newhospitals

ლუნიზოლ-სანოველი 150მგ #1კაფს

ლუნიზოლ-სანოველი 150მგ #1კაფს
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3698ნახვა
შემადგენლობა:
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების - ფლუკონაზოლის (fluconazole) 150მგ-ს.

 

დამხმარე ნივთიერება:
ტიტანის დიოქსიდი (E171).

 

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკოზური საშუალება
ათქ კლასიფიკაციის კოდი - D01AC15

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფლუკონაზოლი ბის-ტრიაზოლის ჯგუფის ანტიმიკოზური საშუალებაა, იგი შერჩევითად აინჰიბირებს ფერმენტს, რომელიც აუცილებელია ერგოსტეროლის სინთეზისათვის სოკოს უჯრედში. In vitro და In vivo ფლუკონაზოლის აქტივობა მკვეთრად განსხვავებულია.
პერორალურად მიღებისას იგი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი ბიოშეღწევადობა აღემატება 90 % -ს. უზმოზე მიღებისას პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში აღინიშნება 0,5 - 1,5 საათში. ფლუკონაზოლის კონცენტრაცია პლაზმაში შეადგენს 2,37 მგ/ლ, წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 4-5 დღეში.
იგი კარგად აღწევს ორგანიზმის ბიოლოგიურ სითხეებში. ფლუკონაზოლის რაოდენობა ნერწყვში, ლორწოში, პერიტონეულ სითხეში, საშოს ქსოვილში, ფრჩხილებსა და ვეზიკულურ სითხეებში უტოლდება მის რაოდენობას პლაზმაში. სოკოვანი მენინგიტებისას ფლუკონაზოლის შემცველობა ცერებრო -სპინალურ სითხეში შეადგენს პლაზმაში მისი რაოდენობის 80%-ს. სისხლის ცილებთან შეკავშირების ხარისხი მცირეა (12%). მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 საათს, რაც იძლევა მისი ერთჯერადი გამოყენების საშუალებას ვაგინალური კანდიდოზების დროს.
პრეპარატის 80%-ი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით შეუცვლელი სახით.

 

ჩვენებები:
მწვავე და რეციდიული ვაგინალური კანდიდოზები.

 

უკუჩვენებები:
ფლუკონაზოლისა და ტრიაზოლის ჯგუფის სხვა პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

 

უსაფრთხოების ზომები:

 

მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ღვიძლის ფუნქციის გამოკვლევა:

 

ორსულობა:
ცხოველებში მხოლოდ პრეპარატის ჭარბი დოზით გამოყენებისას აღინიშნებოდა მისი ტოქსიკური მოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოზები აღემატებოდა რეკომენდებულს, ორსულებში მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის (ორსულთა C კატეგორია).

 

 

ლაქტაციის პერიოდი:
ვინაიდან ფლუკონაზოლი გამოიყოფა დედის რძეში ლაქტაციის პერიოდში მისი დანიშვნა მიზანშეწონილი არ არის.
ცნობები ფლუკონაზოლის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ 16 წლამდე ბავშვებში არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ანტიმიკოზური მკურნალობა აუცილებელია, ხოლო ალტერნატიული საშუალება არ არსებობს.

 

გვერდითი მოვლენები:

 

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია:
გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი მუცელში, დიარეა. იშვიათად აღინიშნება გამონაყარი კანზე, თავის ტკივილი.

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
პრეპარატის ერთჯერადი დოზით 150მგ გამოყენებისას სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება. ვარფარინისა და ფლუკონაზოლის ერთდროულად მიღებისას მნიშვნელოვნად იმატებს პროთრომბინის დრო. საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით განისაზღვროს ანტიკოაგულანტების დოზა, როდესაც ფლუკონაზოლი ინიშნება კუმარინის ტიპის პრეპარატებთან ერთად. ფლუკონაზოლი ახანგრძლივებს პერორალური სულფონილურაცილების ნახევრადგამოყოფის პერიოდს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში მათი ერთდროული გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იქნას ჰიპოგლიკემიური ეპიზოდების განვითარების შესაძლებლობა.

 

დოზირება და მიღების წესი:

 

ვაგინალური კანდიდოზი:
რეკომენდებულია პრეპარატის 150მგ ერთჯერადი მიღება (ერთდღიანი თერაპია).
ფლუკონაზოლის უმეტესი ნაწილი შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდში, ამიტომ თირკმლის დაზიანების შემთხვევაში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

 

ჭარბი დოზირების მკურნალობა:
ჭარბი დოზირებისას ნაჩვენებია სიმპტომატური მკურნალობა. რადგანაც ფლუკონაზოლი ძირითადად გამოიყოფა შარდში, გაძლიერებული დიურეზი სავარაუდოდ გაზრდის ელიმინაციას. 3 საათიანი ჰემოდიალიზის კურსი დაახლოვებით 50% -ით ამცირებს პრეპარატის შემცველობას პლაზმაში.

 

შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (30°C), მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

 

გამოშვების ფორმა:
ბლისტერში ერთი კაფსულა.

 

სხვა ფორმები:
ლუნიზოლი - სანოველი, 150მგ, 2 კაფსულა.

 

გაიცემა ექიმის რეცეპტით:
პრეპარატის მიღებამდე გაეცანით ინსტრუქციას.

 

რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი:
Sanovel Pharmaceutical Products Industry Inc

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.