მეტრონიდაზოლი(ტრიხოპ)250მგ#20ტ
პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ აღნიშნული ფურცელი.
შეინახეთ, რათა შესაძლებელია იგი თავიდან დაგჭირდეთ.დამატებითი შეკითხვების წარმოქმნის შემთხვევაში, საჭიროა მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
აღნიშნული პრეპარატი საჭიროა პირადად თქვენთვის და მისი სხვისთვის გადაცემა ნებადართული არ არის. რადგან მისმა გამოყენებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც, თუკი მათი დაადავადების სიმპტომები თქვენი დაავადების მსგავსია.
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: 1 ტაბ. შეიცავს 0,25გ მეტრონიდაზოლს;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის ან სიმინდის სახამებელი, მეთილცელულოზა, სტეარინის მჟავა.
სამკურნალო ფორმა:
ტაბლეტები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიბაქტერიული პრეპარატი.
აქტიურია ტრიქომონიაზის, ამებიაზის, ლამბლიოზის და ანაერობული ბაქტერიების მიმართ.
ჩვენება:
ტრიქომონადური ვაგინიტი ქალებში, ტრიქომონებით გამოწვეული ურეთრიტი მამაკაცებში; ლამბლიოზი, ამებიაზი. ანაერობული ინფექციები (ჭრილობით გამოწვეული ჩირქოვანი ინფექცია, სასუნთქი გზების, საშარდე გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები); ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა. ქრონიკული ალკოჰოლიზმი. ამოქსიცილინთან კომბინაციაში გამოიყენება ქრონიკული გასტრიტის, Helicobacter pylori-ით ასოცირებული კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ.
წინააღმდეგჩვენება:
ორსულობის I ტრიმესტრი, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, სისხლისა და ც.ნ.ს-ის მძიმე დაავადებები.
გამოყენების დროს სიფრთხილე: მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ტრიქომონიაზის მკურნალობის დროს აუცილებელია სქესობრივი ცხოვრებისაგან თავის შეკავება; რეკომენდებულია სქესობრივი პარტნიორის ერთდროული პროფილაქტიკური მკურნალობა. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში სპირტიანი სასმელების გამოყენება ნებადართული არ არის. მეტრონიდაზოლით მკურნალობის პროცესში არასასურველი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია პრეპარატით შემდგომი მკურნალობის შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალების მიღების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ინფორმირება, ან თვითნებურად მკურნალობის დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის გამოყენების შესახებ.
მეტრონიდაზოლი აძლიერებს ვარფარინის და სხვა არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების მოქმედების ეფექტს, ზრდის ლითიუმის ტოქსიკურობას. ფენიტოინი და ბარბიტურატები ამცირებენ მეტრონიდაზოლის კონცენტრაციას სისხლში; ციმეტიდინი ზრდის მეტრონიდაზოლის კონცენტრაციას სისხლში.
გამოყენების წესი და დოზები:
შიგნით მისაღებად ჭამის დროს ან მის შემდეგ.
ტრიქომონიაზი: 1ტაბ. (250მგ) 2-ჯერ დღეღამეში 10 დღის განმავლობაში.
ბავშვებში: 2-5 წლის ასაკში- 1ტაბ. (250მგ) დღეღამეში, 5-10 წლის ასაკში-1,5ტაბ. (375მგ) დღეღამეში, 10 წლის ასაკის ზემოთ-2ტაბ. (500მგ) დღეღამეში (2-3 მიღებაზე).
ამებიაზი: მოზრდილებში 2,5-3ტაბ. (625-750მგ) 3-ჯერ დღეღამეში 8-10 დღის განმავლობაში.
ლამბლიოზი: მოზრდილებში-1ტაბ. (250მგ) 2-ჯერ დღეღამეში 10 დღის განმავლობაში;
ბავშვებში: 2-5 წლის ასაკში- 1ტაბ. (250მგ) დღეღამეში, 5-10 წლის ასაკში-1,5ტაბ. (375მგ) დღეღამეში, 10 წლის ასაკის ზემოთ-2ტაბ. (500მგ) დღეღამეში (2-3 მიღებაზე).
Helicobacter pylori-ით ერადიკაცია: 2ტაბ. (500მგ) 3-ჯერ დღეღამეში 7 დღის განმავლობასი ამოქსიცილინთან კომბინაციაში.
ანაერობული ინფექცია: მოზრდილებში-1,5ტაბ. (375მგ) 3-ჯერ დღეღამეში 7-10 დღის განმავლობაში; 12 წლამდე ასაკის ბავშვებში-7,5მგკგ წონაზე 3-ჯერ დღეღამეში.
პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება ოპერაციიდან პირველი დღეღამის განმავლობაში 4ტაბ. (1გ) ერთ მიღებაზე, ხოლო შემდგომში-1ტაბ. (250მგ) 3-ჯერ დღეღამეში 7 დღის განმავლობაში.
ქრონიკული ალკოჰოლიზმი: 2ტაბ. (500მგ) დღეღამეში (არა უმეტეს) 6 თვის განმავლობაში.
ინტრავაგინალურად: 2ტაბ. (500მგ) ღამით 10 დღის განმავლობაში.
ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია გვერდითი მოვლენების სიმპტომების გაძლიერება-ატაქსია, მძიმე შემთხვევებში-პერიფერიული ნეიროპათია და ეპილეფსიური გულყრები. ჭარბი დოზირების სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია:
პრეპარატით გამოწვეული ჭარბი დოზირების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია მკურნალობის სქემის მკაცრად დაცვა.
გვერდითი მოვლენები:
ზოგიერთ ავადმყოფებში პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევა, თავის ტკივილი, ზოგჯერ-ღებინება, ყაბზობა, მომატებული აგზნებადობა, დეპრესია, უძილობა.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის, ქავილის, ურტიკარიის სახით.
იშვიათად-ლეიკოპენია.
შენახვის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის.
შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
გაცემის წესი:
რეცეპტით.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში. 2 შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი:
"ფარმაცევტული კომპანია ზდოროვიე"
უკრაინა