყო: წყურვილი, ძილიანობა, გუგების გაფართოვება, ჰიპერაქტივობა და მუცლის ტკივილი.


თუ დაგავიწყდათ მონკასტას მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებულის საკომპენსაციოდ. განაგრძეთ მიღება ჩვეული რეჟიმის შესაბამისად - ერთი ტაბლეტი ერთჯერ დღეში.


4. შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ყველა პრეპარატის მსგავსად მონკასტამაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში. ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად გადაიტანება პაციენტების მიერ. კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები იყო მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი და წყურვილი. ეს მოვლენები ჩვეულებრივ იყო მსბუქი ხასიათის და გამოვლინდა ერთიდაიმავე სიხშირით მონკასტას და პლაცებოს (ტაბლეტები, რომლებიც არ შეიცავს მოქმედ ნივთიერებას) ჯგუფებში. პოსტმარკეტინგული გამოყენებისას შემდეგი გვერდითი მოვლენების შესახებ იყო ცნობები ძალიან იშვიათად (10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებ პაციენტში იზოლირებული ცნობების ჩათვლით): - ალერგიული რეაქციები სახის ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპების ჩათვლით (რაც იწვევს ყლაპვის და სუნთქვის გაძნელებას), ცხელება, გამონაყარი და ქავილი; - ღამის კოშმარები, ძილიანობა, გაღიზიანებადობა, აჟიტირება, უძილობა, გულყრები; - გულისრევა, ღებინება, დყსპეპსია, დიარეა; - კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი, სისხლდენის მომატებული ტენდენცია, სისხლჩაქცევები; - შეშუპება. თუ რომელიმე გვერითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

 

5.მონკასტას შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. არ გამოიყენოთ მონკასტა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს. პრეპარატები არ გადააგდოთ საკანალიზაციო წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.

 

6.დამატებითი ინფორმაცია რას შეიცავს მონაკსტა:

- მოქმედი ნივთიერება არის მონტელკასტი. თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 10მგ მონტელუკასტს, რაც შეესაბამება 10.4მგ ნატრიუმის მარილს. - სხვა კომპონენტებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, დაფხვნილი ცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა და მაგნიუმის სტეარატი ტაბლეტის გულში, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი (E171), ტალკი, პროპილენ გლიკოლი, რკინის წითელი ოქსიდი (E172) და რკინის ყვითელი ოქსიდი (E172) აპკისებურ გარსში.

 

მონკასტას ფორმა და შეფუთვის შიგთავსი:

აპკისებრი გარსით დაფარული ტაბლეტები არის მოყვითალო ფერის, მრგვალი, ოდნავ ამოზნექილი ორმხრივად, წაკვეთილი კიდეებით. კოლოფში მოთავსებულია 28 აპკისებრი გარსით დაფაარული ტაბლეტი ბლისტერებზე. ბლისტერზე არის 7 ან 14 ტაბლეტი.

 

გაცემის პირობები:

გაიცემა მხოლოდ რეცეპტით.

 

სავაჭრო უფლების მფლობელი:

სალუს, ლიუბლიანა, დ.დ. მაშერა სპასიჩევას ქ. 10. 1000 ლიუბლიანა, სლოვაკეთი.

 

მწარმოებლები:

კრკა, ტოვარნა ზდრავილ დ.დ., ნოვო მესტო, სმარჯესკა კესტა 6, 8501, ნოვო მესტო, სლოვენია. კრკა პოლონეთი, შპ.ზ.ო.ო., UI. როვნოლეგლა 5, 02-235, ვარშავა, პოლონეთი

 

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.