ლუცეტამი 800მგ #30ტ
ლუცეტამი 800მგ
LUCETAM
აქტიური ნივთიერება: თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს პირაცეტამის 400 მგ-ს, 800 მგ-ს ან 1200 მგ-ს.
არააქტიური ინგრედიენტები: მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K-30, მაკროგოლი 6000, დიბუტილსებაკატი, ტიტანიუმის ორჟანგი, ტალკი, ეთილცელულოზა, ჰიპრომელოზა.
ლუცეტამი – ნოოტროპული საშუალებაა. იგი აატქიურებს ნივთიერებათა ცვლას ნერვულ უჯრედებში, აღადგენს უჯრედოვანი მემბრანების სტრუქტურასა და აუმჯობესებს მათ ფუნქციას და, ამგვარად, აადვილებს ინფორმაციის ცვლას უჯრედებს შორის. პრეპარატი კარგ ეფექტს ახდენს თავის ტვინის სისხლ- მიმოქცევასა და მეტაბოლიზმზე. პირაცეტამი აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას (შეწებება), ასევე, არ აძლევს სისხლის წითელ უჯრედებს საშუალებას მიეწებოს სისხლძარღვთა კედლებს და ხელს უშლის სისხლძარღვის დამხშობი თრომბის ფორმირების დაწყებას.
ჩვენებები
- მეხსიერების დარღვევა, ყურადღების და მოტივაციის დეფიციტი, სიფხიზლის დონის შემცირება თავის ტვინის დაზიანებისა ან მისი ფუნქციების დათრგუნვის გამო.
- ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის ნარჩენი მოვლენების მკურნალობა (უპირველის ყოვლისა, აფაზიის).
- კუნთების კრთომა, განპირობებული ნერვულის სიტემის დაზიანებით (ქერქული მიოკლონუსი).
- თავბრუსხვევა და წონასწორობის დარღვევა (სისხლძარღვოვანი მოშლილობების სიმპტომებისა და ფსიქიკური დარღვევების გარდა).
- ქრონიკული ალკოჰოლიზმისა და ალკოჰოლური აბსტინენციური სინდრომის ფონზე განვითარებული მეხსიერებისა და ყურადღების დაქვეითების კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით.
- სხვა მეთოდებთან კომბინაციაში _შესწავლის სირთულისა და დიზლექსიის (წერილობითი მეტყველების აღქმის გაძნელება) მქონე ბავშვების შრომისუნარიანობის გასაუმჯობესებლად.
უკუჩვენებები:
- მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
- თირკმელების მძიმე დაავადება.
- სისხლჩაქცევა თავის ტვინში.
- ძუძუთი კვება.
- ორსულობა.
პრეპარატ ლუცეტამის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს
• თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატ ლუცეტამის აქტიური კომპონენტის გამოყოფა შეიძლება გახანგრძლივდეს, მისი ეფექტი კი გაძლიერდეს. ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობის დაწყებამდე გამოიკვლეულ უნდა იქნას თირკმლის ფუნქციები.
• ეპილეფსია ან სპასტიური მდგომარეობისაკენ მიდრეკილება, რადგან ამ პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას შეუძლია გააძლიეროს სპაზმებისაკენ მიდრეკილება და მოახდინოს ეპილეფსიური შეტევების პროვოცირება.
• სისხლის შედედების დარღვევა, ძლიერი სისხლდენა, გადატანილი დიდი ოპერაცია. ამ პრეპარატის აქტიურ ნივთიერებას შეუძლია იმოქმედოს სისხლის შედედებაზე, მისი გამოყენება ამ შემთხვევებში საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.
• ქერქული მიოკლონია, რადგან პრეპარატ ლუცეტამის სწრაფ მოხსნას შეუძლია დაავადების რეციდივის და კრუნჩხვითი შეტევების გამოწვევა.
• ჰიპერთირეოზი - პრეპარატს შეუძლია ზოგიერთი სიმპტომების გაძლიერება (ტრემორი, შფოთვა, ძილის დარღვევა, გაბრუება).
ორსულობა
მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინეს პრეპარატ ლუცეტამის ტოქსიური ეფექტი ნაყოფზე, ეს ნივთიერება გადის პლაცენტარულ ბარიერს და ამიტომ მისი გამოყენება, ჩვეულებრივ, უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ექიმი ამ პრეპარატს დანიშნავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი სარგებელი აჭარბებს შესაძლებელ რისკს.
ძუძუთი კვება
პრეპარატის აქტიური ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში. მეძუძური დედებისათვის არ არის რეკომენდირებული ლუცეტამის მიღება.
ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
ამ უნარზე პირაცეტამის გავლენის კლინიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ მისი შესაძლებელი გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით, ასეთი გავლენა არ არის გამორიცხული. ამიტომ შეზღუდვის დონე ექიმის მიერ უნდა განისაზღვროს.
სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
მასტიმულირებელი, ანტიფსიქოზური ნივთიერებების, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური პრეპარატების ან ანტიკოაგულანტების მიღება ლუცეტამთან ერთად საჭიროებს სამედიცინო მეთვალყურეობას ან (ზოგიერთ შემთხვევაში) დოზის დაზუსტებას.
დოზირება და მიღების წესი
პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. საჭიროა რეკომენდირებული დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის ზუსტი დაცვა.
დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად დაავადების სახისა და სიმძიმის, ასევე, პრეპარატზე რეაქციის გათვალისწინებით.
ტაბლეტები ინიშნება ჭამამდე, 100-200 მლ სითხის მიყოლებით.
რეკომენდირებული დოზები სხვადასხვა ჩვენების დროს
ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომური მკურნალობა (მეხსიერების დარღვევა, ყურადღებისა და მოტივაციის უკმარისობა): დღე-ღამეში 2,4 - 4,8 გ ორ-სამ მიღებად.
ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნარჩენი მოვლენების მკურნალობა (მაგალითად, ინსულტი): ქვემწვავე ან ქრონიკული (15 დღეზე მეტი ხანგრძლივობის) დაავადებების დროს რეკომენდირებული დოზაა 4,8 – 6 გ.
კორტიკალური მიოკლონია: რეკომენდირებული საწყისი დღიური დოზაა 7,2 მგ, რის შემდეგ, საჭიროებისამებრ, შეიძლება დოზის მომატება 4,8 გ-ით 3-4 დღიანი ინტერვალებით, 24 გ-მდე დღეში.
თავბრუსხვევა: 2,4 – 4,8 გ დღეში ორი-სამ მიღებაზე.
ალკოჰოლის შეწყვეტის სინდრომი: 12 გ დღეში, შემდეგ შემანარჩუნებელი თერაპიის სახით - 2,4 გ დღეში.
ბავშვების დიზლექსია: 8-13 წლის ასაკში, ლოგოპედიურ მკურნალობასთან ერთად, მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა შეადგენს 3,2 გ-ს ორ მიღებაზე.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია.
მკურნალობის ხანგრძლივობა ისაზღვრება პაციენტის კლინიკური მდგომარეობით. ქრონიკული დაავადებების დროს მკურნალობა, ჩვეულებრივ, გრძელდება 6-12 კვირა, მაგრამ შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაშიც გაგრძელდეს, ხოლო ალცჰაიმერის დაავადების დროს - რამდენიმე წელიც კი.
არ შეიძლება პრეპარატის მიღების შეწყვტა თვითნებურად.
ჭარბი დოზირება:
პირაცეტამი არატოქსიურია ძალიან მაღალ დოზებშიც კი.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, საჭიროა სიმფტომური მკურნალობის გამოყენება. პირაცეტამი ორგანიზმიდან შეიძლება გამოიდევნოს დიალიზის მეშვეობით ექსტრაქციის ეფექტურობით 50-60 %.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში:
მორიგი დოზის მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მალე შემდეგი დოზის მიღებამდე. თუ დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ წინამორბედი, რადგან მისი ანაზღაურება უკვე შეუძლებელია, ორი დოზის ერთდროულმა მიღებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირება.
გვერდითი ეფექტები
როგორც ნებისმიერ სხვა სამკურნალო საშუალებას, ლუცეტამს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა. ისინი, ჩვეულებრივ, სუსტად არიან გამოხატული და ძირითადად დაკავშირებულია მაღალი დოზების მიღებასთან, მაგრამ ექიმს ჰკითხეთ რჩევა, თუ იგრძნობთ ერთ-ერთს შემდეგი გამოვლინებებიდან:
შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარების განყოფილებას, ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მოვლენის გამოვლენისას:
იშვიათი მძიმე გვერდითი მოვლენები:
- მაღალი მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატ ლუცეტამის ან მისი ინგრედიენტების მიმართ.
- ჭინჭრის ციება
ეს სიმპტომი შეიძლება იყოს ძალიან იშვიათი ალერგიული რეაქციის გამოვლენა. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და ჩატარდეს ექიმის კონსულტაცია.
ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები, ჩვეულებრივ, მსუბუქად ამოხატულია. გვერდითი ეფექტები, რომელიც აღინიშნება სიხშირით არანაკლებ 5 %-ისა, ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში 2400 მგ-ზე მეტი Dდღიური დოზის მიღების შემთხვევაში: ნერვული აგზნებადობა და გაღიზიანებადობა, შფოთვა, აგრესია, მოძრაობითი აქტივობის მომატება, ძილის დარღვევა.
გვერიდთი ეფექტები 2 %-ზე ნაკლები სიხშირით: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, კუჭის ტკივილი, სხეულის წონის მომატება.
იშვიათად: არტერიული წნევის მომატება ან შემცირება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტრემორი, ლიბიდოს გაზრდა, ალერგიული რეაქციები.
ძალიან იშვიათად: უძილობა და დაღლილობა (პარადოქსული ეფექტები).
სხვა იშვიათი გვერდითი ეფექტები, რეგისტრირებული კლინიკური კვლევებით: გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები (მხედველობითი და სმენითი), მოძრაობის დროს გაუბედაობა, წონასწორობის დარღვევა, ეპილეფსიის მიმდინარეობის გაუარესება, სისხლძარღვთა გაფართოვება შეშუპებით, დერმატიტი, კანის ქავილი.
გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტები, 400 მგ, 800 მგ, 1200 მგ, მოთავსებული ყავისფერი შუშის ფლაკონებში (შესაბამისად 60, 30 და 20 ცალი ფლაკონში).
ფლაკონები თავსდება მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის 15-250C ტემპერატურაზე მშრალ და სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია ყუთზე.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.
მწარმოებელი
ფარმაცევტული ქარხანა ეგის ს/ს უნგრეთი
EGIS PHARMACEUTICALS LTD HUNGARY