newhospitals

მიკოზოლი 150მგ #1კაფს

მიკოზოლი 150მგ #1კაფს
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6194ნახვა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიფუნგალური პრეპარატი
 

შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს 150 მგ ფლუკონაზოლს.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ტრიაზოლის ჯგუფის ანტიფუნგალური პრეპარატია, რომელიც აინჰიბირებს სოკოს უჯრედის ციტოქრომ P-450-ს ფერმენტებს, არღვევს მემბრანული სტეროლების სინთეზს, თრგუნავს სოკოს ზრდას და გამრავლებას. ეფექტურია ლოკალური, გენერალიზებული და ღრმა მიკოზების დროს: Candida spp, Blastomyces dermatidis, Criptococcus neoformans, Microsporum spp, Histoplazma capsulatum, Coccidioides immitis, Trichophyton spp.
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბოიშეღწევადობა შეადგენს 90%. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 30-90 წთ-ის შემდეგ. ცილებთან შეკავშირების ხარისხი 11-12%, ამიტომ კარგად აღწევს ყველა ორგანოსა და ქსოვილში. სოკოვანი მენინგიტის დროს სისხლის შრატში არსებული
პრეპარატის 80% აღწევს ლიქვორში. რქოვანაში, ეპიდერმისში, დერმასა და ოფლში ფლუკონაზოლის კონცენტრაცია აღემატება პლაზმაში მის კონცენტრაციას. 80% გამოიყოფა თირკმელებით შეუცვლელი სახით.

 

ჩვენებები:
ლორწოვანის კანდიდოზი: ვულვოვაგინალური კანდიდოზი, ოროფარინგეალური კანდიდოზი, რძიანა, ატროფიული კანდიდოზი, ჰიპერპლაზიური კანდიდოზი, კანდიდოზური ჰეილიტი, კანდიდოზური ეზოფაგიტი, კანდიდოზური ტრაქეობრონქიტი, ბრონქ-ფილტვის კანდიდოზი, საშარდე გზების კანდიდოზი. კანის კანდიდოზი: ვულვიტი, ბალანიტი, ბალანოპოსტიტი, კანის ნაოჭების კანდიდოზი, თითებშორისი
კანდიდოზი, "ნახვევის" კანდიდოზი, კანდიდოზური ფოლიკულიტი, საფენის კანდიდოზი, ფრჩხილების და ნუნების კანდიდოზი, ქრონიკული გენერალიზებული კანდიდოზი. ეპიდერმომიკოზები: სახის დერმატოფიტია, სხეულის, საზარდულის, მტევნის, ტერფის დერმატოფიტია, ონიქომიკოზები, ტრიქომიკოზები, ნაირფერი
პიტირიაზი. ღრმა მიკოზები: სპოროტრიქოზი, კრიპტოკოკოზი, ჰისტოპლაზმოზი, ბლასტომიკოზი, კოკციდიოიდოზი. კანდიდომიკოზების პროფილაქტიკა.

 

დოზირება:
150 მგ კვირაში ერთხელ 2-6 კვირის განმავლობაში. (დიაგნოზის მიხედვით) შესაძლებელია
150 მგ-ის დანიშვნა მკურნალობის I-IV-VII დღეს. ღრმა და გენერალიზებული მიკოზების მკურნალობისას- 150-300 მგ ყოველდღე კლინიკური სურათის გათვალისწინებით ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე პროფილაქტიკის მიზნით 150 მგ კვირაში ერთჯერ.

 

უკუჩვენებები:
პრეპარატის ან მისი მსგავსი აზოლური ნაერთების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

 

განსაკუთრებული მითითებები:
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებისას ინიშნება სიფრთხილით.

 

გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, მეტეორიზმი, გამონაყარი კანზე. იშვიათად აღინიშნება ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ალოპეცია. ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს კრუნჩხვა.

 

გამოშვების ფორმა:
მიკოზოლი 150მგ კაფსულები №1 და №2.

 

მწარმოებელი:
BIOFARMA, Turkey.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.