მიკოსპორი (კრემი)
სავაჭრო დასახელება: მიკოსპორი
საერთაშორისო არაპანტენტური დასახელება (სად): ბიფონაზოლი
წამლის ფორმა: კრემი გარე გამოყენებისთვის
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება
ATX-კოდი: D01AC60 შემადგენლობა:
1 გ კრემი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ბიფონაზოლი 0,01 გ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, ცეტოსტეარილის სპირტი, ცეტილპალმიტატი, ოქტილდოდეკანოლი, პოლისორბატი 60, გასუფთავებული წყალი, სორბიტოლის სტეარატი. აღწერილობა:
ჰომოგენური კრემი თეთრი ფერის. ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბიფონაზოლი, მიკოსპორი® - ს ხსნარის აქტიური ნივთიერება, არის იმიდაზოლის ნაწარმი და აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრი. პრეპარატი აქტიურია დერმატოფიტების, საფუარისებრი, ობის და სხვა სოკოების მიმართ, ისეთების, როგორც Malassezia furfur. მიკოსპორი® აგრეთვე ეფექტურია Corynebacterium minutissimum-ის წინააღმდეგ.
მიკოსპორი® ორ სხვადასხვა ეტაპზე თრგუნავს ერგოსტერინის სინთეზს, რომელიც შედის სოკოს უჯრედის კედლის შემადგენლობაში, რაც მისი სტრუქტურისა და თვისებების ცვლილებებს იწვევს. ჩვენება:
კანის დაზიანებების მკურნალობა, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტების, საფუარისებრი და ობის სოკოების, აგრეთვე Malassezia furfur და Corynebacterium minutissimum-ის მიერ.
• ტერფის მიკოზები
• გლუვი კანის დერმატომიკოზი
• Dermatomycosis (ნაფოტისებრი სირსველი)
• კანის ზედაპირული კანდიდოზი
• ერითრაზმა უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა ბიფონაზოლის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
გამოკვლევების მონაცემები აჩვენებენ, რომ ბიფონაზოლი არანაირ უარყოფით მოქმედებას არ ავლენს დედისა და ნაყოფის ორგანიზმზე. თუმცა ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ დროს, როდესაც სავარაუდო სარგებლობა დედისათვის აჭარბებს პოტენციურ რისკს ბავშვის ან ნაყოფის მიმართ. ლაქტაციის პერიოდში საჭიროა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ. გვერდითი ეფექტები:
ხშირად აღინიშნება კანის რეაქციები გაღიზიანების, ქავილის, გაწითლების, მაცერაციის და აქერცვლის სახით. იშვიათად შესაძლებელია ალერგიული დერმატიტის განვითარება. ეს გვერდითი ეფექტები შექცევადია და ქრებიან თერაპიის შეწყვეტის შემდეგ. მიღების წესი და დოზირება:
მიკოსპორი® გამოიყენება დღეში ერთხელ, ძილის წინ. კრემს თხელ ფენად ისვამენ კანის დაზიანებულ ადგილზე და გულმოდგინედ შეიზელენ. დამაკმაყოფილებელი შედეგის მისაღწევად მკურნალობა უნდა იყოს უწყვეტი და გაგრძელდეს შემდეგი რეკომენდირებული პერიოდების განმავლობაში:
• ტერფის მიკოზები: 3 კვირა
• გლუვი კანის დერმატომიკოზი: 2-3 კვირა
• Dermatomycosis (ნაფოტისებრი სირსველი), ერითრაზმა: 2 კვირა
• კანის ზედაპირული კანდიდოზი: 2-4 კვირა
ერთჯერადი დოზა შეადგენს 1 სმ სიმაღლის კრემს კანის ზედაპირის ხელისგულის ზომის ფართობზე გათვლით. დოზატორის გამოყენებისას კრემის ეს რაოდენობა გამოიყოფა მის თავზე ერთჯერადი დაჭერის შედეგად. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მიკოსპორი® -ს გამოყენება ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებებთან შესაძლებელია, რადგან ურთიერთქმედების არანაირი რეაქცია არ არის აღმოჩენილი. გამოშვების ფორმა:
ტუბებში - თითოეული 15 გ, 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს შეკვრაში. შენახვის პირობები:
ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC , ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება. აფთიაქებიდან გაცემა:
რეცეპტის გარეშე. მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
ბაიერი ჰელსკეა აგ (გერმანია), წარმოებულია: კერნ ფარმა სლ, ესპანეთი
სამრეწველო პოლიგონი კოლონ II, ვენუს, 72, 08228 ტერასა (ბარსელონა), ესპანეთი. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ მისამართს:
Bayer Consumer Care AG
საქართველო, ქ. თბილისი
მისამართი: ზემო ვეძისის №69
ტელ: +995 32 30 80 87
+995 32 30 97 57