newhospitals

მილგამა® მონო 300

მილგამა® მონო 300
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
9042ნახვა
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): thiamine, pyridoxine, Cobalamin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → ვიტამინური პრეპარატები→ წყალში ხსნადი ვიტამინები → B ჯგუფის ვიტამინები
მწარმოებელი კომპანია: WORWAG Pharma
მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
გამოშვების ფორმა: 2მლ ხსნარი ამპულა #5
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა


ხსნარის 1 მლ შეიცავს: მოქმედ ნივთიერებებს - თიამინის ქლორიდის ჰიდროქლორიდი 100მგ, პირიდოქსინი ჰიდროქლორიდი 100 მგ, ციანოკობალამინი 1000 მკგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 20მგ,
დამხმარე ნივთიერებები - ბენზილის სპირტი, ნატრიუმის პოლიფოსფატი, კალიუმის ჰექსაციანოფერატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, წყალი ინექციისათვის.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
B ჯგუფის ნეიროტროპული ვიტამინები ახდენენ დადებით ზემოქმედებას ნერვების და მამოძრავებელი აპარატისა დეგენერატიულ და ანთებით დაავადებებზე. იგი ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაძლიერებას და აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას. თიამინი ასრულებს ძირითად როლს ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დროს, აგრეთვე კრებსის ციკლში და შემდგომ თპფ (თიამინ პიროფოსფატის) და ატფ (ადენოზინ ტრიფოსფატი) სინთეზში. პირიდოქსინი მონაწილეობს პროტეინის, და ნაწილობრივ ნახშირწყლების და ცხიმების მეტაბოლიზმში. ორივე ვიტამინის ფიზიოლოგიურ ფუნქციას წარმოადგენს ურთიერთ მოქმედების პოტენცირება, რომელიც მჟღავნდება ნერვულ, ნეიროკუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე დადებით ზემოქმედებაში. B6 ვიტამინის დეფიციტის დროს ხდება ფართოდ გავრცელებული დეფიციტის მდგომარეობა სწრაფი კუპირება ამ ვიტამინების შეყვანის შემდეგ. ციანოკობალამინი მონაწილეობს მიელინის გარსის სინთეზში, ასტიმულირებს ჰემოპოეზს, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, დაკავშირებულს პერიფერიულ ნერვულ სისტემის დაზიანებასთან, ასტიმულირებს ნუკლეინის ცვლას ფოლიუმის მჟავის აქტივაციის გზით. ლიდოკაინი - ადგილობრივი საანესტეზიო საშუალებაა, რომელიც იწვევს ყველა სახის ადგილობრივ ანესთეზიას: ტერმინალურს, ინფილტრაციულს, გამტარიანს.

 

ფარმაკოკინეტიკა:
კუნთქვეშა შეყვანის შემდეგ თიამინი სწრაფად აბსორბირებს ინექციის ადგილიდან და მიეწოდება სისხლს (484 ნგ/მლ 15 წუთის შეყვანის პირველ დღეს დოზით-50მგ) და ნაწილდება ორგანიზმში არათანაბრად შემდეგ შემცველობით: ლეიკოციტებში 15%, ერიტრიციტებში 75% და პლაზმაში 10%. ორგანიზმში ვიტამინის მნიშვნელოვანი მარაგის არარსებობის გამო ის უნდა მიეწოდებოდეს ორგანიზმს ყოველდღე. თიამინი აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებში და მჟღავნდება დედის რძეში. თიამინი გამოიყოფა შარდით ალფა-ფაზაში 0,15 საათის შემდეგ, ბეტა-ფაზაში - 1 საათის შემდეგ და ტერმინალურ ფაზაში - ორი დღის განმავლობაში. ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენენ: თიამინკარბონის მჟავა, პირამინი და ზოგიერთი უცნობი მეტაბოლიტები. ყველა ვიტამინებს შორის თიამინი შენარჩუნდება ორგანიზმში უმცირეს რაოდენობით. ზრდასრულ ადამიანის ორგანიზმი შეიცავს მიახლოებით 30მგ თიამინს: 80% თიამინ პიროფოსფატს, 10% თიამინ ტრიფოსფატის და დანარჩენი - თიამინ მონოფოსფატის სახით. კუნთში ინექციის შემდეგ პიროდოქსინი სწრაფად აბსორბირდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში და ნაწილდება ორგანიზმში, ასრულებს კოენზიმის როლს CH2OH ჯგუფის მე-5 მდგომარეობაში ფოსფორილირების შემდეგ. 80%-მდე ვიტამინები უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. პიროდოქსინი ნაწილდება მთელს ორგანიზმში, გადალახავს პლაცენტას და მჟღავნდება დედის რძეში, დეპონირებს ღვიძლში და იჟანგება 4-პირიდოქსინურ მჟავამდე, რომელიც ექსკრეტირდება შარდში, აბსორბაციიდან მაქსიმუმ 2-5 საათის შემდეგ. ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 40-150 მგ B6 ვიტამინს და მისი ყოველდღიური ელიმინაციის სიჩქარეა 1,7-3,6 მგ-მდე და შესრულების სიჩქარეა 2,2 - 2,4%.

 

ჩვენებები:
გამოიყენება კომპლექსურ თერაპიის შემადგენლობაში როგორც პათოგენეტი-კური და სიმპტომატიკური საშუალება ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებებისა და სინდრომებისათვის: ნევრალგია, ნევრიტი, სახის ნერვის პარეზი, რეტრობულბარული ნევრიტი, განგლიონიტები (მათ შორის სარტყელ¬შემო¬წერილი სირსველი), პლექსოპტია, ნეიროპატია, პოლინეიროპატია (დიაბეტური, ალკოგოლური და სხვ.), ღამის კუნთოვანი კრუნჩხვა, განსაკუთრებით დიდი ასაკის ჯგუფის წარმომადგენლებში, ხერხემლის ოსტეოხონდროზის ნევროლოგიურ გამოვლი¬ნებისას: რადიკულოპატია, ლუმბოიშალგია, კუნთოვანი-ტონიკური სინდრომები.

 

მიღების წესები და დოზები:
გამოხატული ტკივილის სინდრომის შემთხვევაში მკურნალობა მიზანშეწონილია დაიწყოს კუნთში ინექციით(ღრმად) 2 მლ ყოველდღიურად 5-10 დღის განმავლობაში, ხოლო შემდგომში ხდება გადასვლა შინაგანად მიღებაზე ან უფრო იშვიათ ინექციებზე(2-3 ჯერ კვირაში 2-3კვირის განმავლობაში), შემდგომში თერაპია შეიძლება გაგრძელდეს წამლის ფორმით რომელიც მიიღება შინაგანად.

 

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ოფლიანობა, ტახიკარდია, ჩნდება გამონაყარი(აკნე). აღწერილია კანის რეაქცია ქავილის, ჭინჭრის ციების სახით. გართულებული სუნთქვა, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.

 

უკუჩვენება:
გულის დეკომპენსირებული უკმარისობა. პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა. ბავშვის ასაკი, მონაცემების უქონლობსთან დაკავშირებით.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
გამოყენება არ არის რეკომენდირებული

 

ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ძალიან სწრაფად შეყვანის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, არითმია, კრუნჩხვები, ეს მოვლენები შეიძლება იყოს დოზის გადაჭარბების შედეგი.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
თიამინი მთლიანად იშლება სულფიტის შემცველ ხსნარებში. სხვა ვიტამინები განიცდიან ინაქტივაციას B ვიტამინის დაშლის პროდუქტების თანაარსებობისას. ლევოდოპა ასუსტებს ვიტამინის თერაპევტული დოზის ეფექტურობას. ასევე შეიძლება წარმოიშვას ურთიერთქმედება ციკლოსერინთან, Д- პენიცილამინთან, ეპინეფრინთან, ნორეპინეფრინთან, სულფონამიდთან , რომლებიც აქვეითებს პირიდოქსინის ეფექტურობას. თიამინი შეუთავსებელია დამჟანგავ ნივთიერებებთან: ვერცხლისწყლის ქლორიდი, იოდიდებთან, კარბონატებთან, აცეტატთან, ტანინის მჟავასთან, რკინა-ამონიუმის-ციტრატთან, და აგრეთვე ფენობარბიტალთან, რიბოფლავინთან, ბენზილ-პენიცილინთან, დექსტროზასთან და მეტაბისულფიტთან. სპილენძი აჩქარებს თიამინის დაშლას; ამის გარდა თიამინი კარგავს თავის მოქმედებას pH- ის მნიშვნელობის გაზრდასთან ერთად (pH 3- ზე მეტი).

 

შენახვის პირობები და ვადები:
2 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებულ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
არაუმეტეს 15oC ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვისათვის მიუწდომელ ადგილას.

 

აფთიაქში გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტით.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.