მანიტოლი
შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება გ/ლ-ში: მანიტოლი (Mannitol) 100.0 გ/ლ დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი (Water for injections) 1000 მლ-მდე. წამლის ფორმა:
საინფუზიო ხსნარი. ჩვენებები:
• სხვადასხვა ეთიოლოგიის ოლიგო-ანურია საწყის სტადიაში;
• ქალასშიდა წნევის დასაწევად თავის ტვინის შეშუპების დროს;
• თვალშიდა მომატებული წნევის დასაქვეითებლად გლაუკომის შეტევების დროს;
• ფორსირებული დიურეზი შარდთან ერთად ტოქსიკური სუბსტანციების გამოსაყოფად;
• გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის გაზომვა (მანიტოლის ტესტი). უკუჩვენებები:
პრეპარატი უკუნაჩვენებია:
• დეჰიდრატაციის დროს;
• ქალასშიდა წნევის პოსტტრავმული მომატებისას სისხლჩაქცევის საშიშროებით (პირველი დღე-ღამის განმავლობაში, მაგრამ არა ოპერაციული მკურნალობის ჩატარების დროს);
• გულის მძიმე დეკომპენსაციის დროს;
• "შოკური თირკმლისას", პერსისტირებული ოლიგოანურიის დროს;
• ფილტვების მძიმე შეშუპების დროს. სიფრთხილე გამოყენებისას:
განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში გულის ხანგრძლივი უკმარისობით, თირკმლის მძიმე უკმარისობით; ავადმყოფებში, რომლებიც კორტიკოსტეროიდებს იღებენ. არ გამოიყენება ერთი საინფუზიო სისტემით სისხლის გადასხმის მიმდინარეობის დროს, ვინაიდან არსებობს ფსევდოაგლუტინაციის რისკი. თუ სისხლის გადასხმის მიმდინარეობისას აუცილებელია მანიტოლის შეყვანა, უნდა მოხდეს 20 მეივ ნატრიუმის ქლორიდის დამატება მანიტოლის ყოველ ლიტრზე. გადასხმის დროს აუცილებელია თირკმელების ფუნქციის კონტროლი შექცევადი ოსმოსური ნეფროზის თავიდან ასაცილებლად და დიურეზის გაკონტროლება მანიტოლის აკუმულირების ასაცილებლად, რომელსაც შეუძლია გულის უკმარისობის გამოწვევა. პაციენტებში თირკმელების მძიმე დაავადებებით აუცილებელია სინჯის ჩატარება პრეპარატის ეფექტურობის დასადგენად. სინჯისათვის შეჰყავთ მანიტოლი დოზით 0.2 გ/კგ 5 წუთის განმავლობაში, რამაც მინიმალური დიურეზი 40-50 მლ/სთ უნდა გამოიწვიოს. აუცილებელია სითხის ბალანსის, ელექტროლიტების და სისხლში შაქრის გაკონტროლება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ უნდა მოხდეს პრეპარატის შერევა სისხლთან ინ ვიტრო. საგულე გლიკოზიდებთან ერთდროულად გამოყენებამ შესაძლოა გაზარდოს დიგიტალისის პრეპარატებით მოწამვლის და ჰიპოკალიემიის რისკი. სხვა დიურეზიულებთან ერთდროულად გამოყენება მათ ეფექტს აძლიერებს. განსაკუთრებული მითითებები:
შეფუთვის გახსნის შემდეგ პრეპარატს დაუყოვნებლივ იყენებენ. ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე, უფერო ან თითქმის უფერო და თავისუფალი ხილული ნაწილაკებისაგან. კრისტალიზაციაზე ეჭვის შემთხვევაში პრეპარატი არ გამოიყენება. შეჰყავთ დამოუკიდებელი მუდმივი ინფუზიის სახით. ინფუზიის შემდეგ დარჩენილი რაოდენობის გამოყენება არ შეიძლება. ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ აბსოლუტური აუცილებლობის შემთხვევაში.
გამოყენების წესი და დოზირება მოზრდილები: პრეპარატი შეჰყავთ ნაკადის ან წვეთოვანი სახით 500 მგ-დან 1.5 გ/კგ-მდე (შეესაბამება 500-1000 მლ ხსნარს დღე-ღამეში). დღე-ღამეში 100 გ-ზე მეტი დოზით გამოყენება შეიძლება, თუ დიურეზი 100 მლ/სთ-ზე მეტია. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა მოზრდილებში შეადგენს 200 გ. თავის ტვინის შეშუპების სამკურნალოდ და გლაუკომის მწვავე შეტევისას 30 წუთის განმავლობაში შეყავთ 15-20 მლ/კგ მანიტოლის 10%-ნ ხსნარი (შეესაბამება 1.5-2 გ/კგ). თავის ტვინის შეშუპებისას შეყვანის მიზანს წარმოადგენს ტვინის ინტერსტიციალური სივრციდან სითხის ამოღება. აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ თავის ტვინში სისხლჩაქცევას ადგილი არა აქვს, ვინაიდან სისხლის მიმოქცევის გართულებამ შესაძლოა სისხლდენა განაახლოს. მანიტოლის შეყვანა იწვევს ქალასშიდა წნევის სწრაფად დაწევას და გაუწყლოვანებას თავის ტვინის შეშუპების დროს, მაგრამ არსებობს რისკი ჭარბი დოზისას. ნებისმიერ შემთხვევაში შენარჩუნებული უნდა იქნას დიურეზი 100 მლ-სთ-ზე მეტი. გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის განსაზღვრისათვის (მანიტოლის ტესტი) - 200 მლ (20 გ მანიტოლს) აზავებენ 80 მლ Nაჩლ 0.9%-ან ხსნარში. მიღებული ხსნარი შეჰყავთ სიჩქარით 20 მლ/წთ. მოწამვლების სამკურნალოდ იწვევენ ფორსირებულ ოსმოსურ მანიტოლის დიურეზს 2000 მლ 10%-ანი ხსნარის შეყვანით, თანაც, გათვალისწინებული უნდა იყოს ის, რომ ამ ჰიპერტონულ ხსნარს შეუძლია ექსიკოზის გამოწვევა. ბავშვები:
მანიტოლის 10%-ან ხსნარს ასხავენ სიჩქარით 10-15 წვეთი წუთში სხეულის წონის 10 კგ-ზე და სხეულის წონის 10 მლ/კგ-მდე დღე-ღამეში. გვერდითი ეფექტები:
ძირითადი გვერდითი რეაქციები დაკავშირებულია წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის შეცვლასთან და ყველაზე ხშირად ვლინდება ჰიპონატრიემიით, იშვიათად ჰიპერკალიემიით. არაადექვატური ჰიდრატაციის ან ჰიპოვოლემიის დროს მანიტოლის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიჰიდრატაცია, ოლიგურია და ჰემოკონცენტრაცია. სწრაფი ინტრავენური შეყვანისას იწვევს თავის ტკივილს, ღებინებას, გულისრევას, წყურვილს, ცხელებას, ტკივილს გულმკერდის არეში, სუნთქვის დარღვევას. ამ დროს შეყვანისას შესაძლოა განვითარდეს ინტოქსიკაცია. გვერდითი რეაქციების გამოვლინებისას გამოყენება უნდა შეწყდეს და ნარჩენი ანალიზისათვის უნდა იქნეს შენახული. პაციენტმა თავის ექიმს უნდა შეატყობინოს ნებისმიერი გვერდითი რეაქციის შესახებ, რომელიც ინსტრუქციაში აღწერილი არ არის.
შეფუთვა:
პოლიპროპილენის 500 მლ ფლაკონები. შენახვის პირობები:
ტემპერატურაზე არაუმეტეს 25C. ხსნარის გაყინვა არ დაიშვება! შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! ვარგისიანობის ვადა:
3 (სამი) წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ! აფთიაქიდან გაცემის პირობები:
სტაციონარებისათვის რეცეპტით. მწარმოებელი:
ბალკანფარმა - ტროიანი ად, "კრაირეჩნა"-ს ქუჩა #1, 5600 ტროიანი, ბულგარეთი.