newhospitals

მარიმერი 5მლ ცხ/წვეთები#12 ფლ

მარიმერი 5მლ ცხ/წვეთები#12 ფლ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
4836ნახვა
ACT კლასიფიკაციის კოდი - R01AX10
 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ზღვის წყალი, გასუფთავებული წყალი, 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდი. პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს.

 

ჩვენებები:
მარიმერის ერთჯერადი გამოყენებისათვის განკუთვნილი პროდუქტი რეკომენდებულია მცირეწლოვან ბავშვებში ცხვირში ჩასაწვეთებლად ან გასაწმენად შემდეგი მიზნებისათვის:

- ნაზალური არხების ყოველდღიური ჰიგიენისათვის
- ნაზალური არხების გაჭედვისას, ლორწოს გამოდევნის სტიმულირებისათვის
- ცხვირ-ყურ-ხახის ინფექციების მკურნალობისას დამატებითი საშუალების სახით.

 

მიღების წესები და დოზები:
სტერილური ზღვის წყლის ხსნარი - ცხვირის ყოველდღიური ჰიგიენისათვის
მარიმერი არის ბუნებრივი პროდუქტი და წარმოადგენს ფიზიოლოგიურ, სტერილურ ზღვის წყლის ხსნარს. ის ბუნებრივად მდიდარია მინერალური მარილებითა და ზღვის მიკროელემენტებით. მარიმერი რეკომენდებულია ჩვილების, ბავშვებისა და მოზრდილებისათვის ნაზალური არხების ყოველდღიური გაწმენდისათვის, განსაკუთრებით ცხვირის გამოშრობისას და გაჭედვისას. ცხვირის ჰიგიენის სათანადოდ დაცვა ხელს უწყობს ლორწოვანი გარსის დაცვას გარე ფაქტორების ზემოქმედებისაგან (როგორიცაა მაგ. ცივი ამინდი, ალერგია, მშრალი ჰაერი, დაბინძურება...) და ცხვირის საშულებით ნორმალურ სუნთქვას.
მოცემული პროდუქტის გამოყენებისას ჰიგიენის სათანადოდ დაცვის უზრუნველსაყოფად შექმნილია ერთდოზიანი პროდუქტი ერთჯერადი მოხმარებისათვის.

 

გამოყენების წესი:
ერთდოზიანი შეფუთვა უზრუნველყოფს პროდუქტის მარტივ და უსაფრთხო გამოყენებას. ამოიღეთ ფლაკონი შეფუთვიდან და მოხსენით თავსახური. ფლაკონის წვერი შეიძლება გამოყენებული იყოს თავსახურად.
ხსნარის გამოყენებისას ისარგებლეთ შედეგი მითითებებით:
- თავდაპირველად უნდა მოხდეს ცხვირის კარგად მოწმენდა
- ჩვილები უნდა მოვათავსოთ მწოლიარე მდგომარეობაში, ბავშვები კი მჯდომარე ან მდგომარე პოზიციაში თავის გვერდზე გადაწევით.
- ფლაკონის წვერი მოათავსეთ ნესტოში და მსუბუქად დააწექით.
- იგივე გაიმეორეთ მეორე ნესტოში.
- თავი უნდა აიწიოს ზემოთ, რათა ლორწო გამოიდევნოს, ხოლო ჭარბი სითხე მოწმენდილი უნდა იყოს.
- პროდუქტის მოქმედების გახანგრძლივების მზინით, პროდუქტის მიღებისთანავე ცხვირის მოწმენდა არ უნდა მოხდეს.
დოზირება
ყოველდღიური ჰიგიენისათვის: თითოეულ ნესტოში დღეში 1-4-ჯერ შესხურება.
ნაზალური არხების გაჭედვისას: თითოეულ ნესტოში დღეში 4-6-ჯერ, საჭიროების მიხედვით, სხვა ადგილობრივი თერაპიის გამოყენებამდე.

 

განსაკუთრებული მითითებები:
- ჩვილებში შუა ყურის დაინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, პროდუქტის ჩაწვეთება უნდა მოხდეს მინიმალური ზეწოლით.
- პროდუქტი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაფრთხილებები
- სტერილური ერთდოზიანი შეფუთვა ერთჯერადი მოხმარებისაა.
- გახსნილი ან დაზიანებული პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება.

 

შენახვის პირობები და ვადები:
- ინახება ოთახის ტემპერატურის პირობებში (15-30 °C-ზე).
- პროდუქტი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.


მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
:
Laboratories GILBERT 14204 Herouville-Saint-Clair
საფრანგეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.