newhospitals

მეტეოსპაზმილი #20კაფს

მეტეოსპაზმილი #20კაფს
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
7561ნახვა
საერთაშორისო დასახელება:
alverin citrate; simethicone

ათქ.კლასიფიკაციის კოდი:
A03AX58
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულა #20
წამლის ფორმა: შიგნით მისაღები კაფსულები.
აღწერილობა: ერთ კაფსულაში
აქტიური ნივთიერებებები:
ალვერინის ციტრატი - 60მგ;
სიმეტიკონი - 300მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, გლიცეროლი, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა: რბილი, წაგრძელებული ფორმის, მწვანე კაფსულები, ზომა #6.
კაფსულის შემადგენლობა: თეთრი ფერის უსუნო ჟელე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატია, რომელიც ახდენას სპაზმოლიზურ მოქმედებას, ამცირებს გაზთწარმოქმნას ნაწლავში.
ალვერინი - მიოტროპული სპაზმოლიტიკია, რომლის მოქმედებას არ ახლავს თან ატროპინისმსგავსი ეფექტი ან განგლიომაბლოკირებელი აქტივობა. ამცირებს ნაწლავის გლუვი მუსკულატურის მომატებულ ტონუსს.
სიმეტიკონი - ჰიდროფობული პოლიმერული ნივთიერებაა დაბალი ზედაპირული დაჭიმულობით, რომელიც ამცირებს აირების წარმოქმნას ნაწლავში და ფარავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კედელს დამცავი აპკით.

ჩვენებები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მოშლილობანი, რაც ვლინდება მუცლის ტკივლით, აირების წარმოქმნის მომატებით, ბოყინით, გულისრევით, ყაზობით, ფაღარათით ან მათი მონაცვლეობით;
მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი ან ინსტრუმენტული გამოკვლევებისათვის მომზადება.

მიღების წესები და დოზები
1 კაფსულა დღეში 2-3 ჯერ ჭამამდე.
მუცლის ღრუს გამოკვლევებისათვის მომზადების მიზნით - ერთი კაფულა 2-3 ჯერ გამოკვლევის წინა დღეს და ერთი კაფსულა გამოკვლევის ჩატარების დღეს დილით.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალრეგიული რეაქციების განვითარება.

უკუჩვენება:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არსებობს მონაცემები აღნიშნული პრეპარატის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.

შენახვის პირობები და ვადები:
ვარგისიანობა: 3 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება ტემპერატურაზე არუმეტეს 25°C-ისა; ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი:
ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
Laboratoires „MAYOLY SPLYNDLER"
საფრანგეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.