მბე #60კაფს
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
მაგნიუმის ოქსიდი 150,0მგ
ვიტამინი B6 6,0მგ
ვიტამინი E 200,0ერ. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ვიტამინები, გამოშვების ფორმა:
რბილი კაფსულები ჩვენება:
მაგნიუმის და ვიტამინი B6-ს დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკა, განსაკუთრებით პაციენტებში სტრესით, დაუძლურებულ მდგომარეობაში და მწეველებში. დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილებში: პროფილაქტიკის მიზნით - 1 კაფსულა ერთხელ დღეში.
უკმარისობის შემთხვევაში დამატებით ინიშნება 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში, ან როგორც დანიშნავს ექიმი. წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ, ჰიპომაგნეზემია, თირკმელების უკმარისობა, ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა, გარდამავალი მიასთენია, ჰიპერტონული დაავადება, L-DOPA-თი მკურნალობა პერიფერიული დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორების გარეშე. გამოყენების თავისებურება და სიფრთხილე:
შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობის განვითარება პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ფოსფატები, კალციუმის მაღალი დოზები, ჰიპერლიპიდემია, ამცირებენ მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. მაგნიუმის პერორალური გამოყენება ამცირებს რკინის პრეპარატების, პერორალური ანტიკოაგულანტის ვარფარინის წარმოებულების შეწოვას. პრეპარატს შეუძლია იმოქმედოს როგორც ვიტამინი K-ს ანტაგონისიტმა, განსაკუთრებით პაციენტებში, რომელბიც იტარებენ მკურნალობას ანტიკოაგულანტებით ან ესტროგენებით. რკინის პრეპარატები ამცირებენ ვიტამინი E-ს მოქმედების ეფექტს. ამიტომ რეკომენდებულია რამოდენიმე საათიანი ინტერვალის დაცვა მბე-ს და რკინის პრეპარატების მიღებებს შორის. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატი ამ პერიოდში ინიშნება სიფრთხილით, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე. გვერდითი მოვლენები:
იშვიათად აღინიშნება ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ჭარბი დოზირება:
აღწერილი არ არის. შენახვის ვადა:
2 წელი
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება. შენახვის პირობები:
არა უმეტეს 15-25°C, მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. შეფუთვა:
4 ბლისტერი 15 კაფსულით, რომლებიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. მწარმოებელი და მისი მისამართი:
HASCO-LEK
POLAND