newhospitals

მილოსონი

მილოსონი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
7697ნახვა

სედატიური და საძილე ფიტოპრეპარატი. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. აღწერა : მკვრივი , ჟელატინის კაფსულები მწვანე - ყვითელი ფერის. შემადგენლობა: ვალრიანი - 100მგ, პასიფლორა - 100მგ, გვირილა - 100მგ. სხვა ინგრედიენტები: თეთრი ბრინჯის ფქვილი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი (კაფსულა) . მილოსონი ბუნებრივი წარმოშობის კომბინირებული ფიტოპრეპარატია. ახასიათებს დამამშვიდებელი და საძილე მოქმედება. მისი სპეციალური ფორმულა განაპირობებს უშფოთველ, მშვიდ ძილს და ...მხნე გამოღვიძებას. - ვალერიანის ფესვები ხასიათდება სედაციური მოქმედებით, ამცირებს დაძაბულობისა და გაღიზიანებადობის ნიშნებს, რომლებიც ნიშანდობლივია ფსიქიური გადაძაბვის დროს, აღადგენს ძილის ნორმალურ რიტმს, ხასიათდება სპაზმოლიზური მოქმედებით. - პასიფლორა შეიცავს ალკალოიდებს და ფლავონოიდებს-ვიტექსინს, ხასიათდება მსუბუქი სედაციური მოქმედებით, ხელს უწყობს ძილის აღდგენას, ამცირებს ნერვულ აგძნებადობას, ავლენს სპაზმოლიზურ, სედაციურ მოქმედებას, აუმჯობესებს გულის მუშაობას. - გვირილის ექსტრაქტი ავლენს სპაზმოლიზურ, სედაციურ, ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას, რომელიც განპირობებულია მასში შემავალი აპიგენინითა და აპინინით. ფლავონოიდები კი, ხელს უწყობენ თავის თვინის სისხლძარღვთა სპაზმის მოხსნას.

 

ჩვენება:

- ძილის დარღვევა, უძილიბა; - მომატებული აგძნებადობა და გაღიზიანებადობა; - ნერვული დაძაბულობა და გადაღლა. რეკომენდირებულია მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლიდან. პრეპარატის მიღების შეწყვეტა - შემადგენელ კომპონენტთა მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამოვლენისას. გვერდითი მოვლენები: იშვიათია ალერგიული რეაქციები, სისუსტე. ადვილად ასატანია. მიიღება: შინაგანად, საკმაო რაოდენობით წყლის დაყოლებით, მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლიდან. უძილობის დროს: 1-2კაფსულა ძილის წინ. დამამშვიდებელი ეფექტისთვი: 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში. ძირითადი მითითებანი: შესაძლებელია პრეპარატის ხანგძლივი მიღება. მისი მოხსნისას არ ვითარდება აბსტინენციის სინდრომი. არ იწვევს შეჩვევას. ცნს-ზე მოქმედ პრეპარატებთან ერთად მილოსანის მიღება აძლიერებს მათ მოქმედებას. დოზის გადაჭარბება: თავბრუსხვევა, ტკივილი მუცლის არეში, მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულმკერდში, გუგების გაფართოება, გულის რევა და თავბრუსხვევა , მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური თერაპია. ორსულობა , ლაქტაცია: მხოლიდ ექიმის დანიშნულებითა და მეთვალყურეობით. გამოყენება პედიატრიაში: პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე, 12 წლამდე კვლევათა მონაცემები არ არსებობს. მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდირებული, - ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა. 15 კაფსულა ბლისტერზე, 2 ბლისტერი (სულ 30 კაფსულა). მუყაოს კოლოფში ჩანართ ფურცელთან ერთად.

 

შენახვის წესი:

ინახება 15-30 გრადუს ცელსიუსზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობა: 3 წელი გამოშვების დღიდან. არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდგომ. მწარმოებელი: ალფა ვიტამინს ლაბორატორის ინკ. 1472 ჩრდილო - დასავლური, 78 პრ., დორალ, ფლ. 33126, აშშ, ფარმაცევტული კომპანია ფარმ მედიკა-ს დაკვეთით, ჟენევის მოედ. უოტერფრონტ დრაივ, 3469, როად ტაუნ, ტორტოლა, ბვო.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.