newhospitals

მიკოზოლონი მალამო 15გ

მიკოზოლონი მალამო 15გ
ანოტაციის მომწოდებელია
5
1
რეკომენდაცია
1შეფასება
9762ნახვა

გენერიული დასახელება:

მაზიპრედონი, მიკონაზოლი

 

წამლის ფორმა:
მალამო

 

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერებები:
1
 გ მალამო შეიცავს 2.50 მგ მაზიპრედონის ჰიდროქლორიდს და 20.00 მგ მიკონაზოლს.

 

დამხმარე ნივთიერებები:
პარაქსიბენზოატი, პოლისორბატი 60, თხევადი პარაფინი, პროპილენგლიკოლი, ცეტოსტეარილის სპირიტ, გასუფთავებული წყალი.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მალამო მიკოზოლონს გააჩნია მიკრობებისა და ანთებების საწინააღმდეგო მოქმედება.

 

ჩვენებები:
პრეპარატი ნაჩვენებია კანისა და გარე სასმენი გზის სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

 

უკუჩვენება:
მალამო არ გამოიყენება ჰიპერმგრძნობელობისას მალამოს ინგრედიენტების მიმართ, ან ჰიპერმგრძნობელობისას იზოკონაზოლის, თიოკონაზოლის ან ოქსიკონაზოლის მიმართ, კანზე ვირუსით (მაგ.: ჰერპესი) გამოწვეული გამონაყარებისას, ჩუტყვავილას დროს, სხვა ვირუსული ინფექციებისას, ასევე კანის ტუბერკულოზისას.

 

მიღების წესი და დოზირება:
მალამო გამოიყენება ექიმის დანიშნულებით, ექიმის დანიშნული ხანგრძლივობით.
კანის ინფიცირებისას, კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე მალამო ისმევა 1-2-ჯერ დღე-ღამეში.
გარე სასმენი გზის სამკურნალოდ მალამო ექიმის ინსტრუქციის მიხედვით გამოიყენება.

 

გაფრთხილება:
მალამოს გამოყენება მხოლოდ გარეგანად შეიძლება! მალამოს შემთხვევით ჩაყლაპვის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
ბავშვზე ან ორსულობის ან ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება ექიმის რჩევით.

 

გვერდითი მოვლენები:
როგორც ყველა სხვა პრეპარატს, მალამო მიკოზოლონსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება.
ინდივიდუალური მგრძნობელობის შედეგად, ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს კანის ადგილობრივი ირიტაცია, წვის შეგრძნება, კანის გაწითლება, კონტაქტური დერმატიტის განვითარება.
მალამოს ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა წარმოიშვას კანის გათხელება (ატროფია) ზოლების გაჩენით.
ნებიმიერი პრეპარატის მიმართ შეიძლება ჩამოყალიბდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, ამიტომ თუ განვითარდა შესივება, ტკივილი, კანის შეწითლება, პრეპარატის მიღება წყდება და ნებისმიერი არასასურველი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს!

 

განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობა, ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება შეიძლება სარგებლის/რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მიკონაზოლი უმნიშვნელო რაოდენობით შეიწოვება ორგანიზმში, მაგრამ გლუკოკორტიკოსტეროიდული ინგრედიენტი შეიწოვება, განსაკუთრებით მისი გამოყენებისას დიდ ზედაპირზე და ხანგრძლივად, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის დროს რეკომენდებული არ არის.

 

პრეპარატის მოქმედება ტრანსპორტის ტარებაზე ან მაღალი ტრავმატიზმის მანქანების მართვის უნარზე:
მონაცემები იმის შესახებ, რომ მიკოზოლონი მოქმედებს ტრანსპორტის ტარებისა და მაღალი ტრავმატიზმის მანქანების მართვაზე ან სამუშაოთა შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებას, არ არსებობს.

 

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება საწყის შეფუთვაში 8-150C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

 

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
პრეპარატის გამოყენება შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე.

 

შეფუთვა:
15გ მალამო ტუბში

 

გაცემის წესი: 
ექიმის რეცეპტით.

 

მწარმოებელი და მისი მისამართი:
ს.ს. "გედეონ რიხტერი", უნგრეთი

თინა
2013-11-16
მაგარი ეფექტური მალამოა ვისაც ფეხის თითების ქავილი აქვს
ფასი
ეფექტურობა
ხელმისაწვდომობა
შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.