მეტაციკლინი ჰ/ქლ 0.3გ #20კაფს
პრეპარატი სინონიმებია: რონდომიცინი, ბივიმიცინი, როტილენი და სხვა.
წარმოადგენს 6-დეზოქსი-6-დესმეთილ-6-მეთილენ-5-ოქსიტეტრაციკლინისჰიდროქლორიდს. მეტაციკლინის ჰიდროქლორიდი-ნახევრადსინთეზური ტეტრაციკლინის წარმოებული.
ყვითელი კრისტალური ფხვნილი მწარე გემოთი ფარმაკოლოგიური თვისებები: მეტაციკლინი აქტიურია უმრავლესი გრამდადებითი (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, პნევმოკოკები) და გრამუარყოფითი (ეშერიხიები, შიგელები, სალმონელები, აერობაქტერ) მიკროორგანიზმების, ორნიტოზის, ფსიტაკოზის, ტრაქომის გამომწვევების და ზოგიერთი უმარტივესების მიმართ. ტეტრაციკლინის ჯგუფის სხვა პრეპარატებისაგან განსხვავებით იგი კარგად შეიწოვება შიგნით მიღებისას და უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცირკულირებს სისხლში. გაივლის პლაცენტას. ორგანიზმიდან გამოიყოფა ნელა. ჩვენება: მეტაციკლინის ჰიდროქლორიდს იყენებენ ბრონქიტის, პნევმონიის, ქვემწვავე სეპტიური ენდოკარდიტის, ბაქტერიული და ამებური დიზენტერიის, ყივანახველას ანგინის, ქუნთრუშას, ბრუცელოზის, ტულარემიის, პარტახტიანი და შებრუნებითი ტიფის, ფსიტაკოზის, საშარდე გზების ინფექციური დაავადებების, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ჩირქოვანი მენინგიტის და პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.
პრეპარატი საკმაოდ ეფექტურია გონორეის მკურნალობის დროს. მიღების წესი და დოზირება: შიგნით მისაღებად ენიშნებათ მოზრდილებს და ბავშვებს 8 წლის ასაკის ზემოთ. ერთჯერადი დოზა მოზრდილებში შეადგენს 0,3გ-ს,
ხოლო სადღეღამისო 0,6გ-ს. დაავადების სიმძიმის მიხედვით შესაძლებელია დოზის გაორმაგება. იღებენ 2-3-ჯერ დღეღამეში თანაბარი დოზებით ჭამის დროს ან მისი დამთავრებისთანავე.
8-12 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება 7,5-10მგკგ წონაზე 2-4 მიღებაზე.
მძიმე ინფექციების დროს შესაძლებელია დოზის გაზრდა 15მგ-მდე კგ წონაზე დღეღამეში.
ბავშვებს 12 წლის ასაკის ზემოთ ენიშნებათ პრეპარატის იგივე დოზები, რაც მოზრდილებს. მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს.
გვერდითი მოქმედება პრეპარატი ძირითადად კარგი ამტანობით ხასიათდება, მაგრამ ზოგჯერ შესაძლებელია მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, გლოსიტი, სტომატიტი, გასტრიტი, პროქტიტი, შესაძლებელია აგრეთვე კანის ალერგიული რეაქციები, კვინკეს შეშუპება. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას-კანდიდოზი. წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ტეტრაციკლინების მიმართ, ორსულობა, 8 წლამდე ასაკის ბავშვებში. პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლისა და თირკმელების დაავადებების და ლეიკოპენიის მკურნალობის დროს. ფორმა: კაფსულები 0,15გ და 0,3გ
შენახვის პირობები: ბ სია. მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. მწარმოებელი: "ბორშაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა."
უკრაინა