newhospitals

მეგადინი #30ტ

მეგადინი #30ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2349ნახვა
[code]
მეგადინი
MEGADYN



კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - პოლივიტამინური პრეპარატები, პოლივიტამინები მაკრო და მიკროელემენტებით


ფარმაკოლოგიური თვისებები
მეგადინი - ვიტამინებისა და მინერალების მაღალეფექტური კომპლექსია.
ვიტამინის A მონაწილეობს ჟანგვა_აღდგენით პროცესებში, კანისა და ლორწოვანის ეპითელიუმის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებაში, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების ინფექციებისაგან დაცვაში და ადამიანის სიბნელეში ადაპტაციის პროცესებში. ვიტამინი E იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზეგავლენისაგან და მაშასადამე, ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას. ვიტამინი C მონაწილეობს ქსოვილების რეგენერაციის პროცესში, კოლაგენის სინთეზში, კბილებისა და ძვლოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების პროცესში, განაპირობებს ორგანიზმის რეზისტენტობის გაზრდას. B ვიტამინების კომპლექსი მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში. ვიტამინი D უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის აუცილებელ კონცენტრაციას სისხლში, უნარჩუნებს ძვლებსა და კბილებს ნორმალურ მდგომარეობას. ნიკოტინამიდი და ბიოტინი ასრულებენ მთავარ როლს ორგანიზმის ბიოქიმიურ რეაქციებში. ფოსფორი და კალციუმი აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისათვის. თუთია, მოლიბდენი, მანგანუმი და მაგნიუმი წარმოადგენენ უჯრედების სიცოცხლისათვის აუცილებელ ელემენტებს.

ჩვენებები
- მასშტაბური ოპერაციული ჩარევების წინ და შემდეგ;
- მძიმე დამწვრობები;
- ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებები;
- შეწოვის ფუნქციის დარღვევები, დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებთან;
- ყველა იმ მდგომარეობისას, რომელსაც თან ახლავს ვიტამინების დეფიციტი.

მიღების წესები და დოზები

თუ ექიმის მხრიდან არ აღინიშნება განსაკუთრებული მითითება, მოზრდილებში ინიშნება 1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები
ძალიან იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კანისმხრივი ალერგიული რეაქციები და ლორწოვანის წყლულოვანი დაზიანებები, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ხანგრძლივ, არაკონტროლირებად მიღებასთან.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა ვიტამინის B1 ან სხვა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
მაღალი დოზების ხანგრძლივმა მიღებამ (განსაკუთრებით ვიტამინები A და D) შეიძლება მიგვიყვანოს ჰიპერვიტამინოზის განვითარებამდე. ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტში ვიტამინი A მაღალი დოზებით გამოყენებამ (50000 სე 18 თვის განმავლობაში) არ გამოიწვია ტერატოგენული ეფექტი. ორსულებში კლინიკური კვლევების სიმცირის გამო სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 5000 სე.
პრეპარატის შემადგენლობაში რკინის შემცველობის გამო განავალი შეიძლება შეიღებოს შავად. არ არის რეკომენდებული ვიტამინის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად მიღება.
არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

ჭარბი დოზირება

თუ ექიმის მხრიდან არ აღინიშნება განსაკუთრებული მითითება, მოზრდილებში ინიშნება 1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში ერთხელ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ გამოიყენება ლევოდოფასთან ერთად. ერთდროული გამოყენება ამცირებს ლევოდოფას ანტიპარკინსონულ მოქმედებას.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბ: 30 ც

მწარმოებელი ქვეყანა - თურქეთი
[/code]
ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.