Miaroma გვირილის შერეული ეთერზეთი
აღწერა:
ეს კომფორტისა და სიმშვიდის მომგვრელი ეთერზეთი ძალიან სასარგებლოდ მიიჩნევა როგორც სხეულის, ასევე გონების რელაქსაციისთვის. იგი ასევე ხშირად გამოიყენება ცუდი განწყობისას შინაგანი სიმშვიდის მოსაგვრელად. ეს არის დამამშვიდებელი ზეთი, რომელიც ერთნაირად კარგად მოქმედებს როგორც მოზრდილებზე, ასევე ბავშვებზე და ცხოველებზეც კი! თუ ოჯახზე ვილაპარაკებთ, გვირილის სინაზე ამ ეთერზეთს განსაკუთრებით ძვირფასს ხდის მოუსვენარი ბავშვების დამშვიდების უნარის გამო. დამამშვიდებლად მოქმედებს ყველა ტიპის კანზე, რის გამოც ამ ეთერზეთს ასევე ფართოდ გამოიყენებენ ევროპაში კანის მოვლის პროდუქტებში. მწარმოებელი ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო.
გამოყენება:
არასოდეს დაისხათ ეთერზეთები პირდაპირ და წყალში გაზავების გარეშე: ეთერზეთის რამდენი წვეთი ჩაასხით საბაზისო ზეთში, მოუხდელ რძეში ან კრემში, ჩაამატეთ იგი აბაზანის წყალში ან შხაპის გელში
5-10 წვეთი ეთერზეთი საკმარისია 10მლ საბაზისო ზეთზე.
შემადგენლობა:
ტკბილი ნუშის ზეთი (Prunus amygdalus), გვირილა (Anthemisnobilis), ვიტამინი E (ტოკოფერილ აცეტატი).
სარეკომენდაციო ინფორმაცია:
განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. ნუ გამოიყენებთ კანზე გაუზავებელი სახით. ნუ გამოიყენებთ დაზიანებულ ან გაღიზიანებულ კანზე. ზეთისადმი კანის მგრძნობელობის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ მისი გამოყენება. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას. აალებადია.