newhospitals

LUTEX №30

LUTEX №30
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5711ნახვა

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს: შავნაყოფა არონიის მშრალ ექსტრაქტს - 70მგ მათ შორის არონიის ანტოციანებს - 11მგ კალენდულას მშრალ ექსტრაქტს - 12,6მგ მათ შორის ლუთეინს - 6მგ

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

LUTEX №30 მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია. შავნაყოფა არონიის ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები - ანტოციანები ხელს უწყობენ:

• თვალის ფოტორეცეპტორებში ბადურის სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის - როდოპსინის სინთეზს, რითაც აუმჯობესებენ სინათლის ცვალებადი ინტენსივობისადმი თვალის მგრძნობელობას, სიბნელისადმი ადაპტაციას და მხედველობის სიმახვილეს;

• თრგუნავენ თვალის ბროლის ქსოვილებში პათოლოგიურ ალდოზო-რედუქტაზულ აქტივობას, ხელს უშლიან კატარაქტის განვითარების პროცესს.

• უჯრედულ მემბრანებში ფოსფოლიპიდების სინთეზის გზით ანტოციანები ამცირებენ კაპილარების სიმყიფეს, აღადგენენ მათ გამტარობას სისხლძარღვოვანი თრომბოზის დროს, რაც ხელს უწყობს თვალის ბადურის ტროფიკის გაუმჯობესებას. ლუთეინი- კაროტინოიდია, რომელიც ბადურის ყვითელი ხალის (მაკულას) ძირითად პიგმენტს წარმოადგენს:

• იცავს ბადურას მზის სხივების რადიაციული და სხვა სახის პათოლოგიური ზემოქმედებისაგან

• იცავს თვალის ბროლს არასასურველი ზემოქმედებისგან, რითაც აფერხებს კატარაქტის განვითარებას.

 

ჩვენება:

LUTEX №30 გამოიყენება, როგორც სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება შემდეგი დაავადებების და მდგომარეობების დროს:

• საშუალო და მძიმე ხარისხის მიოპია

• შეძენილი ჰემერალოპია

• დიაბეტური რეტინოპათია

• სიბნელისადმი მხედველობის (ღამის და საღამოს მხედველობის) ადაპტაციის მექანიზმების დარღვევ

• ბადურის მაკულარული დისტროფია

• ბადურის პიგმენტური დეგენერაცია

• კატარაქტა

• გლაუკომა

• პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა

• კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობისას

• მხედველობის დატვირთვის ფონზე

• მზეზე ხანგრძლივად ყოფნის დროს

 

დოზირება:

1 კაფსულა დღეში, ჭამის დროს გაფრთხილება:

• LUTEX №30 განკუთვნილია 12 წელზე უფროსი ბავშვებისათვის და მოზრდილთათვის

• არ შეიძლება რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება

• ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მიღებამდე აუცილებელია ექიმის კონსულტაცია მწარმოებელი: Adamed Consumer Healthcare S.A პოლონეთი

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.