newhospitals

მინესულინი

მინესულინი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
1860ნახვა
მინესულინი (MINESULIN) NIMESULIDUM Pharmaceutical works POLFA in Pabianice, პოლონეთი

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: აბები: შეფუთვაში 30 პაკეტი. 1 პაკეტი. ნიმესულიდი - 100 მგ

 

დამხმარე ნივთიერება: ლაქტოზის მონოჰიდრატი, საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ფორთოხლის არომატიზატორი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მინესულინი არის არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება (აასს) ანალგეზიური თვისებებით.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: არასტეროიდული ანთებისსაწინაღმდეგო საშუალება

 

ჩვენებები: გამოიყენება ტკივილის მწვავე სინდრომის სამკურნალოდ, ტკივილის სინდრომის სიმპტომატური მკურნალობისათვის მადეფორმირებელი ოსტეოართროზის და ალგოდისმენორეის დროს.

 

დოზირების რეჟიმი: სამკურნალო საშუალება მინესულინი ყოვალთვის უნდა მიიღოთ ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. პაკეტის შიგთავსი უნდა ჩაყაროთ 100მლ (დაახლოებით ნახევარი ჭიქა) ადუღებულ წყალში, მოურიოთ და დალიოთ. რეკომენდირებული დოზა შეადგენს: 1 პაკეტს, რომელიც შეიცავს 100მგ ნიმესულიდს, 2 ჯერ დღეღამეში, ჭამის შემდეგ. მინესულინი უნდა მიიღოთ შეძლებისდაგვარად მოკლე დროის განმავლობაში და არა უმეტეს 15 დღისა მკურნალობის ერთ ციკლზე. ხანდაზმული ასაკის პაციენტები: არ არის სადღეღამისო დოზის შემცირების აუცილებლობა. სამკურნალო საშუალება უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით დასუსტებულ პაციენტებში. იმისათვის რომ დარწმუნდეთ, რომ სამკურნალო საშუალება არ იწვევს დისპეფსიურ დარღვევებს, დარღვევებს თირკმლების, გულის, ან ღვიძლის მხრივ, ექიმმა შეიძლება დანიშნოს საკონტროლო გამოკვლევა. 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: არ არის აუცილებელი დოზირების მოდიფიცირება. სამკურნალო საშუალება მინესულინის გამოყენება ბავშვებში სამკურნალო საშუალების დანიშვნა არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. სამკურნალო საშუალების მინესულინის გამოყენება პაციენტებში თირკმლის და (ან) ღვიძლის ფუნქციის დარღვევით სამკურნალო საშუალება მინესულინი არ გამოიყენება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. რადგან სამკურნალო საშუალება გამოიყოფა ძირითადად თირკმლებით, აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა სამკურნალო საშუალების გამოყენებისას პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. შესაძლოა აუცილებელი იყოს სამკურნალო საშუალების დაბალი დოზები. სამკურნალო საშუალების მინესულინის გამოყენება პაციენტებში გულის უკმარისობით სამკურნალო საშუალებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში სითხის შეკავება, ამიტომ მისი გამოყენება სიფრთხილითაა საჭირო პაციენტებში გულის უკმარისობით და არტერიული ჰიპერტენზიით. სამკურნალო საშუალება მინესულინის გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში სამკურნალო საშუალება სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, განსაკუთრებით ორგანიზმის გამოფიტვისას.

 

გვერდითი მოვლენები: მინესულინმა, როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება. არასასურველი მოვლენების განვითარების რისკი შეიძლება შემცირდეს აასს-ს ჯგუფის სამკურნალო საშუალებების მინიმალური დროით მიღებისას. არასასურველი მოვლენები განლაგებულია სიხშირის მიხედვით შემდეგი კლასიფიკაციის შესაბამისად: ძალიან ხშირი: 1-ზე მეტი 10 პაციენტზე. ხშირი: 1-ზე ნაკლები 10 პაციენტზე, მაგრამ 1-ზე მეტი 100 პაციენტზე. იშვიათი: 1-ზე ნაკლები 1000 პაციენტზე, მაგრამ 1-ზე მეტი 10 000 პაციენტზე. ძალიან იშვიათი: 1-ზე ნაკლები 10 000 პაციენტზე. სიხშირე ცნობილი არა არის (სიხშირის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე). ხშირი: დიარეა, გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება. არახშირი: თავბრუსხვევა, არტერიული ჰიპერტენზია, მოხრჩობა, შეკრულობა, მეტეორიზმი, გასტრიტი, ქავილი, გამონაყარი, გაძლიერებული ოფლისდენა, შეშუპებები, შეშუპების გაძლიერება. იშვიათი: ანემია, ეოზინოფილია (ეოზინოფილების რაოდენობის მომატება), მგრძნობელობის მომატება, ჰიპერკალიემია (სისხლში კალიუმის დონის მომატება), შფოთვა, ღამის კოშმარები, არამკვეთრი მხედველობა, ტაქიკარდია (გულის შეკუმშვათა რიცხვის გაზრდა), სისხლდენები, არტერიული წნევის ცვალებადობა, წამოხურება, ერითემა, დერმატიტი, მტკივნეული შარდვა, ჰემატურია, შარდის შეკავება, ცუდი თვითგრძნობა, სისუსტე. ძალიან იშვიათი: თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), პანციტოპენია, პურპურა, ანაფილაქსია, თავის ტკივილი, ძილიანობა, ენცეფალოპათია (რეის სინდრომი), მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა (ლაბირინთული დარღვევები), ასთმა, ბრონქოსპაზმი, მუცლის ტკივილი, დისპეფსია, სტომატიტი, კუპრისებრი განავალი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, კუჭის და (ან) თორმეტგოჯა ნაწლავის დაწყლულება და პერფორაცია, ჰეპატიტი, ელვისებური ჰეპატიტი (სასიკვდილო შემთხვევების ჩათვლით), სიყვითლე, ქოლესტაზი (ნაღლის შეკავება), ჭინჭრის ციება, ვაზომოტორული შეშუპება, სახის შეშუპება, პოლიმორფული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი), თირკმლის უკმარისობა, ოლიგურია, ინტერსტიციალური ნეფრიტი, ჰიპოთერმია. პაციენტებს აუტოიმუნური დაავადებებით (სისტემური წითელი მგლურა, შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადება), აასს-ს ჯგუფის სამკურნალო საშუალებებით მკურნალობისას, აღენიშნებათ ასეპტიკური მენინგიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომების ერთეული შემთხვევები, ისეთები, როგორიცაა კისრის უკანა კუნთების რიგიდულობა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ცხელება, დეზორიენტაცია. აასს-ით მკურნალობის ფონზე აღინიშნება შეშუპებების, ჰიპერტენზიის და გულის უკმარისობის განვითარების შემთხვევები. ისეთი სამკურნალო საშუალების მიღება, როგორიცაა მინესულინი, შეიძლება ასოცირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის), ან ინსულტის განვითარების რისკის უმნიშვნელო მომატებასთან. აასს-ს ჯგუფის სამკურნალო საშუალებების გამოყენების შემდეგ ასევე აღინიშნებოდა ბულოზური რეაქციები და სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ასევე ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ძალიან იშვიათად). ზოგიერთ პირს სამკურნალო საშუალება მინესულინის მიღების დროს შეიძლება განუვითარდეს სხვა გვერდითი მოვლენები. რაიმე გვერდითი მოვლენის გაძლიერებისას, ან სხვა არასასურველი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში, აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

უკუჩვენებები: - ნიმესულიდის, ან სამკურნალო საშუალება მინესულინის რომელიმე შემადგენლის მიმართ მომატებული მგრძნობელობის (ალერგიის) დადგენის შემთხვევაში; - აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების მიღების შემდეგ ალერგიული რეაქციის გამოვლენისას (მაგ: მსტვინავი სუნთქვა, ცხვირიდან გამონადენი ან ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება); - თუ პაციენტს წარსულში ქონდა რეაქცია ნიმესულიდზე; ღვიძლის მხრივ; - თუ პაციენტი იღებს სხვა პოტენციურად ჰეპატოტოქსიურ სამკურნალო საშუალებებს, მაგ. პარაცეტამოლს, სხვა ანალგეტიკებს, ან აასს: - თუ პაციენტი იღებს სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც იწვევენ დამოკიდებულებას, ან აქვს მედიკამენტური ან სხვა სახის დამოკიდებულება; - თუ პაციენტი ჭარბად მოიხმარს ალკოჰოლს; - თუ პაციენტს აქვს დიაგნოსტირებული ღვიძლის დაავადება, ან ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება; - თუ პაციენტს ამჟამად, ან ანამნეზში დიაგნოსტირებული აქვს პეპტიური წყლული (კუჭის, ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული); - თუ პაციენტს ქონდა სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; - თუ პაციენტს ქონდა სისხლჩაქცევა თავის ტვინში (ტვინის ინსულტი); - თუ პაციენტს ქონდა სისხლდენასთან, ან სისხლის შედედებასთან დაკავშირებული სხვა დარღვევები; - თუ პაციენტს აქვს გულის უკმარისობა, თირკმლების დაავადება (თირკმლის უკმარისობა), ან ღვიძლის რაიმე დაავადება; - თუ პაციენტს ამჟამად აქვს სხეულის მომატებული ტემპერატურა, ან გრიპი (გენერალიზებული მიალგია, ცუდი თვითგრძნობა, შემცივნება, ან სხეულის მომატებული ტემპერატურა); - პაციენტებში ორსულობის ბოლო ტრიმესტრში; - მეძუძურ პაციენტებში. სამკურნალო საშუალება ნიმესულიდი არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა სამკურნალო საშუალება მინესულინის მიღებისას სამკურნალო საშუალების მიღება მინიმალური ეფექტური დოზით რაც შეიძლება ხანმოკლე დროის განმავლობაში, რომელიც აუცილებელია სიმპტომების კუპირებისათვის, ამცირებს არასასურველი მოვლენების რისკს. მოსალოდნელი თერაპიული ეფექტის არარსებობისას, ექიმი ხსნის ამ სამკურნალო საშუალებას. თუ პაციენტს აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მაშინ სამკურნალო საშუალების მიღებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაციის ჩატარება. თუ პაციენტი იღებს შემდეგი სამკურნალო საშუალებებიდან რომელიმეს, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ სამკურნალო საშუალება მინესულინის მოქმედება: - სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედების უნარს (ანტიკოაგულანტები, აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა სალიცილატები), - შარდმდენი სამკურნალო საშუალებები (დიურეტიკები), რომლებიც მიიღება გულის უკმარისობის, ან არტერიული ჰიპერტენზიისას, - ლითიუმი, რომელიც მიიღება დეპრესიის ან მსგავსი დარღვევების სამკურნალოდ, - მეტოტრექსატი, - ციკლოსპორინი, მან უნდა აცნობოს ექიმს, ან ფარმაცევტს ამის შესახებ სამკურნალო საშუალების მინესულინის გამოყენების დაწყებამდე. თუ ნიმესულიდით მკურნალობის პერიოდში ჩნდება ღვიძლის დაზიანების სიმპტომები, საჭიროა ნიმესულიდის მიღების სასწრაფოდ შეწყვეტა და ამის შესახებ ექიმისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება. ღვიძლის დაზიანების დამადასტურებელი სიმპტომებია: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, დაღლილობის მუდმივი შეგრძნება, ან შარდის მუქი ფერი. ღვიძლის დაზიანება უმრავლეს შემთხვევაში გარდამავალია, აღწერილია ნიმესულიდით არახანგრძლივი მკურნალობის პერიოდშიც. ასეთმა პაციენტებმა მომავალში არ უნდა მიიღონ ნიმესულიდი. თუ პაციენტს როდისმე ქონდა კუჭის ლორწოვანის წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება, მაშინ სამკურნალო საშუალების მინესულინის გამოყენების დაწყებამდე უნდა აცნობოს ექიმს ამის შესახებ. აღწერილია ყველა აასს-ს მიღების შედეგ სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კუჭის და (ან) თორმეტგოგა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება პერფორაციით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი., რომელიც ვითარდება მკურნალობის სხვადასხვა სტადიაზე წინასწარი სიმპტომების გარეშე, ან სიმპტომებით, რომლებსაც ახლავს ან არ ახლავს სავარაუდო სერიოზული მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, კუჭის, ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების განვითარების რისკი პერფორაციით, იზრდება აასს-ს დოზის მატებასთან ერთად და მეტია პაციენტებში ანამნეზში კუჭის და (ან) თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით, განსაკუთრებით თუ ის გართულებული იყო პერფორაციით, ან სისხლდენით, ასევე ხანდაზმული ასაკის პირებში. ასეთ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოთ მინიმალური ეფექტური დოზებით. ასეთ პაციენტებში და იმ პაციენტებში, რომლებსაც ესაჭიროებათ ერთდროულად აცეტილსალიცილის მჟავის, ან სხვა სამკურნალო საშუალების დანიშვნა, რომელმაც შეიძლება გაზარდოს გართულებების რისკი კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, აუცილებელია გადაწყდეს საკითხი ერთდროულად კუჭის ლორწოვან გარსზე დამცავი მოქმედების სამკურნალო საშუალებების დანიშვნის შესახებ (მაგ. მიზოპროსტოლი ან პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები). პაციენტებმა, ანამნეზში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ არასასურველი მოვლენებით, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, უნდა განაცხადონ მუცლის ღრუს მხრივ ყველა არატიპიური სიმპტომების შესახებ (განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შესახებ), განსაკუთრებით მკურნალობის დაწყებისას.

 

ორსულობა და ლაქტაცია: ნებისმიერი სამკურნალო საშუალების მიღებამდე აუცილებელია ექიმის, ან ფარმაცევტის კონსულტაცია. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა სამკურნალო საშუალების ემბრიოტოქსიკური მოქმედება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ ორსულობის პერიოდში ქალებში სამკურნალო საშუალების გამოყენების უსაფრთხოებას, ორსული ქალებისთვის პრეპარატის დანიშვნა რეკომენდირებული არ არის. მინესულინის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული იმ ქალებისთვის, რომლებიც გაგმავენ ორსულობას რეპროდუქციული უნარის დარღვევის პოტენციური შესაძლებლობის გათვალისწინებით. ორსულობის მესამე ტრიმესტრში პროსტაგლანდინის სინთეზის ყველა ინჰიბიტორს შეუძლია გამოიწვიოს: • ნაყოფში: - ტოქსიკური მოქმედება გულზე და ფილტვებზე (არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა და ფილტვისმიერი ჰიპერტენზია), - თირკმლის ფუნქციის დარღვევა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა მცირეწყლიანობით • ნაყოფში და ქალში ორსულობის ბოლოს: - სისხლდენის ხანგრძლივობის გაზრდა, ანტიაგრეგაციული მოქმედება, რომელიც შეიძლება განვითარდეს დაბალი დოზების მიღებისაც, - საშვილოსნოს შეკუმშვის დათრგუნვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მშობიარობის შეფერხება ან გახანგრძლივება ამის გამო მინესულინის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის მესამე ტრიმესტრში. რადგან არ არის ცნობილი მინესულინი გამოიყოფა თუ არა დედის რძეში, მისი გამოყენება უკუნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: საჭიროა აცნობოთ ექიმს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებდით უკანასკნელ პერიოდში, იმ მედიკამენტების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ. პაციენტები, რომლებიც იღებენ მინესულინს და დამატებით სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც აღიზიანებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანს, უნდა იმყოფებოდნენ გულმოდგინე დაკვირვების ქვეშ. სამკურნალო საშუალების მინესულინის და ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღება, ახდენს ამ უკანასკნელის მოქმედების პოტენცირებას. პლაზმის ცილებთან მინესულინის ძლიერი შეკავშირების გათვალისწინებით, პაციენტები, რომლებიც ამავდროულად იღებენ გიდანტოინს და სულფონამიდებს, უნდა იყვნენ მუდმივი კონტროლის ქვეშ (გიდანტოინის და სულფონამიდების მოქმედების გაძლიერება მათი ცილებთან შეკავშირებიდან გამოდევნის შედეგად). არასტეროიდულმა ანთებისსაწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გაზარდონ პლაზმაში კონცენტრაცია: დიგოქსინის, ლითიუმის (სამკურნალო საშუალება, რომელიც გამოიყენება დეპრესიისას), მეტოტრექსატის და ციკლოსპორინის, ამ პრეპარატების ტოქსიური მოქმედების გაზრდით. მინესულინის სხვა აასს-სთან ან გლუკოკორტიტოსტეროიდებთან ერთად მიღება, ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს. ნიმესულიდის კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან, აგფ ინჰიბიტორებთან ერთად შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს პლაზმაში კალიუმის დონის მომატება. ჯანმრთელ პაციენტებში ნიმესულიდი იწვევდა ფუროსემიდის დიურეზული ეფექტის დროებით დაქვეითებას, ასევე ასუსტებდა მის გავლენას ნატრიუმის და კალიუმის გამოყოფაზე (დაბალი ხარისხით). არსებობს სამკურნალო საშუალება მინესულინის და ანტიაგრეგანტული პრეპარატებს (მაგ. აცეტილსალიცილის მჟავა) შორის ურთიერთქმედების ასევე სეროტონინის უკუშებოჭვის სელექტიურ ინჰიბიტორებთან ურთიერთქმედების რისკი. საჭიროა თავი ავარიდოთ სამკურნალო საშუალების მინესულინის და სხვა აასს-ს ერთდროული გამოყენებას, ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორების ჩათვლით. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ მინესულინს, თავი უნდა შეიკავონ სხვა ანალგეზიური სამკურნალო საშუალებების მიღებისგან. ექიმმა სიფრთხილით უნდა დანიშნოს მოცემული პრეპარატი პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ზრდიან სისხლდენის განვითარების რისკს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან კუჭის და (ან) თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების განვითარების რისკს, ისეთები, როგორიცაა პერორალური კორტიკოსტეროიდები, ანტიკოაგულანტები, ვარფარინის ჩათვლით, სეროტონინის უკუშებოჭვის სელექტიური ინჰიბიტორები, ან ანტითრომბოლიზური სამკურნალო საშუალებები, კერძოდ, აცეტილსალიცილისმჟავა.

 

განსაკუთრებული მითითება: სამკურნალო საშუალება შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს და საქაროზას. თუ პაციენტს დადასტურებული აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, სამკურნალო საშუალების მიღებამდე მან უნდა მიმართოს ექიმს. სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა მინესულინმა, როგორც სხვა არასტეროიდულმა ანთებისსაწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებმა, შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუსხვევა. მათი განვითარების შემთხვევაში, საჭიროა თავის შეკავება ისეთი სამუშაოს შესრულებისგან, რომელიც მოითხოვს ფსიქოფიზიკურ შრომისუნარიანობას. პაციენტებმა, რომელთა პროფესიული საქმიანობა მოითხოვს მუდმივ კონცენტრაციას, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ექიმს მკურნალობის პერიოდში ძილიანობის ან თავბრუსხვევის განვითარების შესახებ.

 

ჭარბი დოზირება: სამკურნალო საშუალების დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს. ნაჩვენებია სიმპტომატური მკურნალობა. კუჭის ამორეცხვას და აქტივირებული ნახშირის შეყვანას აზრი აქვს, თუ დოზის გადაჭარბებიდან გავიდა არა უმეტეს 4 საათისა. აუცილებელია ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის კონტროლი.


შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25С მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. Pharmaceutical works POLFA in Pabianice

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.