მეთილურაცილი 10% 25გ მალ(ნიჟფ.
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება:
მეთილურაცილი
წამლის ფორმა:
მალამო ადგილობრივი გამოყენებისათვის
აღწერილობა:
მალამო თეთრი ფერის მოყვითალო შეფერილობით ღია-ყვითელ ფერამდე.
შემცველობა:
მეთილურაცილი როგორც აქტიური ნივთიერება 10გ და მალამოს ფუძე (ვაზელინი, უწყლო ლანოლინი) 100გ-მდე. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ქსოვილების რეგენერაციის სტიმულატორი ფარმაკოლოგიური თვისებები:
გააჩნია ანაბოლიური და ანტიკატაბოლიური აქტივობა, აჩქარებს უჯრედული რეგენერაციის პროცესებს. გამოყენების ჩვენებები:
ძნელადშეხორცებადი ჭრილობები, დამწვრობები (თერმული, ქიმიური, სხივური), ბულოზური დერმატიტები. მეთილურაცილის გამოყენება შეიძლება პროფილაქტიკის მიზნით კანის რეაქციების ასარიდებლად ახალწარმონაქმნების დასხივებისას დაბალი რადიომგრძნობელობით, რადიოეპითელიიტის და საშოს კედლების გვიანი შეკუმშვების (ოკლუზიები) შემცირება - გენიტალიების ახალწარმონაქმნების სხივური თერაპიის შემთხვევაში. უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, გრანულაციების სიჭარბე. გამოყენების წესი და დოზები:
მწვავე ბულოზური დერმატიტების, დამწვრობების, ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ გამოიყენება ადგილობრივად 10% მეთილურაცილის მალამო, რომლის შეთავსება შეიძლება სულფანილამიდების, ანტიბიოტიკების და ანტისეპტიკური საშუალებების გარეგან აპლიკაციებთან. მალამო თხელ ფენად წაისმევა დაზიანებულ მინაკვეთებზე 5-20გ ყოველდღიურად 15-30 დღის განმავლობაში. ფხვიერი ტამპონებით მალამო გამოიყენება რადიოეპიტელიიტისა და საშოს გვიანი სხივური დაზიანებების სამკურნალოდ. გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები ქავილის, ჰიპერემიისა და ხანმოკლე წვის სახით. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ერთდროული გამოყენებისას აძლიერებს ანტიბაქტერიული საშუალებების ქიმიოთერაპიულ მოქმედებას, ანელებს მათ მიმართ მიკროორგანიზმების რეზისტენტულობას. გამოშვების ფორმა:
მეთილურაცილი - მალამო ადგილობრივი გამოყენებისათვის 10% მოთავსებულია ალუმინის ტუბებში. ვარგისიანობის ვადა:
3 წელი 6 თვე.
კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება. შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 20°C. აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით. მწარმოებელი:
ღსს "ნიჟფარმი"
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი.
გსპ-459, სალგანსკაიას ქ., 7
ტელ.: (8312) 30-72-28
ფაქსი: (8312) 78-80-88