newhospitals

მიკოსეპტინის მალამო 30გ

მიკოსეპტინის მალამო 30გ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
7067ნახვა
წამლის ფორმა:
მალამო.
 

შემცველობა:
აქტიური ნივთიერება: უნდეცილენის მჟავა 1.5 გ, უნდეცილენის მჟავის თუთიის მარილის 6.0 გ 30გ მალამოში.
დამხმარე ნივთიერებები: პარაფინი მყარი, პარაფინი თხევადი, პარაფინი მყარი (დნობის წერტილი 64-68°C), ვაზელინი თეთრი, სტეარინის მჟავა, თეთრი ცვილი, მეთილპარაბენი, ღორის ქონის მონოგლიცერიდები (დიმოდანი), ოლეომაკროგოლი (სლოვაპოლი), გასუფთავებული წყალი.

 

აღწერილობა:
სუსპენზიურ-ემულსიური ტიპის მალამო, თითქმის თეთრი ან თეთრი მოყვითალო შეფერილობით, ზეთოვანი კონსისტენციის, დამახასიათებელი სუნით, ცხიმის მცირე მარცვლებით.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
კოდი ATX: [D01AE04].

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
უნდეცილის მჟავა და მისი მარილები ახდენენ გამოხატულ ფუნგისტატურ მოქმედებას Trichophyton, Epidermophyton, Mikrosporum ოჯახის დერმატოფიტების მიმართ. პრეპარატის შემცველობაში შემავალი თუთია ახდენს დამაკავშირებელ მოქმედებას. კანის საფარის გაღიზიანების ნიშნების გამოვლენის შემცირებით, ხელს უწყობს სწრაფად შეხორცებას.

 

გამოყენების ჩვენებები:
მიკოსეპტინი განკუთვნილია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე სოკოების მიერ გამოწვეული კანის საფარის სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.

 

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

 

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა უნდეცილენის მჟავისა და მისი წარმოებულების, პარაბენების, პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; ბავშვთა ასაკი (2 წლამდე).

 

გამოყენების წესი და დოზები:
გარეგანი გამოყენებისათვის.
წაისმევა დაზიანებული კანის სუფთა, მშრალ ზედაპირზე 2-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4-6 კვირას. დაავადების კლინიკური გამოვლენს გაქრობის შემდეგ, რეციდივის თავიდან ასაცილებლად მალამოს წასმა რეკომენდებულია ერთხელ დღე-ღამეში ერთი კვირის განმავლობაში და შემდეგ დღეგამოშვებით ან კვირაში ორჯერ ერთი თვის განმავლობაში, მკურნალობის კურსის შემცირება ზრდის დაავადების რეციდივის წარმოქნის რისკს.

 

გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ სიწითლის, კანის საფარის ქავილის, შეშუპების, წვის შეგრძნების, კანზე გამონაყარის სახით.
ჰიპერმგრძნობელობის ნიშნების გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და ამის შესახებ ეცნობოს ექიმს.

 

ჭარბი დოზა:
ჭარბი დოზის შემთხვევები აღწერილი არ არის. შემთხვევით პრეპარატის შიგნით მიღებისას შესაძლებელია ღებინება და გულისრევა. აუცილებელია კუჭის გამორეცხვა და ექიმთან კონსულტაცია, საჭიროების შემთხვევაში ტარდება სიმპტომატური მკურნალობა.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მონაცემები მიკოსეპტინის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ არ არის. გარეგანი გამოყენების სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა განისაზღვრება ექიმის მიერ.

 

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის წასმა არ შეიძლება ღია ჭრილობის ზედაპირზე, კანის საფარის დაზიანებულ ზედაპირზე, პერიორბიტალურ ზონაში, მოსარიდებელია პრეპარატის თვალში მოხვედრა.

 

გამოშვების ფორმა:
30 გ მალამო ალუმინის ტუბში; 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

 

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

 

შენახვის პირობები:
მშრალ ადგილას 10-250C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ურეცეპტოდ.

 

მწარმოებელი: 
Zentiva S.A.
ჩეხეთის რესპუბლიკა

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.