მელიპრამინი 25 მგ დრაჟე
მელიპრამინი®
MELIPRAMIN® მელიპრამინი® 25 მგ დრაჟე
ყოველი დრაჟე შეიცავს აქტიური ნივთიერების _ იმიპრამინ ჰიდროქლორიდის 25მგ-ს.
ყოველი დრაჟე ასევე შეიცავს: ტიტანის ორჟანგს, გლიცერინს, მაკროგოლს 3500, კოსმეტიკურ მოწითალო-ყავისფერ პიგმენტს CI 77491, ჟელატინს, მაგნიუმის სტეარატს, ტალკს, საქაროზას, ლაქტოზის მონოჰიდრატს. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: იმიპრამინი განეკუთვნება ტრიციკლური ანტიდეპრესანტების ჯგუფს.
ათქ კოდი: N06AA02 ჩვენებები: ძირითადად ამ პრეპარატს ექიმები უნიშნავენ მოზრდილებს სხვადასხვა სახის დეპრესიების და პანიკური აშლილობის სამკურნალოდ. ზოგჯერ იგი ინიშნება ბავშვებში (6 წლის ზემოთ) ღამის შარდის შეუკავებლობის დროს, ამ პათოლოგიის ორგანული მიზეზების არ არსებობის შემთხვევაში. უკუჩვენებები: - ჰიპერმგრძნობელობა იმიპრამინის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტისა, და ასევე სტრუქტურულად ახლოს მდგომი სხვა ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მიმართ,
- ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი;
- მაო-ს ინჰიბიტორებით თანმხლები მკურნალობა;
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, გულის გამტარებლობის დარღვევა, არითმია;
- ნებისმიერი შემდეგი მდგომარეობებიდან: ღვიძლის და/ან თირკმელების უკმარისობა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, შარდის შეკავება.
ზუსტი ინფორმაციის არარსებობისას დაავადების ან დანიშნული პრეპარატების შესახებ, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
არსებობს სხვადასხვა სახის დეპრესია, ზოგიერთი ენაცვლება მანიაკალურ მდგომარეობებს. ასეთ შემთხვევებში მელიპრამინის მიღება არ შეიძლება.
არ ინიშნება ეს პრეპარატი 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. უსაფრთხოების ზომები:აუცილებელია ექიმის ინფორმირება სხვა, მისთვის უცნობი ყველა დაავადების შესახებ, რომლებიც აწუხებს პაციენტს ან გადაიტანა წარსულში (მაგალითად, ეპილეფსია, გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, მძიმე ყაბზობა, ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა, თირკმელზედა ჯირკვლების სიმსივნე). ასეთი მდგომარეობების დროს შეიძლება მელიპრამინის მიღება უსაფრთხოების ზომების დაცვით. აუცილებელია ექიმის ინფორმირება პაციენტის მდგომარეობის ნებისმიერი გაუარესების შესახებ.
ექიმმა შეიძლება დანიშნოს ზოგიერთი ლაბორატორული გამოკვლევა პრეპარატ მელიპრამინის სამკურნალო კურსის დაწყების წინ და მკურნალობის განმავლობაში დროის განსაზღვრული მონაკვეთების შემდეგ. აუცილებლად უნდა შესრულდეს ექიმის მითითებები.
თუ პაციენტი ატარებს კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატ მელიპრამინის მიღებამ შეიძლება შეამციროს ცრემლდენა, რაც გამოიწვევს თვალების დაზიანებას. დახმარებისათვის საჭიროა ოფთალმოლოგის კონსულტაცია.
გარსით დაფარული თითო დრაჟე შეიცავს ლაქტოზის 116მგ-ს. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში.
კარგი შედეგის მიღება შეუძლებელია პრეპარატის მიღების დაწყებისთანავე. გაუმჯობესება შეიძლება შესამჩნევი გახდეს რამდენიმე კვირის შემდეგ. ექიმმა შეიძლება რეგულარულად დაიბაროს პაციენტი კონსულტაციისთვის ან ურჩიოს სტაციონარში მოთავსება, თუ ეს აუცილებელია მისი მდგომარეობის გათვალისწინებით.
საუკეთესო შედეგების მისაღებად აუცილებლად უნდა შესრულდეს ექიმის მითითებები და მიღებულ უნდა იქნას პრეპარატის მის მიერ დანიშნული დოზა. პრეპარატის მიღება არ უნდა შეწყდეს მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაშიც კი. პრეპარატ მელიპრამინის მიღების მოულოდნელმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, თავის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, მოუსვენრობა, შფოთვა, ძილის დარღვევა, გულის რითმის მოშლა და სხვა სიმპტომები.
პრეპარატ მელიპრამინის მიღების დროს ელექტროკრუნჩხვითი თერაპიის გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
თუ პაციენტი მოთავსდება სტაციონარში ან დაგეგმილი აქვს ქირურგიული ოპერაცია მელიპრამინით მკურნალობის პერიოდში, აუცილებლად უნდა შეატყობინოს ანესთეზიოლოგს ამ პრეპარატის მიღების შესახებ.
ზოგჯერ პრეპარატ მელიპრამინის მიღება ზრდის კარიესის განვითარების რისკს. მკურნალობის პერიოდში მიზანშეწონილია სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები საკონსულტაციოდ.
მელიპრამინმა შეიძლება გამოიწვიოს შუქმგრძნობელობა. სამკურნალო კურსის დროს პაციენტმა თავი უნდა აარიდოს მზის სინათლის ინტენსიურ ზემოქმედებას (მაგალითად, მზის აბაზანების დროს).
აუცილებელია ექიმის ინფორმირება ნებისმიერი შეუძლოდ ყოფნის ან ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ, რომელსაც პაციენტი უკავშირებს მიღებულ პრეპარატს. ზოგჯერ ამ გამოვლინების შესუსტება შეიძლება დოზის შემცირებით. პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს მკურნალობისადმი მდგრადი ინფექციის განვითარების, ყელის ტკივილის, ტემპერატურის მატების ან ყაბზობის შესახებ პრეპარატ მელიპრამინის მიღების დროს.
დაუშვებელია ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის გამოყენება ამ პრეპარატით მკურნალობის დროს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ეს პრეპარატი აკრძალულია ორსულობისა და ლაქტაციის დროს. სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა პრეპარატ მელიპრამინის პირველი სამკურნალო კურსის საწყის პერიოდში აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სამუშაოების შესრულება უბედური შემთხვევების მომატებული რისკით. მოგვიანებით შეზღუდვებს ინდივიდუალურად საზღვრავს ექიმი. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება აწმყოში ან რამდენიმე ხნის წინ გამოყენებული ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რეცეპტით თუ ურეცეპტოდ.
არ შეიძლება მელიპრამინის დანიშვნა მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად. ცენტრალური და პერიფერიული ნორადრენერგული ეფექტები სუმაციას განიცდის და ძლიერდება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური ეფექტები (მაგალითად, ჰიპერტონული კრიზი, მაღალი ცხელება, მიოკლონუსი, აგზნება, დელირიუმი და კომა). მაო-ს ინჰიბიტორების მიღების დასრულების შემდეგ პრეპარატ მელიპრამინით მკურნალობის კურსის დაწყებამდე უნდა გავიდეს არანაკლებ 3 კვირისა. პაციენტმა უნდა შეატყობინოს ექიმს, თუ იგი იღებს წამალს ქინიდინის სახელწოდებით (არითმიის საწინააღმდეგო საშუალება). მისი მიღება პრეპარატ მელიპრამინთან ერთად არ არის რეკომენდირებული.
ზოგიერთი სამკურნალო საშუალების გამოყენება პრეპარატ მელიპრამინთან ერთად, ასევე, მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორები – მაგალითად: ციმეტიდინი, მეთილფენიდატი, სხვა ანტიდეპრესანტები (ფლუოქსეტინი), ფენოთიაზინი, ჯგუფი 1ც ანტიარითმულ პრეპარატები (პროპაფენონი ან ფლეკაინიდი);
პერორალური კონტრაცეპტივები ან ესტროგენები;
ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორები (ალკოჰოლი, ნიკოტინი, ბარბიტურატები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები);
პრეპარატები ანტიქოლინერგული მოქმედებით (ფენოთიაზინები, პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ატროპინი, ბიპერიდინი);
საშუალებები, რომლებიც თრგუნავს ცნს-ს (ოპიატები, ბენზოდიაზეპინები, ბარბიტურატები, საერთო ანესთეზიის საშუალებები, ალკოჰოლი);
ანტიფსიქოზური საშუალებები (თიორიდაზინი);
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პრეპარატები;
ადრენერგული ანტაგონისტები (გუანეტიდინი, ბეტანიდინი, რეზერპინი, კლონიდინი, მეთილდოფა);
სიმპატომიმეტურები (ადრენალინი, ნორადრენალინი, იზოპროპილ-ნორადრენალინი, ეფედრინი, ფენილეფრინი);
ფენიტოინი;
პერორალური ანტიკოაგულანტები;
დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალებები.
მიღებული პრეპარატების შესახებ ზუსტი ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
[u][b]მიღების წესი და დოზირება:[/b][/u]
დოზას შეარჩევს ექიმი პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით. ამ პრეპარატის მიღება აუცილებლად უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის მითითების მიხედვით.
დრაჟეს რაოდენობას, რომელსაც პაციენტი იღებს ერთი მიღების დროს, ეწოდება დოზა.
ექიმები ძირითადად მკურნალობას იწყებენ დაბალი დოზიდან და შემდეგ თანდათანობით ზრდიან პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად. გაუმჯობესება შესამჩნევი ხდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. საჭიროა მოთმინება და პრეპარატის მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
თუ ექიმი მელიპრამინის დრაჟეს არ დანიშნავს სხვა რეჟიმით, პრეპარატის მირება უნდა მოხდეს შემდეგნაირად:
მოზრდილთათვის
დეპრესია: ამბულატორულ ავადმყოფებს შეუძლიათ მკურნალობის დაწყება დოზით _ 1 დრაჟე 1-3-ჯერ დღე-ღამის განმავლობაში. ექიმს შეუძლია დოზის თანდათანობით გაზრდა 150-200 მგ-მდე დღე-ღამეში დაახლოებით კვირის განმავლობაში. შემანარჩუნებელი დოზა: 50-100 მგ/დღე-ღამეში. მძიმე შემთხვევებში სტაციონარულ ავადმყოფებში მკურნალობა შეიძლება დაიწყოს 75 მგ დოზიდან დღე-ღამეში. ამ დოზის გაზრდა შეიძლება 200 მგ-მდე დღე-ღამეში 25 მგ-იანი საფეხურებით. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იყოს დანიშნული უფრო მაღალი დოზები - 300 მგ-მდე დღე-ღამეში.
ხანდაზმული პაციენტები (60 წელზე მეტი) და მოზარდები (18 წლამდე): ეს პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარენი აღმოჩნდნენ და მათ შეიძლება განუვითარდეთ მძიმე რეაქციები მოზრდილთა დოზის მიღების შემთხვევაში. ამიტომაც მკურნალობა უნდა დაიწყოს ყველაზე მცირე დოზიდან, რაც შეამცირებს დაავადების სიმპტომატიკას. შემდეგ შესაძლებელია დოზის თანდათანობითი ზრდა 50-75 მგ-მდე დღე-ღამეში. ექიმს შეუძლია დოზის მატება ოპტიმალურამდე 10 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც მკურნალობა გაგრძელდება ამ დოზით. პანიკური აშლილობა პაციენტებში ასეთი დარღვევებით უფრო ხშირია გვერდითი მოვლენები. ამიტომაც მათი მკურნალობა უნდა დაიწყოს უფრო დაბალი დოზით. თუ პრეპარატ მელიპრამინით მკურნალობის პირველი კურსის დასაწყისში შეიმჩნევა შფოთვის მატება, ამის შესახებ საჭიროა ექიმის ინფორმირება. ამ სიმპტომის მოხსნა შეიძლება ბენზოდიაზეპინების მიღებით. ეს დამატებითი მკურნალობა შეიძლება თანდათან მოიხსნას შფოთვის სიმპტომების შემცირებასთან ერთად. ექიმმა შეიძლება ჩათვალოს აუცილებლად დოზის თანდათანობითი გაზრდა 75-100 მგ-მდე დღე-ღამეში (განსაკუთრებულ შემთხვევებში - 200 მგ-მდე დღე-ღამეში). პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს არა ნაკლებ 6 თვისა. სამკურნალო კურსის ბოლოს პრეპარატის მიღების შეწყვეტა უნდა მოხდეს დოზის თანდათანობითი შემცირებით.
ბავშვები (ღამის ენურეზი)
მკურნალობის რეკომენდირებული სქემები:
6-8 წლის ასაკში (სხეულის წონა 20-25 კგ): 25 მგ/დღეში;
9-12 წლის ასაკში (სხეულის წონა 25-35 კგ): 25-50 მგ/დღეში;
12 წლის ზემოთ (სხეულის წონა 35 კგ-ზე მეტი): 50-75 მგ/დღეში.
თუ მცირე საწყისი დოზების მიღებას არ მოაქვს სასურველი თერაპიული ეფექტი, შეიძლება უფრო მაღალი დოზების მიღება.
ბავშვებში დაუშვებელია დოზის გადამეტება 2.5მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში.
უნდა გამოიყენებოდეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა ზემოთ ჩამოთვლილი დოზების დიაპაზონიდან. დღე-ღამის დოზა შეიძლება დაინიშნოს ერთ მიღებაზე ძილის წინ. თუ საღამოს ვლინდება შარდის შეუკავებლობა, რეკომენდირებულია დღე-ღამის დოზის გაყოფა (პირველი ნაწილი მიეცეს ბავშვს შუადღის შემდეგ, მეორე კი _ ძილის წინ).
სამკურნალო კურსის ხანგრძლივობა უნდა იყოს არა უმეტეს 3 თვისა. დამხმარე დოზა უნდა შეირჩეს დაავადების სიმპტომების ცვლილების შესაბამისად. პრეპარატის შეწყვეტის წინ რეკომენდირებულია დღე-ღამის დოზის თანდათანობითი შემცირება.
მელიპრამინის მიღება რეკომენდირებულია ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, პრეპარატის მაქსიმალური ეფექტის უზრუნველსაყოფად. ამასთან ერთად, ეს დაეხმარება პაციენტს ტაბლეტების მიღების დროის დამახსოვრებაში. ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ეს ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები ექიმის ინფორმირებისათვის.
სიმპტომები: ცნს (ცენტრალური ნერვული სისტემა): სისტემური თავბრუსხვევა, ძილიანობა, სტუპორი, ატაქსია, შფოთვა, აგზნება, ჰიპერრეფლექსია, კუნთების რიგიდობა, ქორეოათეტოზი, კრუნჩხვები, კომა.
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, არითმია, გამტარებლობის დარღვევა, შოკი, გულის უკმარისობა, იშვიათად - გულის გაჩერება.
სხვა სიმპტომები: სუნთქვის უკმარისობა, ციანოზი, ღებინება, ცხელება, ოფლიანობა, მიდრიაზი, ოლიგურია ან ანურია.
მკურნალობა: იმიპრამინის გადაჭარბებული დოზირების ეჭვის არსებობის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი სასწრაფოდ იქნას მიყვანილი საავადმყოფოში. განსაკუთრებით აუცილებელია საგულდაგულო დაკვირვება არა ნაკლებ 72 საათის განმავლობაში. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ამიტომაც გადაჭარბებული დოზირების დროს ნაჩვენებია შემანარჩუნებელი სიმპტომური მკურნალობა. პრეპარატის ანტიქოლინერგულ ეფექტთან დაკავშირებით კუჭის გათავისუფლება საკვებისგან ხანგრძლივდება 12 და უფრო მეტი საათით. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა მოხდეს პრეპარატის გამოდევნა კუჭიდან. ამისთვის შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა ან - თუ პაციენტი გონზეა – გამოიწვეულ იქნას ღებინება. ასევე შეიძლება აქტივირებული ნახშირის გამოყენება. საჭიროა დაკვირვება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, გაზებისა და სისხლის ელექტროლიტების პარამეტრებზე. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება (მაგალითად, დიაზეპამი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, საინჰალაციო ანესთეტიკები და მიორელაქსანტები). შეიძლება ხელოვნური სუნთქვის, გულის რითმის პეისმეკერის გამოყენება, სისხლის პლაზმის მოცულობის გაზრდა, დოფამინის ან დობუტამინის წვეთოვანი ინფუზიის გამოყენება. რეანიმაციული ღონისძიებები საჭიროა მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში. სისხლის პლაზმაში იმიპრამინის დაბალი კონცენტრაციის გამო ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. ორგანიზმში ამ პრეპარატის ფართოდ გადანაწილების გამო ფორსირებული დიურეზი არ არის ეფექტური. ფიზოსტიგმინის შეყვანა იწვევს მძიმე ბრადიკარდიას, ასისტოლიასა და ეპილეფსიურ შეტევებს. ამიტომაც მისი გამოყენება იმიპრამინის გადაჭარბებული დოზირების დროს რეკომენდირებული არ არის.
მელიპრამინის ტაბლეტების მიღების დავიწყების შემთხვევაში
დაუშვებელია ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის ასასნაზღაურებლად.
ექიმი აცნობებს პაციენტს მელიპრამინით სამკურნალო კურსის ხანგრძლივობის შესახებ. გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატი, მელიპრამინის დრაჟეს შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის განვითარებისას, შეწყვიტეთ მელიპრამინის დრაჟეს მიღება უნდა შეწყდეს და დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმის კონსულტაცია ან მიმართვა უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში:
- ტუჩების ან ხახის შეშუპება, სუნთქვის და ყლაპვის გაძნელებით;
- კოლაფსი;
ეს გვერდითი მოვლენები ძალიან მძიმეა და ჩნდება იშვიათად. მათი გამოვლენა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ადგილი აქვს ძალიან მძიმე ალერგიულ რეაქციას პერიტოლზე. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ამ პრეპარატს, შეიძლება განვითარდეს არა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა. ზოგიერთი მათგანი დამოკიდებულია დოზაზე და მისი შემცირებისას ქრება, ან მათი სიმძიმე მცირდება მკურნალობის გაგრძელებისას დამატებითი ზომების გარეშე. ზოგიერთი გვერდითი მოვლენა ძნელად გასარჩევია საწყისი დეპრესიული მდგომარეობისა და მისი სიმპტომებისგან (მაგალითად, დაღლილობა, ძილის დარღვევა, აგზნება, შფოთვა, პირის სიმშრალე). თუ აღინიშნა ნებისმიერი გამოხატული ფსიქიკური ან ნევროლოგიური გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ექიმის ინფორმირება. ექიმს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება იმიპრამინის მიღების შეწყვეტის შესახებ.
ფსიქიკური გვერდითი მოვლენები: დაღლილობა, უძილობა, მოუსვენრობა, შფოთვის გაძლიერება, აგზნება, ძილის დარღვევა, ჰიპომანიაკალურ-მანიაკალური მდგომარეობა, დაბინდული ცნობიერება (განსაკუთრებით ხანში შესულ ავადმყოფებში და ავადმყოფებში პარკინსონის დაავადებით), დეზორიენტაცია, ზოგჯერ ჰალუცინაციები. იშვიათ შემთხვევებში აქტივირდება ფსიქოზის სიმპტომები. განსაკუთრებულ შემთხვევებში აღწერილია აგრესიული ქმედება.
ნევროლოგიური გვერდითი მოვლენები: ხშირად აღინიშნება ტრემორი, ზოგჯერ წვის უჩვეულო შეგრძნება ან ჩხვლეტები კანზე (პარესთეზია), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. იშვიათად _ ეპილეფსიური შეტევები. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა ცვლილებები ელექტროენცეფოლოგრამაზე, კუნთების სპაზმები, სისუსტე, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, ატაქსია, დაუნაწევრებელი მეტყველება, ცხელება.
გულ-სისხლძარღვოვანი გვერდითი მოვლენები: ხშირად აღინიშნება გულის შეკუმშვის გახშირება, ელექტროკარდიოგრამის კლინიკურად უმნიშვნელო ცვლილებები (თ კბილები და შთ სეგმენტები) პაციენტებში გულის ნორმალური მდგომარეობით და ორთოსტატიული ჰიპოტენზია. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნებოდა გულის რითმის დარღვევა და ელექტროკარდიოგრამაზე გამტარებლობის დარღვევის ნიშნები, არტერიული წნევის მატება, გულის მუშაობის დეკომპენსაცია, პერიფერიულ სისხლძარღვთა სპაზმები.
ანტიქოლინერგული გვერდითი მოვლენები: პაციენტი უჩივის პირის სიმშრალეს, ოფლიანობას, ყაბზობას, აკომოდაციის დარღვევას, მხედველობის სიმახვილის დარღვევას, წამოხურების შეგრძნებას ან ალებს. ზოგჯერ აღინიშნება შარდვის გაძნელება, ცალკეულ შემთხვევებში _ გუგის უჩვეულო გაფართოვება, გლაუკომა და ნაწლავების პარალიზური გაუვალობა.
კუჭ-ნაწლავთა სისტემის გვერდითი მოვლენები: ზოგჯერ აღინიშნება გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა. რამდენიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პირის ლორწოვანი გარსის ანთებას, ენის დაზიანებასა და მუცლის არეში არასასიამოვნო შეგრძნებებს.
ღვიძლისმიერი გვერდითი მოვლენები: ზოგჯერ - ტრანსამინაზების მომატებული აქტივობა, ცალკეულ შემთხვევებში - ჰეპატიტი სიყვითლის გარეშე.
დერმატოლოგიური გვერდითი მოვლენები: ზოგჯერ აღინიშნებოდა კანის ალერგიული რეაქცია (გამონაყარი, ჭინჭრის ციება). ცალკეულ შემთხვევებში ვლინდებოდა ლოკალური ან გავრცელებული შეშუპება, ფოტომგრძნობელობა, ძლიერი ქავილი, მცირე სისხლნაჟღენთები კანსა ან ლორწოვან გარსზე, თმის ცვენა.
გვერდითი მოვლენები, რომელიც უკავშირდება ენდოკრინულ სისტემასა და ნივთიერებათა ცვლას: ხშირად მატულობს სხეულის წონა. ზოგიერთ შემთხვევებში აღინიშნება სქესობრივი ლტოლვის შემცირება და პოტენციის დარღვევა. ცალკეულ დაკვირვებებში რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლების უჩვეულო ზრდა მამაკაცებში, რძის პათოლოგიური ექსკრეცია, ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევის სინდრომი შარდის მომატებული გამოყოფით, სისხლში შაქრის დონის დაწევა ან მატება, სხეულის წონის შემცირება.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია: ცალკეულ შემთხვევებში რეგისტრირებულია სასუნთქი ორგანოების ალერგიული ანთება ეოზინოფილიით ან მის გარეშე, სისტემური ანაფილაქსიური რეაქციები ჰიპოტენზიით.
სისხლის სისტემასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: სისხლის სხვადასხვა ფორმიანი ელემენტების მნიშვნელოვანი დაწევა (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია), ეოზინოფილია და პურპურა.
გვერდითი მოვლენები მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: შუილი ყურებში.
ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
სრულებით შესაძლებელია, რომ არ გამოვლინდეს არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენა.
მოცემულ ინსტრუქციაში არ აღნიშნული, ნებისმიერი გვერდითი მოვლენის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. გამოშვების ფორმა: 50 დრაჟე ყავისფერი შუშის ფლაკონში პოლიეთილენური ხუფით. ერთი ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში. შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15°-25°C ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! ვარგისიანობის ვადა: ვარგისიანობის ვადა ნაჩვენებია კოლოფზე.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით. მწარმოებელი: ფარმაცევტული ქარხანა ეგისი ს.ს.
1106 ბუდაპეშტი, ქ. კერესტური, 30-38
უნგრეთი
ტელეფონი: (36-1) 265-5555
ფაქსი: (36-1) 265-5529
EGIS PHARMACEUTICALS LTD
1106 Budapest, Keresturi st. 30-38.
HUNGARY
Tel.: (36-1) 265-5555
Fax: (36-1) 265-5529