მოლდი #20 ტაბ. ხსნადი
ზოგადი დახასიათება:
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: რაცეკადოტრილი; ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:ყვითელი ფერის გაუმჭვირვალე მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული თეთრი ფერის ფხვნილით. შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
რაცეკადოტრილს - 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, გასუფთავებული ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი. გამოშვების ფორმა:
კაფსულები. ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფაღარათის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები.
ათქ კოდი: A07 XA04. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ენდოგენური ოპიატური ნივთიერებები - ენკეფალინები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოქმედებენ როგორც ნეირომედიატორები და გააჩნიათ ანტისეკრეტორული აქტივობა. ენკეფალინები სწრაფად იშლებიან ფერმენტების - ენკეფალინაზების მიერ.
მოლდი წარმოადგენს ფერმენტ ენკეფალინაზას ინჰიბიტორს, იგი აძლიერებს ენდოგენური ენკეფალინების ფიზიოლოგიურ აქტივობას და ნაწლავის მოტორიკაზე მოქმედების გარეშე იწვევს ნაწლავის ანტისეკრეტორულ აქტივობას. ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღების შემდეგ რაცეკადოტრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად. პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის 90%, მიღებიდან 30 წთ-ში იწყება მისი მოქმედება პლაზმის ენკეფალინაზაზე და გრძელდება 8 სთ-მდე. რაცეკადოტრილის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 სთ-ს, ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. ჩვენება:
პრეპარატი ინიშნება მწვავე ინფექციური (ვირუსული ან ბაქტერიული) და არაინფექციური ეტიოლოგიის ფაღარათის დროს რეჰიდრატაციულ თერაპიასთან ერთად. მიღების წესი და დოზირება:
მკურნალობას იწყებენ 100 მგ რაცეკადოტრილის მიღებით დღეში 3-ჯერ ფაღარათის გაქრობამდე. პრეპარატის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს. იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატით 7 დღიანი მკურნალობის შედეგად მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ახალშობილებსა (2 თვის ასაკის ზემოთ) და ბავშვებში ინიშნება 1.5 მგ/კგ დღეში 3-ჯერ. გვერდითი მოვლენები:
ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, შემცივნება, თავბრუ, ქრონიკული თავის ტკივილი. უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, 2 თვემდე ასაკი, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა. პრეპარატი არ გამოიყენება მწვავე დიზენტერიის, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფაღარათის დროს. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არსებობს სათანადო კვლევები რაცეკადოტრილის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაცეკადოტრილი არ მოქმედებს ციტოქრომ P-450 ფერმენტულ სისტემაზე. ჰიპერდოზირება:
ჰიპერდოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს მოლდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
ლაქტაციის დროს მოლდის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები. გამოყენების თავისებურებები:
დაუშვებელია მოლდის გამოყენება ცხელებით მიმდინარე მწვავე დიზენტერიის, განავალში სისხლის არსებობის დროს, ასევე ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფაღარათის სამკურნალოდ. პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავოტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. შეფუთვა:
10 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში. შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25°Cტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია. აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით. მწარმოებელი:
შპს "ავერსი-რაციონალი" (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.