newhospitals

მედაზეპამი 10მგ N20 ტაბ.

მედაზეპამი 10მგ N20 ტაბ.
ანოტაციის მომწოდებელია
0
1
რეკომენდაცია
0შეფასება
18140ნახვა
სავაჭრო სახელწოდება: მედაზეპამი

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): MEDAZEPAM

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბენზოდიაზებინების წარმოებული

 

მწარმოებელი: პოლფა ტარხომინი (Tarchomin pharmaceutical works "POLFA" S.A.)

 

მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

 

გამოშვების ფორმა: 10მგ კაფსულა №20

 

გაცემის რეჟიმი: I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით

 

ინსტრუქცია:

 

ათქ კლასიფიკაციის კოდი:
N05BA03

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: ბლისტერზე 20 კაფს., შეფუთვაში 2 ბლისტერი.
1 კაფს.
მედაზეპამი - 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ბრინჯის სახამებელი, ჟელატინი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ლაქტოზა.

 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ტრანკვილიზატორი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მედაზეპამი მიეკუთვნება 1.4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ჯგუფს. ახდენს დამთრგუნველ მოქმედებას ცენტრალური ნერვული სისტემის მრავალ სტრუქტურაზე, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია ემოციური მოქმედების რეგულაციასთან. პრეპარატი ახდენს ანქსიოლიზურ მოქმედებას, აგრეთვე ავლენს ზომიერ მომადუნებელ მოქმედებას ჩონჩხის კუნთების ტონუსზე. მედაზეპამის საძილე და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება უფრო სუსტად არის გამოხატული.
მედაზეპამი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად.

 

ჩვენებები:
ექსტრემალურ შემთხვევებში და ხანმოკლე დროით:
- სხვადასხვა წარმომავლობის შფოთვის მდგომარეობებისას, განსაკუთრებით ნევროზების ფონზე (უპირატესად ორგანული ნევროზებისას);
- მომატებული ფსიქიკური დაძაბულობისა და აგზნების მდგომარეობების დროს.
ყურადღება: ფსიქიკური დაძაბულობისა და მოუსვენრობის მდგომარეობები, რომლებიც დაკავშირებულია ყოველდღიურ პრობლემებთან, არ წარმოადგენს პრეპარატის გამოყენების ჩვენებას.

 

დოზირების რეჟიმი:
მოზრდილები:
- შფოთვის მდგომარეობებისას: ჩვეულებრივ მიიღება 10 მგ-დან 30 მგ-მდე დღე-ღამეში, 2 ან 3 მიღებაზე;
- მომატებული ფსიქიკური დაძაბულობისა და აგზნების მდგომარეობებისას: ჩვეულებრივ მიიღება 10 მგ-დან 30 მგ-მდე დღე-ღამეში, 2 ან 3 მიღებაზე.
აუცილებლობისას პრეპარატის დოზა შეიძლება გაიზარდოს. მედაზეპამის დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს, დოზის გაზრდა უნდა დაიწყოს საღამოს მისაღები დოზიდან.
შესაძლებელია დღე-ღამეში მაქსიმუმ 60 მგ-მდე მედაზეპამის დანიშვნა.

ბავშვები: რეკომენდებული არ არის მედაზეპამის მიღება ამ ასაკობრივ ჯგუფში.
თირკმელების და (ან) ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: დოზირებას ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად, დაავადებული ორგანოს უკმარისობის ხარისხის მიხედვით.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები: ხანდაზმული ასაკის პაციენტები უფრო მგრძნობიარე არიან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატებისადმი. ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებულია უმცირესი ეფექტური დოზის მიღება.
თუ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში პაციენტი შენიშნავს, რომ პრეპარატის მოქმედება ძალიან ძლიერი ან სუსტია, მან ექიმს უნდა მიმართოს.

 

მკურნალობის ხანგრძლივობა:
სამკურნალო პრეპარატის მედაზეპამის გამოყენების ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე და არ უნდა აღემატებოდეს 8-12 კვირას.
ინდივიდუალურ შემთხვევებში, პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ, ექიმმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობის დროის გახანგრძლივების შესახებ.

 

გამოყენების წესი:
ტაბლეტები მიიღება შიგნით ჭამის წინ, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
ექიმი მკურნალობას დაიწყებს რაც შეიძლება უმცირესი ეფექტური დოზით შფოთვის სიმპტომების კუპირებისათვის, ხოლო აუცილებლობისას, დოზას თანდათან გაზრდის.
სამკურნალო პრეპარატის შეწყვეტა უნდა მოხდეს თანდათან. ეს განსაკუთრებით ეხება იმ პაციენტებს, რომლებიც მედაზეპამს იღებენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სამკურნალო საშუალების მიღების ერთბაშად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ძილის, ხასიათისა და ყურადღების კონცენტრაციის მოშლა. პრეპარატის მოხსნის წესს ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისათვის.
პრეპარატ მედაზეპამის მისაღები დოზის გამოტოვებისას: სამკურნალო პრეპარატის მისაღები დოზის გამოტოვებისას აუცილებელია მისი მიღება რაც შეიძლება ჩქარა, თუ მორიგი დოზის მიღებამდე დარჩენილია საკმარისი დრო, ან პრეპარატის რეგულარული მიღების გაგრძელება.
გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება.

 

გვერდითი მოვლენები:
როგორც ნებისმიერმა პრეპარატმა, მედაზეპამმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დასაწყისში. გვერდითი მოვლენების რაოდენობა და სიძლიერე დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობასა და დოზებზე.
დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: სისხლის მორფოლოგიური შემადგენლობის დარღვევები.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, დაყოვნებული რეაქციები, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, გონების არევა და დეზორიენტაცია, კუნთების სისუსტე, ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა). ეს ეფექტები ყველაზე ხშირად ვითარდება მკურნალობის დასაწყისში, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და როგორც წესი, გადის თერაპიის მიმდინარეობისას. აღნიშნული რეაქციების გაძლიერების შემთხვევაში, მათი გამოხატულება და განვითარების სიხშირე ჩვეულებრივ მცირდება დოზის შესაბამისად შემცირების შედეგად.

ზოგჯერ, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, შეიძლება განვითარდეს მეტყველების მოშლა, მეხსიერების დაქვეითება, ლიბიდოს დაქვეითება.
ოფთალმოლოგიური დარღვევები: არამკვეთრი მხედველობა, გაორებული მხედველობა.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად ვლინდება გულისრევა, დისპეფსიური მოვლენები, პირის სიმშრალე.
დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის შეკავება, შარდის შეუკავებლობა.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: კუნთების ტრემორი, კუნთების სისუსტე.
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევა: მადის დაკარგვა.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: არტერიული წნევის უმნიშვნელოდ დაწევა.
ზოგადი დარღვევები და რეაქციები პრეპარატის შეყვანის ადგილას: საერთო სისუსტე, გონების დაკარგვა.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსური რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება).
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლგამომყოფი გზების მხრივ: ღვიძლისმიერი ფერმენტების აქტივობის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა სიყვითლით.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევები.
ფსიქიკის დარღვევები: პარადოქსალური რეაქციები - ფსიქომოტორული მოუსვენრობა, აგზნება და აგრესიულობა, ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, კოშმარული სიზმრები, ბოდვა, ფსიქოზები, გაღიზიანება, არაადეკვატური ქცევა.
პარადოქსალური რეაქციები უფრო ხშირად ვლინდება ალკოჰოლის მოხმარების შემდეგ, ხანდაზმულ პაციენტებსა და ფსიქიკური დაავადებების მქონე პაციენტებში.
ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულება შეიძლება განვითარდეს თერაპიულ დოზებში მედაზეპამით მკურნალობისას. პრეპარატით მკურნალობის ერთბაშად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი და "რიკოშეტის" ტიპის უძილობა.
პაციენტები, რომლებიც ბოროტად მოიხმარენ ალკოჰოლს ან სამკურნალო პრეპარატებს, უფრო მიდრეკილნი არიან დამოკიდებულების განვითარებისადმი. მედაზეპამით მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს არადიაგნოსტირებადი დეპრესია.
ზოგიერთ პაციენტში პრეპარატ მედაზეპამის გამოყენების დროს შეიძლება გამოვლინდეს სხვა გვერდითი ეფექტები. ზემოთ ჩამოთვლილი ან სხვა გვერდითი მოქმედებების განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.
მედაზეპამის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი გაფრთხილებები:

პრეპარატ მედაზეპამის გამოყენებისას აუცილებელია იმ ზოგადი ინფორმაციის გათვალისწინება, რომელიც ეხება ბენზოდიაზეპინებითა და მსგავსი მოქმედებების მქონე სხვა პრეპარატებით მკურნალობისას გამოვლენილ ეფექტებს.
თოლერანტობა: ბენზოდიაზეპინების ან ანალოგიური მოქმედებების მქონე პრეპარატების, მათ შორის პრეპარატ მედაზეპამის რეგულარულმა გამოყენებამ რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს მათი მოქმედებების ეფექტიანობის შემცირება.

წამალთდამოკიდებულება: ბენზოდიაზეპინების ან ანალოგიური მოქმედებების მქონე პრეპარატების, მათ შორის პრეპარატ მედაზეპამის რეგულარულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური და ფიზიკური წამალთდამოკიდებულების განვითარება. წამალთდამოკიდებულების განვითარების რისკი მატულობს დოზასთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან ერთად და იზრდება ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე ან სამკურნალო პრეპარატებზე დამოკიდებულ პაციენტებში.

მოხსნის სიმპტომები: წამალთდამოკიდებულების განვითარების შემთხვევაში, სამკურნალო პრეპარატის მიღების ერთბაშად შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სინდრომის განვითარება.
მოხსნის სინდრომისათვის დამახასიათებელია შემდეგი მოვლენები: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, აგზნება და ემოციური დაძაბულობა, მოძრაობითი მოუსვენრობა, ცნობიერების არევა და დეზორიენტაცია, გაღიაზიანება, უძილობა. მძიმე შემთხვევებში, შეიძლება განვითარდეს დერეალიზაცია, პიროვნების დარღვევა, ტაქტილური, აკუსტიკური და სინათლისმიერი ჰიპერესთეზია, "ჭიანჭველების ცოცვის" შეგრძნება და კიდურების დაბუჟება, ჰალუცინაციები ან კრუნჩხვის შეტევები.
"რიკოშეტის" ტიპის უძილობა: მკურნალობის დასრულების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს სიმპტომების რეციდივი იმ სიმპტომებზე უფრო გამოხატული ფორმით, რომლებიც იყო პირველადი მკურნალობის დაწყების მიზეზი (ეგრეთ წოდებული "რიკოშეტის" ტიპის უძილობა). ასეთ სიმპტომებს ხშირად თან ახლავს ხასიათის ცვლილება, შფოთვა, ძილის დარღვევა, მოუსვენრობა (ძირითადად მოძრაობითი).
მოხსნის სინდრომისა და "რიკოშეტის" ტიპის უძილობის გამოვლენის ალბათობა მატულობს სამკურნალო საშუალების მიღების ერთბაშად შეწყვეტისას. რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია დოზის თანდათან შემცირება.

ანტეროგრადული ამნეზია: მედაზეპამმა, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინებმა და მსგავსმა პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიონ ანტეროგრადული ამნეზია. ასეთი მდგომარეობა ხშირად ვითარდება სამკურნალო საშუალების მიღებიდან რამდენიმე საათში, განსაკუთრებით მაღალი დოზის მიღებისას. თუ ექიმმა დაგინიშნათ პრეპარატის მიღება დღე-ღამეში ერთჯერ, ანტეროგრადული ამნეზიის განვითარების რისკის შესამცირებლად, პრეპარატი უნდა მიიღოთ დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე და უზრუნველყოფილი უნდა გქონდეთ სრული უწყვეტი 7-8-საათიანი ძილის პირობები.
ფსიქიკური და პარადოქსალური რეაქციები: მედაზეპამმა, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინებმა და მსგავსმა პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიონ პარადოქსალური რეაქციები (მოსალოდნელის საწინააღმდედო), როგორიცაა მოძრაობითი მოუსვენრობა, აგზნება, გაღიზიანება, აგრესიულობა, მტრული განწყობა, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები, ფსიქოზები, სომნაბულიზმი, პიროვნების დარღვევა, გამოხატული უძილობა. ასეთი რეაქციები განსაკუთრებით ხშირად აღინიშნება ხანდაზმულებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებში.
ასეთი სიმპტომების განვითარებისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

გამოყენება დეპრესიის დროს: სამკურნალო პრეპარატ მედაზეპამის გამოყენებამდე პაციენტმა ექიმს უნდა აცნობოს ყველა ფსიქიკური დაავადების შესახებ. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ენდოგენური დეპრესიის ან შფოთვის სიმპტომები, დაკავშირებული დეპრესიასთან, ექიმმა უნდა დაუნიშნოს რამდენიმე სამკურნალო პრეპარატი ერთდროულად. დეპრესიის მქონე პაციენტებში მხოლოდ მედაზეპამის დანიშვნამ შეიძლება გააძლიეროს დეპრესიის სიმპტომები, მათ შორის სუიციდური აზრები.

პაციენტთა სპეციფიკური ჯგუფები: დღემდე საკმარისად გამოკვლეული არ არის სამკურნალო პრეპარატ მედაზეპამის ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა, ამიტომ, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში მედაზეპამი არ გამოიყენება.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებმა უნდა მიიღონ მედაზეპამის ნაკლები დოზები, გვერდითი მოქმედებების, ძირითადად, ორიენტაციისა და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევების (დაცემა, ტრავმები) გამო.

პაციენტებმა, რომლებსაც აქვთ თირკმლის, ღვიძლის ან სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა, მედაზეპამის მიღებამდე ექიმს უნდა აცნობონ ამ დაავადებების შესახებ.
ალკოჰოლზე, აგრეთვე ნარკოტიკებზე ან სხვა სამკურნალო პრეპარატებზე დამოკიდებულმა პირებმა, პრეპარატ მედაზეპამის მიღებამდე ექიმს უნდა აცნობონ აღნიშნული მავნე ჩვევების შესახებ. პაციენტთა ამ ჯგუფში შეჩვევისა და ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების განვითარების ალბათობა მაღალია. ამიტომ, ასეთმა პაციენტებმა სამკურნალო პრეპარატი მედაზეპამი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის მკაცრი კონტროლით.
პორფირიის მქონე პაციენტებში მედაზეპამის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადების სიმპტომების გაძლიერება. მედაზეპამით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტებმა ექიმს უნდა აცნობონ აღნიშნული დაავადების შესახებ.
გლაუკომის, განსაკუთრებით დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებმა, მედაზეპამით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიიღონ ექიმ-ოფთალმოლოგის კონსულტაცია.
მედაზეპამით მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან კიდევ 3 დღის განმავლობაში არ შეიძლება არავითარი სპირტიანი სასმელის მოხმარება.
მიმართეთ ექიმს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ ხსენებული გაფრთხილებები ეხება ისეთ სიტუაციებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა წარსულში.

 

უკუჩვენებები:
სამკურნალო პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ იმ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ:
- 1.4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- სუნთქვის მძიმე უკმარისობა, განურჩევლად გამომწვევი მიზეზისა;
- ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
- მიასთენია;
- ღამის აპნოეს სინდრომი.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა: სამკურნალო პრეპარატი არ გამოიყენება ორსულ ქალებში.
ლაქტაცია: მედაზეპამი გადადის დედის რძეში. ამიტომ, თუ აუცილებელია სამკურნალო პრეპარატის გამოყენება, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

 

განსაკუთრებული მითითებები:
ავტოტრანსპორტისა და მექანიკური მოწყობილობების მართვა: სამკურნალო პრეპარატ მედაზეპამით მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან კიდევ 3 დღის განმავლობაში არ შეიძლება ავტოტრანსპორტისა და მექანიკური მოწყობილობების მართვა.

მედაზეპამმა, ისევე როგორც ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ყველა სამკურნალო საშუალებამ, შეიძლება გავლენა მოახდინოს რეაქციების სიჩქარეზე დოზის, შეყვანის გზისა და პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობის გათვალისწინებით. ძილიანობის ამნეზიის (მეხსიერების დარღვევა) განვითარებამ, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითებამ და კუნთების აქტივობის დარღვევებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტისა და მექანიკური მოწყობილობების მართვის შესაძლებლობაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამკურნალო საშუალების მედაზეპამის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ: სამკურნალო საშუალება შეიცავს საქაროზას და ლაქტოზას. თუ პაციენტში გამოვლენილია რომელიმე შაქრის აუტანლობა, სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე მან ამის შესახებ უნდა აცნობოს ექიმს.

 

ჭარბი დოზირება:
მედაზეპამის გადაჭარბებული დოზით მიღებისას გამოწვეული სიმპტომებია: ძილიანობა, დეზორიენტაცია, მეტყველების მოშლა. მნიშვნელოვნად ჭარბი დოზირებისას შეიძლება აღინიშნოს გონების დაკარგვა, კომა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ექიმს აუცილებლად უნდა აცნობოთ ბოლო დროს მიღებული ყველა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის შესახებ:
- მედაზეპამის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველი მოქმედება ძლიერდება შემდეგი პრეპარატებით: ოპიოიდური ანალგეტიკები, პრეპარატები ზოგადი ანესთეზიისათვის (ანესთეტიკები), ფსიქოტროპული პრეპარატები, ანტიდეპრესანტები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ცენტრალური მოქმედების ჰიპოტენზიური პრეპარატები;
- მედაზეპამით მკურნალობის პერიოდში ალკოჰოლის მოხმარება აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველ მოქმედებას და შეიძლება განვითარდეს კომა და პარადოქსალური რეაქციები, როგორიცაა ფსიქომოტორული აგზნება, აგრესიული ქცევა. გარდა ამისა, ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს მედაზეპამის სედაციური მოქმედება;
- მედაზეპამი, ჩონჩხის კუნთების მომადუნებელ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, ახანგრძლივებს და აძლიერებს მათ მოქმედებას;
- სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ზრდიან ღვიძლისმიერი ფერმენტების აქტივობას (მაგალითად, რიფამპიცინი, ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი), აჩქარებენ მედაზეპამისა და სხვა ბენზოდიაზეპინების მეტაბოლიზმს და შეიძლება შეასუსტონ მათი მოქმედება;
- სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ღვიძლისმიერი ფერმენტების აქტივობას (მაგალითად, ციმეტიდინი, დისულფირამი, ერითრომიცინი, კეტოკონაზოლი), აფერხებენ მედაზეპამისა და სხვა ბენზოდიაზეპინების მეტაბოლიზმს და შეიძლება გააძლიერონ მათი მოქმედება;
- თეოფილინმა და კოფეინმა შეიძლება შეასუსტონ ბენზოდიაზეპინების (მათ შორის მედაზეპამის) საძილე მოქმედება, ვინაიდან ასტიმულირებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას და აქვთ სამკურნალო საშუალებების მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელი ღვიძლისმიერი ფერმენტების ინდუცირების უნარი. თეოფილინისა და კოფეინის ეს მოქმედება შეიძლება არ აღინიშნოს მწეველებში;
- პერორალურმა კონტრაცეპტიულმა საშუალებებმა, მედაზეპამთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება დააჩქარონ მისი მეტაბოლიზმი, შეიძლება შემცირდეს მედაზეპამის ნახევარგამოყოფის პერიოდი.

 

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლის, ნესტისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სად შევიძინოთ?

სულ 34 აფთიაქში

ავერსი

რუსთაველის №172

29.00

ავერსი

წულაძის ქ. №9

29.00

ავერსი

მესხიშვილის ქ. №3ა

29.00

ავერსი

ლუბლიანას ქ. №13გ

29.00

ავერსი

რუსთაველის ქ. №111

20.10
ყველას ნახვა


ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.