მედიქრონალ-დარნიცა 2პაკეტი#1კ
საერთო დახასიათება:
ძირითადი ქიმიურ-ფიზიკური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი მოყვითალო შეფერილობით გრანულები, უსუნო;
შემცველობა:
პაკეტი N1: მოქმედი ნივთიერება - გლუკოზა - 17.5 გ;
დამხმარე ნივთიერება: პოლივინილპიროლიდონი დაბალმოლეკულარული სამედიცინო.
პაკეტი #N2: მოქმედი ნივთიერებები - ამინოძმარმჟავა - 7 გ, ნატრიუმის ფორმიატი - 3.5 გ.
დამხმარე ნივთიერება: პოლივინილპიროლიდონი დაბალმოლეკულარული სამედიცინო.
გამოშვების ფორმა:
პერორალური გამოყენების გრანულები.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალო საშუალებები.
კოდი ATC V03AA10.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: მედიქრონალ-დარნიცა წარმოადგენს ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალო პათოგენეტიკურ საშუალებას. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ალკოჰოლის ცვლაზე გავლენით, კერძოდ ძმრის ალდეჰიდის შეკვრით - ეთანოლის დამჟავების პროდუქტი. პეპარატი აძლიერებს კატექოლამინების, განსაკუთრებით ნორადრენალინის სინთეზს, რაც აუმჯობესებს მედიაციის პროცესებს, სტიმულირებს ლიმბიკო-რეტიკულარულ კომპლექსს, ზრდის თავის ტვინის ფუნქციონალურ აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა: აღწერილი არ არის.
მიღების ჩვენებები:
მედიქრონალ-დარნიცა რეკომენდებულია მწვავე ალკოჰოლური და აბსტინენტური მდგომარეობების მოსახსნელად და ფიზიკური დამოკიდებულების ასარიდებლად ქრონიკული ალკოჰოლიზმისას. ასევე გამოიყენება ალკოჰოლიზმის მეორადი პროფილაქტიკისათვის.
მიღების წესი და დოზები:
მედიქრონალ-დარნიცას უნიშნავენ უფროსებს შინაგანად ჭამის შემდეგ, ორივე პაკეთის (N1 და N2) შიგთავსის წინასწარ 1/2-3/4 თბილი წყლით ჭიქაში გაზავებით. ერთჯერადი დოზა შეადგენს 28.5 გ (ორივე პაკეტის კომპონენტების საერთო მასა).
მწვავე ალკოჰოლური და აბსტინენტური მდგომარეობების მოსახსნელად პრეპარატს იყენებენ პირველ დღეს 1-2-ჯერ დღეში დოზით 28.5 გ, შემდეგი 2-3 დღე - 28.5 გ ერთხელ დღეში.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის მკურნალობისას და ალკოჰოლიზმის მეორადი პროფილაქტიკის საჭიროებისას პრეპარატს ნიშნავენ ყოველდღიურად თითო შეფუთვა (28.5 გ) 7 დღის განმავლობაში, სულ 3 კურსი მათ შირის შუალედური სამდღიანი შესვენებებით..
გვერდითი მოქმედება:
მედიქრონალ-დარნიცა კარგად აიტანება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს კანის ქავილი, რომლის გამოვლინებისას პრეპარატის დოზას ამცირებენ.
უკუჩვენებები:
შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმები.
ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მედიქრონალ-დარნიცას ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან გამოვლენილი არ არის.
ჭარბი დოზა:
პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ ცნობილი არ არის.
გამოყენების განსაკუთრებულობანი:
პრეპარატის დოზის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის ქვეშ.
კლინიკური მონაცემები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოში პრეპარატის გამოყნების უსაფრთხოების შესახებ არ არსებობს.
შენახვის პირობები და ვადა:
შეინახეთ მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.
გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა:
პოლიეთილენის საფარით პაკეტები ქაღალდისაგან (პაკეტი N1 - 17.8 გ და პაკეტი N2 - 10.7 გ) 1 შეფუთვაში.
მწარმოებელი:
დსს "ფარმაცევტული ფირმა "დარნიცა".
მისამართი: უკრაინა, 02093, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.