newhospitals

მებერიქსი 100მგ #10ტ

მებერიქსი 100მგ #10ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6716ნახვა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰელმინთური პრეპარატები

 

ქვეყანა: საქართველო

 

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი

 

ჯენერიკი: Mebendazolum

 

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტურული

 

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:  მებენდაზოლი; 
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: 
სუსპენზია: ღია ყვითელი ფერის სუსპენზია ფორთოხლის გემოთი.
ტაბლეტები: ღიადან მოყავისფრო ნარინჯისფრამდე, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე შემოუგარსავი ტაბლეტები ნაზოლით. 
შემადგენლობა:            
სუსპენზიის 5 მლ შეიცავს:
მებენდაზოლს – 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, თხევადი სორბიტოლი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ქლორწყალბადმჟავა, ფორთოხლის არომატიზატორი, პიტნის არომატიზატორი, საღებავი შუნსეტ Yელლოწ FCF (E 110), გასუფთავებული წყალი.                                                                                                                                                                               
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
მებენდაზოლს – 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინი, ნატრიუმის საქარინი, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ვანილინი, ფორთოხლის არომატიზატორი, საღებავი Sunset Yellow FCF (E 110).

 

გამოშვების ფორმა:
სუსპენზია პერორალური მიღებისათვის, 100 მგ/5 მლ.
შემოუგარსავი ტაბლეტები 100 მგ.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰელმინთური საშუალება. ათქ-კოდი: P02CA01.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მებერიქსი წარმოადგენს ფართო სპექტრის მოქმედების მქონე ანტიჰელმინთურ პრეპარატს. 
მებენდაზოლის ანტიჰელმინთური მოქმედების ძირითად მექანიზმს განსაზღვრავს მისი მოქმედება ჰელმინთების ენერგეტიკულ ცვლაზე. იგი ხელს უშლის უჯრედული ტუბულინის წარმოქმნას ჰელმინთებში, რაც აბლოკირებს მათში გლუკოზის უტილიზაციის პროცესს და თრგუნავს ატფ-ის სინთეზს.


ფარმაკოკინეტიკა: 
პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მებენდაზოლის მცირე რაოდენობა ხვდება სისხლში, რომლის 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს და მეტაბოლიზდება ღვიძლში. პრეპარატი არათანაბრად ნაწილდება ორგანოებში: გროვდება ცხიმოვან ქსოვილში, ღვიძლში, ჰელმინთების ლარვებში.
პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი (თ1/2) შეადგენს 2.5-5.5 სთ-ს. მებენდაზოლის 90%-ზე მეტი გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეუცვლელი სახით, დაახლოებით 2% ელიმინირდება თირკმლების საშუალებით (უცვლელი ან მეტაბოლიტების სახით).


ჩვენება:
მებერიქსი გამოიყენება ჰელმინთოზების სამკურნალოდ:
•    ენტერობიოზი: Enterobius vermicularis;
•    ასკარიდოზი: Ascaris lumbricoides;
•    ანკილოსტომიდოზი: Ancylostoma duodenale, Necator americanus;
•    სტრონგილოიდოზი: Strongyloides stercoralis;
•    ტრიქოცეფალოზი: Trichuris trichiura;
•    ტენიოზი: Taenia spp.;
•    შერეული ფორმები, გამოწვეული რამდენიმე ჰელმინთის კომბინაციით.

 

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება პერორალურად.
სუსპენზია - მიღების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ!
ენტერობიოზი: მოზრდილებსა და ბავშვებში ინიშნება სუსპენზიის 5 მლ ერთჯერადად. განმეორებითი ინვაზიის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მკურნალობის კურსის გამეორება 2-4 კვირის შემდეგ იგივე დოზით. სასურველია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა. 
ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ანკილოსტომიდოზი და შერეული ინვაზიები: სუსპენზიის 5 მლ 2-ჯერ დღეში (დილა-საღამოს) 3 დღის განმავლობაში.
ტენიოზი და სტრონგილოიდოზი: მოზრდილებში – სუსპენზიის 10  მლ 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში; ბავშვებში – 5 მლ 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.
ტაბლეტები:
ენტერობიოზი: მოზრდილებსა და ბავშვებში ინიშნება 100 მგ (1 ტაბ.) ერთჯერადად. განმეორებითი ინვაზიის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია მკურნალობის კურსის გამეორება 2-4 კვირის შემდეგ იგივე დოზით. სასურველია ოჯახის ყველა წევრის ერთდროული მკურნალობა. 
ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ანკილოსტომიდოზი და შერეული ინვაზიები: 100 მგ (1 ტაბ.) 2-ჯერ დღეში (დილა-საღამოს) 3 დღის განმავლობაში.
ტენიოზი და სტრონგილოიდოზი: მოზრდილებში – 200 მგ (2 ტაბ.) 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში; ბავშვებში – 100 მგ 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.

 

გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: მასიური ინვაზიისა და ჰელმინთების სწრაფი გამოდევნის დროს აღინიშნება ტკივილი მუცლის არეში და დიარეა;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: მებერიქსის მაღალი დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება ნეიტროპენია;
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

 

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
მებერიქსის ციმეტიდინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის გაძლიერება ღვიძლში მებენდაზოლის მეტაბოლიზმის ინჰიბირებისა და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატების გამო. 
კარბამაზეპინთან და ჰიდანტოინებთან კომბინირებისას შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის შესუსტება სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის შემცირების გამო.
საჭიროა მებენდაზოლის და მეტრონიდაზოლის ერთდროული მიღებისგან თავის არიდება.
მებერიქსის მიღებიდან 24 სთ-ის განმავლობაში ალკოჰოლისა და საფაღარათო საშუალებების მიღება არ არის რეკომენდებული.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციეტებში პრეპარატი აქვეითებს ინსულინის მოთხოვნილებას.

 

ჭარბი დოზირება:
მებერიქსის დოზის გადაჭარბებისას აღინიშნება ცვლილებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ – ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება და დიარეა.  
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია სიმპტომური თერაპია, კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის მიღება. 

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის. 

 

განსაკუთრებული მითითებები:
მებერიქსით მკურნალობის პროცესში დიეტის დაცვა და საფაღარათო საშუალებების მიღება აუცილებელი არ არის. 
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას მაღალი დოზებით, აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციების სისტემატური კონტროლი.
2 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ჭიებით ინვაზია სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს კვების პროცესსა და ფიზიკურ განვითარებაზე.
სუსპენზია შეიცავს საქაროზას, რაც გასათვალისწინებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ აღინიშნება.

 

შეფუთვა:
30 მლ სუსპენზია ნარინჯისფერ პოლიმერულ ფლაკონში დოზირებული ხუფით, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
10 ტაბლეტი ბლისტერში, თითო ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები: 
ინახება არა უმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ  და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 
ფლაკონის გახსნის შემდეგ სუსპენზია ვარგისია გამოყენებისათვის 30 დღის განმავლობაში.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

 

ვარგისობის ვადა :
სუსპენზია: 2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
ტაბლეტები: 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

 

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

 

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.

www.aversi.ge

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.