newhospitals

მეთილურაცილი 0.5გ#10 სანთ(ნიჟფ

მეთილურაცილი 0.5გ#10 სანთ(ნიჟფ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2748ნახვა
[code]

სანთლები მეთილურაცილით 0,5გ

შემადგენლობა:
1 სანთელი შეიცავს:
მეთილურაცილს (2,4-დიოქსო-6-მეთილ-1,2,3,4-ტეტრაჰიდროპირიმიდინი) –ლეიკოპოეზის სტიმულატორს და სანთლის ფუძეს.

აღწერილობა:
სანთლები თეთრი ან მოთეთრო-მოყვითალო ან კრემის ფერის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მეტაბოლური პროცესების მასტიმულირებელი საშუალება

ფორმა:
რექტალური სანთლები

ჩვენება:
სანთლები მეთილურაცილით მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომლებსაც გააჩნია მეტაბოლური პროცესების მასტიმულირებელი მოქმედება. აღნიშნული პრეპარატები აჩქარებენ უჯრედული რეგენერაციის პროცესებს, ჭრილობების შეხორცებას, იწვევენ უჯრედული დაცვის ფაქტორების სტიმულირებას. მათ გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. პრეპარატის გამოყენება წარმოებს ექიმის დანიშნულების მიხედვით მსხვილი ნაწლავის ანთებით-ინფექციური დაავადებების დროს (პროქტიტი, პროქტოსიგმოიდიტი, კოლიტები); ქალის სასქესო ორგანოების ადგილობრივი დაზიანებების პროფილაქტიკა და მკურნალობა; სიგმოიდური და მსხვილი ნაწლავის სხივური დაზიანება; სხივური ცისტიტი და კოლპიტი; რეკონვალესცენციის პერიოდი ავადმყოფებში ჰეპატიტით და ქრონიკული პანკრეატიტით.

დოზირება და მიღების წესი:
სანთელი თავისუფლდება შეფუთვისაგან მაკრატლის საშუალებით, შეყავთ ღრმად უკანა ტანში. მოზრდილებში ინიშნება 1-4 სანთელი დღეში (დასაშვებია 2-2 სანთელი 3-4 ჯერ დღეში), ბავშვებში 3-8 წლის ასაკში - 1/2სანთელი; 8-15 წლის ასაკში - 1 სანთელი დღეში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 7 დღიდან 4 თვემდე დაავადების ხასიათის მიხედვით.

წინააღმდეგჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ. ლეიკოზის მწვავე და ქრონიკული ფორმები (განსაკუთრებით მიელოიდური), ლიმფოგრანულემატოზი, ძვლის ტვინის ავთვისებიანი დაავადებები.

გვერდითი მოვლენები:
წვის მსუბუქი შეგრძნება უკანა ტანში.

შენახვის ვადა:
2 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შენახვის პირობები:
გრილ, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:
5 ცალი სანთელი

მწარმოებელი და მისი მისამართი:
«ОАО» «НИЖФАРМ»
РОССИЯ

[/code]
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.