მიგრენოლ-ნეო 25მგ #20კაფს

მიგრენოლ-ნეო 25მგ #20კაფს
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2247ნახვა
შემადგენლობა: 
აქტიური სუბსტანციები:
მცენარეული ნაკრების ფხვნილი 0,25 გ.
ფხვნილის შემადგენლობა:
ლურჯი ნარის ფესვები 3 წილი
მინდვრის ნარის ფესვები 3 წილი
ბაბუაწვერას ფესვები 1 წილი
დამხმარე ნივთიერებები: ტალკი, აეროსილი;

პარასამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შემავალი სამკურნალო მცენარეები შეიცავენ ეთეროვან ზეთებს, საპონინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს (მჟაუნმჟავა, ვაშლის, ლიმონის, მაალონის, გლიკოლის მჟავები), ნახშირწყლებს (გლუკოზა, ფრუქტოზა, ჰექსოზა, საქაროზა), ფენოლკარბონმჟავებს, კუმარინებს, ინულინს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პარასამკურნალო საშუალებას ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური, შარდმდენი და დამამშვიდებელი მოქმედება.

ჩვენებები:
* თავის ტკივილი;
* შაკიკის შეტევების კუპირება (აურით ან აურის გარეშე);
* შაკიკის სტატუსი (კომპლექსურ თერაპიაში სხვა საშუალებებთან ერთად);
* თავბრუსხვევა.

უკუჩვენება:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
* არტერიული ჰიპოტენზია;

გვერდითი მოვლენები:
შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია მცენარეული ნედლეულისადმი ინდივიდუალური შეუთავსებლობის გამო.

მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 1 თვე.
საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია პრეპარატის მიღების ჯერადობა გაიზარდოს 4 - მდე, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვემდე.

გამოშვების ფორმა:
პირველადი შეფუთვა: 10 კაფსულა ბლისტერზე.
მეორადი შეფუთვა: 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა:
2 წელი.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.