მეცეტამი 400მგ #60კაფს
სავაჭრო სახელწოდება:
მეცეტამი, Mecetam საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება:პირაცეტამი, Piracetam წამლის ფორმა: მყარი ჟელატინის კაფსულები შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: პირაცეტამი 400 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის ორჟანგი კოლოიდური, პოლიეთილენგლიკოლი 6000.
პრეპარატის ათქ კოდი: N06BX03 ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.
ნოოტროპული საშუალებები. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: თავის ტვინზე უშუალო ზეგავლენით მეცეტამი ახდენს მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესებას, აღადგენს გონებრივ შრომისუნარიანობას, აძლიერებს შესწავლის უნარს, როგორც ჯანმრთელ, ასევე პათოლოგიური ცვლილებების მქონე პაციენ-ტებში სედაციური და ფსიქომასტიმულირებელი ეფექტის განვითარების გარეშე.
მეცეტამი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს ტვინში აგზნების გავრცელების სიჩქარის შეცვლის გზით, ასევე, აუმჯობესებს რა მიკრო-ცირკულაციას, გავლენას ახდენს სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე.
მეცეტამი ასტიმულირებს თავის ტვინის ენერგეტიკულ პროცესებს, რაც იწვევს ტვინის ქსოვილების მდგრადობის ზრდას ჰიპოქსიისა და ტოქსიური ზემოქმედების დროს.
ფარმაკოკინეტიკა: მეცეტამი სწრაფად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ და აღწევს სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში, მათ შორის, თავის ტვინის ქსოვილებში. პრეპარატის ერთჯერადი მიღებისას დოზით 2 გ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში (40-60 მკგ/მლ) განისაზღვრება მიღებიდან 30 წუთის შემდეგ, ხოლო ლიქვორში 2-8 საათის შემდეგ. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 100%-ს. მეცეტამი არ უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, არ ექვემდებარება ბიოტრანსფორმაციას და ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი ფორმით. სისხლიდან პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4-5 საათს, ხოლო ლიქვორიდან 6-8 საათს და უფრო ხანგრძლივია თირკმელების უკმარისობის დროს. ჩვენებები:
- იშემიური ინსულტის შედეგები (გონებრივი და ფიზიკური დარღვევები, მეტყველების მოშლა, აქტივობის შემცირება, ემოციური სფეროს დარღვევები).
- ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომური მკურნალობა (მათ შორის, ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების კონცენტრაციის უნარის და საერთო აქტივობის შემცირება, მეტყველების მოშლა, გუნება-განწყობილების შეცვლა, ქცევის დარღვევები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი; ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს);
- კომატოზური და სუბკომატოზური მდგომარეობები გადატანილი თავის ტვინის ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდეგ, ასევე სარეაბილიტაციო პე-რიოდში (ავადმყოფებში მოძრაობისა და ფსიქიკური აქტივობის ამაღლების მიზნით);
- ნერვული სისტემის დაავადებები, რასაც თან ახლავს ინტელექტუალური ფუნქციის დაქვეითება და ემოციური სფეროს დაზიანება;
- დამხმარე საშუალების სახით ეპილეფსიის, ანტიდეპრესანტების მიმართ რეზისტენტული დეპრესიული დაავადებების, ნეიროლეპტიკებისა და სხვა ფსიქოტროპული საშუალებების აუტანლობის დროს;
- აბსტინენტური, პრე- და დელირიოზული მდგომარეობები ალკოჰოლიზ-მის, ნარკომანიის დროს;
- თანდაყოლილი ინფექციებით გამოწვეული მდგომარეობები, სამშობიარო ტრავმით გამოწვეული ტვინის პერინატალური დაზიანებები ბავშვებში, ოლიგოფრენია, გონებრივი განვითარების შეფერხება, ბავშვთა ცერე-ბრალური დამბლა;
- კორტიკალური მიოკლონია;
- ნამგლისებურუჯრედოვანი ანემიის კომპლექსური თერაპია. უკუჩვენებები:
- პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა;
- თირკმელების მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი < 20მლ/წთ);
- ორსულობა და ლაქტაცია. გაფრთხილებები:
სიფრთხილეა საჭირო თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ამ პრეპარატის გამოყენებისას.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მეცეტამის გამოყენებისას ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელ საშუალებებთან ერთად ძლიერდება ამ უკანასკნელთა ეფექტები.
პრეპარატი აძლიერებს ნეიროლეპტიკების, პერორალური ანტიკოაგულანტების ცენტრალურ მოქმედებას (ტრემორი, შფოთვა და სხვა). მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობისას მეცეტამი ჩვეულებრივ ინიშ-ნება საწყისი სადღეღამისო დოზით 1,2 გ, რომელიც იყოფა სამ მიღებად, ხოლო შემდეგ დოზა იზრდება 2,4 გ-მდე, ზოგჯერ კი 3,2 გ-მდე დღე-ღამეში. თერაპიული ეფექტი, როგორც წესი, მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ. შემდგომში დოზა მცირდება 1,2-1,6 გ-მდე დღე-ღამეში 3-4 მიღებად. მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირიდან 2-6 თვემდე. აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობა განმეორებით ტარდება.
მწვავე მდგომარეობების მკურნალობისას შეიძლება აუცილებელი გახდეს პრეპარატის დოზის მომატება. გვერდითი მოვლენები:
მეცეტამის გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს გაღიზიანება, აგზნება, შფოთვა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი.
იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მომატებული სექსუალური აქტივობა, თავბრუსხვევა, სისუსტე, ძილიანობა.
დოზის გადაჭარბება:
მეცეტამი წარმოადგენს არატოქსიურ პრეპარატს. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება ან მათი რაოდენობის გაზრდა. გამოშვების ფორმა:
მყარი ჟელატინის კაფსულები 400 მგ; ერთ შეფუთვაში მოთავსებულია 60 ცალი. შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15-25°C ტემპერა-ტურის პირობებში. ვარგისიანობის ვადა:
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ექიმის რეცეპტით. მწრამოებელი:
"იუნიფარმა". ელებორ სითი 1 ინდუსტრიული ზონა / კაირო. ეგვიპტე.
წარმოებულია "უორლდ მედიცინ" -ისთვის, ინგლისი, 48 Queen Anne Street, London W1G9JJ, England, E-mail: wm@wmcorp.us, web-site: www.wmcorp.us)"