მენოპეისი - 30 ტაბლეტი
30 ტაბლეტი მენოპეისი არის ეფექტური დანამატი, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი ქალებისთვის მენოპაუზის პერიოდში და ამ პერიოდის შემდეგ მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. მენოპეისის 21 კომპონენტიან დაბალანსებულ ფორმულაში შემავალი ვიტამინები და მინერალები, ნატურალური სოიოს იზოფლავონოიდები და აუცილებელი კო-ფაქტორები ძალზედ მნიშვნელოვანია მენოპაუზის დროს. მენოპეისი არ შეიცავს რაიმე ჰორმონს, ასე რომ მისი მიღება შეიძლება დამოუკიდებლად ან ჰორმონ ჩანაცვლებით თერაპიასთან (HRT) ერთად. მენოპეისი შეიცავს ორგანიზმში გამა ლინოლენის მჟავის ბუნებრივი სინთეზისათვის საჭირო აუცილებელ კოფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჰორმონულ ბალანსში ცვლილებების მოწესრიგებას. მენოპეისი ასევე შეიცავს D3 ვიტამინს, მაგნიუმს,თუთიას და სხვა საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც უზრუნველყოფენ კალციუმის შესაბამისი დონეების და ძლიერი ძვლოვანი სტრუქტურის შენარჩუნებას. ნატურალური E-ვიტამინი, ფოლის მჟავა და B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი, ასოცირებული ჰომოცისტეინის დონესთან დაგეხმარებათ ჯანმრთელი გულის შენარჩუნებაში მენოპაუზის დროს. მენოპაუზის და შემდგომ პერიოდში მენოპეისის მიღება შეიძლება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა.
შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტი საშ. 1 ტაბლეტი რეკომენდებული დღიური რაციონი % ვიტამინი A(2500 სე ) 750 მკგ 94 ვიტამინი D3 (200 სე) 5.0 მკგ 100 ვიტამინი E 30 მგ 300 ვიტამინი ჩ 45 მგ 75 თიამინი (ვიტამინი B1) 10 მგ 714 რიბოფლავინი (ვიტამინი B2) 5 მგ 313 ნიაცინი (ვიტამინი B3) 20 მგ 111 ვიტამინი B6 10 მგ 500 ფოლაცინი (ფოლის მჟავა) 500 მკგ 250 ვიტამინი B12 9 მკგ 900 ბიოტინი 30 მკგ 20 პანტოთენის მჟავა 30 მგ 500 PABA 25 მგ - რკინა 6 მგ 43 მაგნიუმი 100 მგ 33 თუთია 15 მგ 100 იოდი 225 მკგ 150 მანგანუმი 2 მგ - სპილენძი 1 მგ - ქრომი 50 მკგ - სელენი 100 მკგ - სოიოს იზოფლავონოიდების ექსტრაქტში შემავალი : დიადზეინი 1.1 მგ გლიცეტინი 0.77 მგ - გენისტეინი 0.33 მგ
მიღების წესი: ერთი ტაბლეტი დღეში ძირითად საკვებთან ერთად ერთი ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით. არ შეიძლება ტაბლეტის უზმოზე მიღება. არ შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა და რეკომენდებული დოზის გადამეტება. შენახვის პირობები: ინახება 25 °C-მდე გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემა: ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ფარმაცევტული კომპანია „ ვიტაბიოტიკსი" ლონდონი, ინგლისი