newhospitals

ლოზამინი პლუსი #30ტ

ლოზამინი პლუსი #30ტ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
3218ნახვა
საერთაშორისო დასახელება - glucosamine, chondroitine sulfate
 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები; პროტეოგლიკანების ბიოსინთეზის სტიმულატორები

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
30ც ტაბლეტი ფლაკონში

გლუკოზამინ ჰიდროქლორიდი -500მგ
ქონდროიტინ სულფატი -100მგ
მეთილსულფონილმეთანი- 300მგ

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
გლუკოზამინი არის სახსრის ხრტილის და შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი კომპონენტი,რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სახსრების მოძრაობის შენარჩუნებაში. პრეპარატის ძირითადი ზემოქმედება სახსრის ხრტილზე მდგომარეობს იმაში, რომ პრეპარატი კეთილსასურველად მქმედებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციულ პროცესებზე, აგრეთვე ეფექტურად უბრუნებს სახსარს ნორმალურ, უმტკივნეულო მდგომარეობას.
ქონდროიტინ სულფატი ხრტილს უნარჩუნებსნორმალურ სტრუქტურას, უზრუნველყოფს მის ჰიდრატაციას, რითაც აუნჯობესებს ქსოვილის ელასტიურობას.
გლუკოზამინ ჰიდროქლორიდის, ქონდროიტინ სულფატისა და მეთილსულფონილმეთანის ერთ პრეპარატში არსებობა უზრუნველყოფს აქტიური სუბსტანციების თანაბარ გადანაწილებას, რაც აუცილებელია საყრდენ მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებისათვის, სახსრის ხრტილოვანი რეგენერაციისათვის, სახსრების მოძრაობის გაუმჯობესებისათვის, მისი ნორმალური,უმტკივნეულო მდგომარეობის აღსადგენად. პრეპარატის ეფექტი ვლინდება როგორც ხანდაზმულებში, ისე ახალგაზრდებში

 

ჩვენებები:
• სახსრის მოძრაობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად
• სახსრის ტკივილების და ანთებითი პროცესის შესამცირებლად
• სახსრის ფუნქციის დაცვისა და გაუმჯობესებისათვის

 

მიღების წესები და დოზები:
2 ტაბლეტი დღეში. ოპტიმალური ეფექტი შეიმჩნევა მკურნალობის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ

 

განსაკუთრებული მითითებები:
• საკვები დანამატი
• არ შეიძლება რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება
• საკვებ დანამატს არ შეუძლია შეცვალოს რაციონალური კვება

 

ჭარბი დოზირება:
არ შეიძლება რეკომენდირებული დოზის გადაჭარბება

 

შენახვის პირობები და ვადები:
• ინახება 15-25°C- ზე ორიგინალურ შეფუთვაში
• ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.
• არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

აფთიაქში გაცემის წესი:
ურეცეპტოდ

 

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
Contract Pharmacal Corporation
აშშ

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.