newhospitals

მერკაცინი 500მგ/2მლ ფლ

მერკაცინი 500მგ/2მლ ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
15402ნახვა

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია: 

მერკაცინი / Merkacin

 

სავაჭრო დასახელება:
მერკაცინი, Merkacin

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ამიკაცინი, Amikacin

 

წამლის ფორმა:
საინექციო ხსნარი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ხსნარი.

 

შემადგენლობა:
პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ამიკაცინი (სულფატის ფორმით) 100 მგ ან 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, გოგირდმჟავა ან/და ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

 

პრეპარატის ათქ კოდი:
J01GB06

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ამიკაცინი _ ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი. ნახევრად სინთეზური ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით, გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება. უკავშირდება რიბოსომის 30შ სუბერთეულს, ხელს უშლის ტრანსპორტული და მატრიცული რნმ-ის კომპლექსის წარმოქმნას, ბლოკავს ცილის სინთეზს,Aაგრეთვე იწვევს ბაქტერიის ციტოპლამზური მემბრანის რღვევას.
მერკაცინი მაღალაქტიურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Kლებსიელლა, Pსეუ-დომონას, E.ცოლი, Pროტეუს, Eნტერობაცტერ, შერრატია, შჰიგელლა, შალმონელლა, Pროვიდენცია, Mიმა-Hერელეა, ჩიტრო-ბაცტერ ფრეუნდიი (მათ შორის, კანამიცინის, გენტამიცინისა და ტობრამიცინის მიმართ რეზის-ტენტული შტამები), ასევე ზოგიერთი გრამდადებითი მიკროორგანიზმის მიმართ: შტაპჰყლოცოც-ცუს (მათ შორის, პენიცილინის, მეტიცილინის, ზოგიერთი ცეფალოსპორინის მიმართ რე-ზისტენტული შტამები), შტრეპტოცოცცუს-ის ზოგიერთი შტამი.
ბენზილპენიცილინთან ერთდროული დანიშვნისას ავლენს სინერგიზმს Eნტეროცოცცუს ფაეცალის-თან მიმართებაში.
ამიკაცინი არ კარგავს აქტივობას იმ ფერმენტების მოქმედების შედეგად, რომლებიც იწვევენ ამინოგლიკოზიდების ინაქტივაციას, ინარჩუნებს აქტივობას ტობრამიცინის, გენტა-მიცინისა და ნეტილმიცინისადმი მდგრადი Pსეუდომონას აერუგინოსა-ს შტამების მიმართ.
მერკაცინი არ მოქმედებს ანაერობულ მიკროორგანიზმებზე.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა. კუნთებში შეყვანის შემდეგ მერკაცინი სწრაფად შეიწოვება და ნაწილდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია პრეპარატის ინტრამუსკულარული შეყვანისას დოზით 7,5 მგ/კგ - 21 მკგ/მლ, 30 წუთში ინტრავენური ინფუზიის შემდგომ დოზით 7,5 მგ/კგ - 38 მკგ/მლ. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა ინტრამუსკულარული შეყვანიდან 1,5 საათში. G
განაწილება. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 20%-მდე.
კარგად აღწევს და გადანაწილდება უჯრედშორის სითხეში. ამიკაცინის თერაპიული კონცენტრაციები ვლინდება პერიკარდიულ, ლიმფურ, პერიტონეულ და სინოვიურ სითხეებში. Uუფრო მაღალი კონცენტრაციები გვხვდება შარდში, ხოლო დაბალი კონცენტრაციები - ბრონქულ სეკრეტში, ნაღველში, დედის რძეში, წყალწყალა ნამში, ნერწყვში და თავზურგტვინის სითხეში.
ქსოვილებში ამიკაცინი გროვდება შიგაუჯრედულად. ღვიძლში, ფილტვებში, ელენთაში, თირკმელებსა და კარგი სისხლმომარაგების მქონე სხვა ორგანოებში აღინიშნება ამიკაცინის მაღალი კონცენტრაციები, ხოლო ცხიმოვან ქსოვილში, კუნთებსა და ძვლებში _ დაბალი კონცენტრაციები.
მოზრდილებში დაუზიანებელი ჰემატოენცეფალური ბარიერით პრეპარატის კონცენტრაცია თავზურგტვინის სითხეში პლაზმური კონცენტრაციის 10-20% შეადგენს, თავის ტვინის გარსების ანთებისას შეღწევადობა რამდენადმე იზრდება (50%-მდე). ახალშობილებში თავზურგტვინის სითხეში მიიღწევა უფრო მაღალი კონცენტრაციები მოზრდილებთან შედარებით.
ამიკაცინი გადის პლაცენტარულ ბარიერს და მნიშვნელოვან კონცენტრაციას აღწევს ნაყოფის სისხლში და ამნიონურ სითხეში.
მოზრდილებში განაწილების მოცულობა - 0,26 ლ/კგ, ბავშვებში - 0,2-0,4 ლ/კგ; 1 კვირამდე ასაკის ახალშობილებში სხეულის მასით ნაკლები 1,5 კგ-ზე - 0,68 ლ/კგ-მდე; 1 კვირამდე ასაკის ახალშობილებში სხეულის მასით მეტი 1,5 კგ-ზე - 0,58 ლ/კგ-მდე; პაციენტებში მუკოვისციდოზით - 0,3-0,39 ლ/კგ.
საშუალო თერაპიული კონცენტრაცია ინტრავენური ან ინტრამუსკულარული შეყვანისას ნარჩუნდება 10-12 საათის მანძილზე.
მეტაბოლიზმი. Aარ მეტაბოლიზდება.
გამოყოფა. Nნახევარგამოყოფის პერიოდი (თ1/2) ტერმინალურ (ბ) ფაზაში მოზრდილებში _ 2-3 საათი, ახალშობილებში - 5-8 საათი, უფროსი ასაკის ბავშვებში - 2,5-4 საათი.
თ1/2-ის საბოლოო სიდიდე - 100 საათზე მეტი (უჯრედშიგა დეპოებიდან გამოთავისუფლება). გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით გორგლოვანი ფილტრაციით (დაახლოებით 87% 6 საათის განმავლობაში, 94% _ დღე-ღამის მანძილზე).
თირკმლისმიერი კლირენსი - 79-100 მლ/წთ.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში
მოზრდილებში თირკმლის ფუნქციების დარღვევით თ1/2 (ფუნქციის დარღვევის ხარისხის მიხედვით) _ 100 საათამდე, პაციენტებში მუკოვისციდოზით _ 1-2 საათი.
პაციენტებში დამწვრობით და ჰიპერთერმიით თ1/2 საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით შეიძლება შემცირდეს კლირენსის გაზრდის გამო.
გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს (50% 4-6 საათის განმავლობაში), პერიტონეული დიალიზი ნაკლებად ეფექტურია (25% 48-72 საათის განმავლობაში).

 

გამოყენების ჩვენებები:
მერკაცინის მიმართ მგრძნობიარე, აგრეთვე, სხვა ამინოგლიკოზიდებისადმი რეზისტენ-ტული მიკროორგანიზმებით გამოწვეული მძიმე მიმდინარეობის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა:
- ინტრააბდომინალური ინფექციები (მათ შორის, პერიტონიტი);
- სეპტიური ენდოკარდიტი;
- სეფსისი;
- ცნს-ის ინფექციები (მათ შორის, მენინგიტი);
- სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია, პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი);
- კანის და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები (მათ შორის, ინფიცირებული დამწვრობები, ინფიცირებული წყლულები და ნაწოლები);
- შარდ-სასქესო სისტემის ხშირად მორეციდივე ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, გონორეა);
- სანაღვლე გზების ინფექციები;
- ძვლების და სახსრების ინფექციები (მათ შორის, ოსტეომიელიტი);
- ჭრილობის და პოსტოპერაციული ინფექციები.

 

მიღების წესი და დოზები:
დოზირების რეჟიმს ადგენენ ინდივიდუალურად, ავადმყოფის სხეულის წონის მიხედვით, დაავადების სიმძიმის, ინფექციის ლოკალიზაციის, აგრეთვე, გამომწვევის მგრძნობელობის გათვალისწინებით.
მოზრდილებსა და მოზარდებში მერკაცინი ინიშნება ი/მ, ი/ვ (ნაკადურად 2 წთ-ის განმავლობაში ან წვეთოვნად) 5 მგ/კგ წონაზე ყოველ 8 სთ-ში ერთხელ ან 7,5 მგ/კგ წონაზე ყოველ 12 სთ-ში 7-10 დღის განმავლობაში.
მოზრდილებისთვის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 15 მგ/კგ წონაზე, მაგრამ არა- უმეტეს 1,5 გ-ისა დღე-ღამეში.
ახალშობილებში საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ/კგ წონაზე, შემდეგ 7,5 მგ/კგ წონაზე ყოველ 12 სთ-ში 7-10 დღის განმავლობაში.
დღენაკლულ ახალშობილებში რეკომენდებული დოზაა 7,5 მგ/კგ წონაზე ყოველ 12 სთ-ში.
სასუნთქი გზების ინფექციების, ბაქტერიემიის, სეპტიცემიის, საშარდე გზების გართულებული ინფექციური დაავადებების, ინტრააბდომინალური ინფექციებისა და ფებრილური ნეიტროპენიის დროს მოზრდილებში მერკაცინის დოზა შეადგენს 15 მგ/კგ წონაზე ერთჯერადად ინტრავენურად, 4 კვირაზე უფროსი ასაკის ახალშობილებში _ 20 მგ/კგ წონაზე.
საშარდე გზების ბაქტერიული ინფექციების (გაურთულებელი) დროს _ 250 მგ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ. ჰემოდიალიზის სეანსის შემდეგ შესაძლოა დაინიშნოს დამატებითი დოზა  3-5 მგ/კგ წონაზე.

მერკაცინის ინტრავენური შეყვანა შეიძლება ნაკადურად 2 წთ-ის ან წვეთოვნად 30-60 წთ-ის (ახალშობილებში  1-2 სთ-ის) განმავლობაში.
პრეპარატის საჭირო დოზას ხსნიან 100-200 მლ სტერილურ გამხსნელში. ამიკაცინის კონცენტრაცია ი/ვ გადასასხმელ ხსნარში არ უნდა აღემატებოდეს 5 მგ/მლ-ს. ინტრავენური ინფუზიისათვის განკუთვნილი ხსნარის მოსამზადებლად რეკომენდებულია შემდეგი გამხსნელები:
_ გლუკოზის 5%-იანი საინექციო ხსნარი;
_ გლუკოზის 5%-იანი ხსნარი და ნატრიუმის ქლორიდის 0,2%-იანი საინექციო ხსნარი;
_ გლუკოზის 5%-იანი და ნატრიუმის ქლორიდის 0,45%-იანი საინექციო ხსნარი;
_ ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი საინექციო ხსნარი;
_ რინგერ ლაქტატის საინექციო ხსნარი.
ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენებამდე.
როგორც სხვა ამინოგლიკოზიდები, მერკაცინი არ შეიყვანება ერთდროულად სხვა სამ-კურნალო საშუალებებთან ერთად.
მერკაცინი, პარენტერალური გამოყენების ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, უნდა შემოწმდეს უცხო ნაწილაკების არსებობაზე ან შეფერილობის შეცვლაზე!
მკურნალობის ხანგრძლივობა ი/ვ გამოყენებისას შეადგენს 3-7 დღეს, ი/მ გამოყენებისას _ 7-10 დღეს.
პრეპარატის გამოყენების დაწყებიდან 3-5 დღის შემდეგ სამკურნალო ეფექტის არარსებობ-ისას, მისი გამოყენება უნდა შეწყდეს და კიდევ ერთხელ შემოწმდეს მგრძნობელობა ამი-კაცინის მიმართ.
თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე ავადმყოფებში (კრეატინინის კლირენსი < 50 მლ/წთ) პრეპარატის გამოყენება დღეში ერთხელ რეკომენდებული არ არის, ასეთ შემ-თხვევაში საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია. ჩვეულებრივ პრეპარატს ნიშნავენ 2-ჯერ დღეში, იმავდროულად საზღვრავენ ამიკაცინის კონცენტრაციას სისხლის შრატში. პრეპარატის საერთო დოზას ჩვეულ დოზასთან შედარებით ამცირებენ პრეპარატის შეყ-ვანებს შორის ინტერვალების გაზრდის ან მისი დოზის შემცირების გზით.
დამწვრობის მქონე პაციენტებს შესაძლოა დასჭირდეთ დოზა 5-7,5 მგ/კგ წონაზე ყოველ 4-6 სთ-ში, რასაც ასეთ პაციენტებში ხანმოკლე თ1/2 (1-1,5 სთ) განაპირობებს.

 

უკუჩვენებები:
- პრეპარატის კომპონენტების, აგრეთვე, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა ანტიბი-ოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;
- სმენის ნერვის ნევრიტი;
- ორსულობა.

 

გამოყენების შეზღუდვები:
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება მიასთენიის, პარკინსონიზმის, ბოტულიზმის (ამი-ნოგლიკოზიდებმა შეიძლება გამოიწვიოს ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა, რაც იწვევს ჩონჩხის მუსკულატურის შემდგომ მოდუნებას), დეჰიდრატაციის, თირკმლის უკმარისობის დროს, ახალშობილებში (განსაკუთრებით დღენაკლულებში) და ხან-დაზმულებში.

 

გვერდითი მოქმედება:
გვერდითი მოქმედების სიხშირის ქვემოთ გამოყენებული პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე), იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე), უცნობი სიხშირის.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: იშვითად - ანემია, ეოზინოფილია.
იმუნური სისტემის მხრივ: უცნობი სიხშირის - ანაფილაქსიური გამოძახილი (ანაფილაქსი-ური რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი და ანაფილაქტოიდური რეაქციები), მომატებული მგრძნობელობა.
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები: იშვიათად - ჰიპომაგნემია.
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - ტრემორი, პარესთეზია, თავის ტკივილი, წონასწორობის დარღვევა; უცნობი სიხშირის - დამბლა.
ლაბირინთული და სმენის ორგანოების მხრივ დარღვევები: იშვიათად - ყურებში შუილი, ჰიპერაკუზია. უცნობი სიხშირის დარღვევები - სიყრუე, ნეიროსენსორულის ჩათვლით.
სისხლძარღვოვანი დარღვევები: იშვიათად - ჰიპოტონია.
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყრის ორგანოების მხრივ: უცნობი სიხშირის - აპნოე, ბრონქოსპაზმი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: არახშირად - გულისრევა, ღებინება.
კანის და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მხრივ: არახშირად - გამონაყარი; იშვიათად - ქავილი, ჭინჭრის ციება.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: იშვიათად - ართრალგია, კუნთების კრთომა.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად - ოლიგურია, კრეატინინის მომატება სისხლში, ალბუმინურია, აზოტემია, ერითროციტები შარდში, ლეიკოციტები შარდში; უცნობი სიხშირის - თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტოქსიკური ნეიროპათია, უჯრედები შარდში.
ზოგადი დარღვევები: იშვიათად - პირექსია.

 

განსაკუთრებული მითითებები:
ავადმყოფები, რომლებიც მერკაცინს იღებენ, უნდა იმყოფებოდნენ ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ ამინოგლიკოზიდების შესაძლო ნეფრო- და ოტოტოქსიკურობის გათვალისწინებით.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 14 დღეზე უფრო მეტ ხანს, ვინაიდან მისი უსაფრთხოება ამ ვადის შემდეგ დადგენილი არ არის.
ოტოტოქსიკურობის (ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება) ან ნეფროტოქსიკურობის ნიშნების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა ან მისი დოზის კორექცია.
არ არის რეკომენდებული სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების, აგრეთვე, ნეიროტოქსიკური და ნეფროტოქსიკური პრეპარატების ერთდროული ან თანმიმდევრული გამოყენება.
ფაქტორებს, რომლებიც ზრდიან გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს, ასევე მიე-კუთვნება ხანდაზმული ასაკი და დეჰიდრატაცია.
ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები სიფრთხილით გამოიყენება ავადმყოფებში კუნთოვანი დარღვევებით, როგორებიცაა მყასტჰენია გრავის ან პარკინსონიზმი, ვინაიდან ანტიბიოტიკების ამ ჯგუფს შეუძლია გააძლიეროს კუნთების სისუსტე ნერვ-კუნთოვან გადაცემაზე კურარეს მსგავსი პოტენციური ეფექტის გამო.
მერკაცინით მკურნალობის პერიოდში ორგანიზმში ამიკაცინის დაშვებული ნორმის გადა-ჭარბების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მისი კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლის შრატში. ამიკაცინის კონცენტრაცია პლაზმაში არ უნდა აღემატებოდეს 25 მკგ/მლ (თერაპიული კონცენტრაცია არის 15-25 მკგ/მლ).
მკურნალობის პერიოდში არანაკლებ კვირაში ერთხელ საჭიროა სმენის ნერვის და ვესტი-ბულური აპარატის ფუნქციის კონტროლი.
ოტოტოქსიკურობის და ნეფროტოქსიკურობის რისკი მაღალია პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით პრეპარატის დიდი დოზების გამოყენებისას, ასევე ხანგრძლივი მკურნალობისას _ ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის ყოველ-დღიური კონტროლი (კრეატინინის კონცენტრაცია შრატში ან კრეატინინის კლირენსი).
არადამაკმაყოფილებელი აუდიომეტრული ტესტების შემთხვევაში პრეპარატის დოზას ამ-ცირებენ ან წყვეტენ მკურნალობას.
შარდგამომყოფი გზების ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მქონე პაციენტებისათვის რეკომენდებულია სითხის დიდი რაოდენობით მიღება.
პრეპარატში ნატრიუმის ბისულფიტის შემცველობამ შესაძლოა განაპირობოს ალერგიული რეაქციების (ანაფილაქსიურების ჩათვლით) განვითარება, განსაკუთრებით ალერგიული ანამნეზის მქონე პაციენტებში.

 

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვის და პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულებისას, რომლებიც საჭიროებს ყურა-დღების მომატებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
მერკაცინის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ სა-სიცოცხლო ჩვენებებით. ამიკაცინი გადის პლაცენტარულ ბარიერს და შესაძლოა მოახდი-ნოს ზეგავლენა ნაყოფზე; ამასთან დაკავშირებით საჭიროა პაციენტი გავაფრთხილოთ ნაყოფის მი¬მართ პოტენციური რისკის შესახებ.
მერკაცინით მკურნალობის აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

გამოყენება პედიატრიაში:
მერკაცინი, სხვა ამინოგლიკოზიდების მსგავსად, სიფრთხილით გამოიყენება ახალშო-ბილებსა და დღენაკლულებში მათი შარდგამომყოფი სისტემის უმწიფრობის გამო.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მერკაცინი ავლენს სინერგიზმს კარბენიცილინთან, ბენზილპენიცილინთან, ცეფალოსპორინებთან (თირკმლის მძიმე ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პირებში ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ამინოგლიკოზიდების ეფექტების დაქვეითება).
ნეფროტოქსიკური მოქმედების განვითარება შეიძლება გამოიწვიოს მერკაცინის ერთდროულმა გამოყენებამ ამფოტერიცინ B-სთან, ვანკომიცინთან, მეტოქსიფლურანთან, ენფლურანთან, აასს-ებთან, რენტგენოკონტრასტულ საშუალებებთან, ცეფალოტინთან
ციკლოსპორინთან, ცისპლატინთან, პოლიმიქსინებთან, ნალიდიქსის მჟავასთან.
აძლიერებს კურარეს მსგავსი პრეპარატების მიორელაქსაციურ მოქმედებას. მეტოქსიფლურანი, პოლიმიქსინები პარენტერალური შეყვანისათვის, კაპრეომიცინი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ბლოკავენ ნერვ-კუნთოვან გადაცემას (ჰალოგენიზებული ნახშირწყალბადები ინჰალაციური ანესთეზიისათვის, ოპიოიდური ანალგეტიკები), ციტრატული კონსერვანტების შემცველი სისხლის დიდი რაოდენობით გადასხმა ამაღლებს სუნთქვის გაჩერების რისკს (განსაკუთრებით, მერკაცინის ინტრაპერი-ტონეული შეყვანისას).
ინდომეტაცინის პარენტერალური შეყვანა ზრდის ამინოგლიკოზიდების ტოქსიკური მოქმედების რისკს ( თ1/2-ის მომატება და კლირენსის დაქვეითება).
ამიკაცინი ამცირებს მიასთენიის სამკურნალო საშუალებების ეფექტურობას.
ფარმაცევტული შეუთავსებლობა
ხსნარში მერკაცინი შეუთავსებელია პენიცილინებთან, ჰეპარინთან, ცეფალოსპორინებთან, კაპრეომიცინთან, ამფოტერიცინ B-სთან, ჰიდროქლორთიაზიდთან, ერითრომიცინთან, ნიტროფურანტოინთან, თიოპენტონთან, ასევე, ხსნარის შემადგენლობისა და კონცენტრაციის მიხედვით - B და ჩ ჯგუფის ვიტამინებთან, ტეტრაციკლინებთან და კალიუმის ქლორიდთან.

 

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ატაქსია, თავბრუსხვევა, შარდის გამოყოფის დარღვევები, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ხმაური ყურებში, სმენის დაკარგვა, სუნთქვის დარღვევები.
მკურნალობა: ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის და მისი შედეგების მოსახსნელად  ჰემოდიალ-იზი ან პერიტონეული დიალიზი; ანტიქოლინესთერაზული საშუალებები, კალციუმის მარილები, ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, სიმპტომური თერაპია.

 

გამოშვების ფორმა:
მერკაცინი 100 მგ/2 მლ, 500 მგ/2 მლ.
საინექციო ხსნარი უფერო შუშის ფლაკონში 2 მლ ბრომბუთილკაუჩუკის საცობით და Fლიპ ოფფ ტიპის ჩაჩით.
1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

 

შენახვის პირობები:
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.