მედიფონი #30 საწუწნი ტაბ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ადგილობრივი ანტისეპტიკური და ანალგეზიური საშუალება
შემადგენლობა:აქტიური ნივთიერებები:
თიროტრიცინი - 1მგ;
ბენზოკაინი - 2 მგ;
დეკვალინის ქლორიდი - 0.20 მგ;
ვიტამინი C - 50 მგ. დამხმარე ნივთიერებები:
მენთოლი, საქაროზა, საღეჭი კარაია, პოლივინილპიროლიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი, ფორთოხლის ესენცია სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი. ფარმაკოლოგიური მოქმედება:
თიროტრიცინისა და დეკვალინის ქლორიდის კომბინირებული მოქმედების წყალობით მედიფონს ახასიათებს ძლიერი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. ანტისეპტიკურ მოქმედებასთან ერთად მედიფონის საწუწნ ტაბლეტებს, ბენზოკაინის შემცველობის გამო, გააჩნიათ ლოკალური ხასიათის ანალგეზიური ეფექტი. ვიტამინი C ახდენს იმუნური სისტემის სტიმულაციას, ამცირებს გაცივების სიმპტომებს. ჩვენებები:
- მწვავე და ქრონიკული ფარინგიტები;
- ტონზილიტი;
- გინგივიტი;
- პერიდონტული ინფექციები;
- სტომატიტი. გამოყენების წესი და დოზირება:
ტაბლეტი უნდა გაიწუწნოს ნელა. 2 ტაბლეტი 2 საათში ერთხელ. უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. გვერდითი მოვლენები:
მედიფონის საწუწნი ტაბლეტები ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მედიფონის არგამოყენების მიზეზები არ არის გამოვლენილი. გამოშვების ფორმა:
მედიფონი საწუწნი ტაბლეტები №30 ბლისტერ შეფუთვით. მწარმოებელი:
LABORATORIO MEDINFAR - PRODUTOS FARMACEUTICOS, S.A.
Rua Manuel Riberio de Pavia, 1-1
Venda Nova - 2700 Amadora.