ლორობენი 30მლ ორალ.სპრეი
საერთაშორისო დასახელება - benzydamine HCL, chlorhexidine gluconate
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
30 მლ ორალური სპრეი აქტიური ინგრედიენტები:
0.12% ქლორჰექსიდინის გლუკონატი და 0.15 % ბენზიდამინი HCL
დამხმარე ნივთიერებები:
ლიუტროლი F68 , სორბიტოლი (70%), ეთანოლი, პიტნის და ლიმონის ესენცია.
თითოეული შესხურება შეიცავს (0.13 მლ 0.156 მგ ქლორჰექსიდინის გლუკონატს და 0.195 მგ ბენზიდამინ HCL-ს. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბენზიდამინი- არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ნივთიერებაა, რომელიც განსხვავდება სხვა აასპ-გან. ადგილობრივი გამოყენებისას გამოხატული აქვს ადგილობრივი ანესთეზიური ეფექტი. ექსპერიმენტალურად დადგენილია,რომ ბენზიდამინის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება უფრო გამოხატულია ანთებითი პროცესის შედეგად განვითარებული ტკივილისას ვიდრე არაანთებითი ხასიათის ტკივილის დროს.
ქლორჰექსიდინის გლუკონატი არის ბისბიგუანიდი ფართო ანტიმიკრობული აქტივობით ქლორჰექსიდინის გლუკონატი ადგილობრივი გამოყენებისას აბსორბირდება კბილების ზედაპირზე,პირის ღრუს ლორწოვანზე და ნადებებზე ნელ-ნელა გამონთავისუფლდება ნერწყვში 24 სთ - ის განმავლობაში.
ფარმაკოდინამიკა:
ბენზიდამინის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება არ არის დაკავშირებული ჰიპოფიზო -ადრენალური სისტემის სტიმულაციასთან. ბენზიდამინი ისევე აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს, როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მაგრამ მოქმედების მექანიზმი ამ დროს შესწავლილი არ არის.
ადგილობრივი გამოყენებისას ქლორჰექსიდინს ახასიათებს პროლონგირებული ბაქტერიოსტატიკული ეფექტი შემდგომი ბაქტერიციდული მოქმედებით.
ქლორჰექსიდინი, აბსორბირდება რა მიკრობის უჯრედის კედელზე, აქვს პროლონგირებული ზედაპირული მოქმედება, რაც განაპირობებს ბაქტერიების ზრდის შეჩერებას, შემდგომში კი ციტოპლაზმის პრეციპიტაციით იწვევს უჯრედის სიკვდილს.
ფარმაკოკინეტიკა
ბენზიდამინი კარგად აბსორბირდება ანთებითი ლორწოვანის გზით და გამოხატული აქვს ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივად ანესთეზიური მოქმედება.
ადგილობრივი გამოყენებისას ქლორჰექსიდინის 30% რჩება პირის ღრუში და 24 სთ - ის განმავლობაში ნელ - ნელა გამოიყოფა ნერწყვში. ჩვენებები:
- პირის ღრუში და ყელში ტკივილის დროებითი მოხსნისთვის (ანგინა, ფარინგიტი, ტონზილიტი, აფტოზური სტომატიტი, გლოსიტი).
- ოპერაციული ჩარევები ყელსა და პირის ღრუში;
- პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ქიმიოთერაპიის ,რადიოთერაპიის და სხვა ჩარევების შედეგად (მაგ; ტრაქეის ინტუბაცია);
- პირის ღრუს ანთებითი დაავადებები, გართულებები, პარადონტოზი;
- გინგივიტების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- კბილებზე ნადების შესამცირებლად;
- პირის ღრუს ჰიგიენა. მიღების წესები და დოზები:
- არ უნდა გაიხსნას;
- გამოყენების შემდეგ აუცილებელია ხსნარი პირის ღრუდან გარეთ გადმოინთხეს.
დოზირება დიდებისათვის:
ჩვეულებრივი დოზა : 5-10 შესხურება უშუალოდ ყელში ან ანთებით კერაზე. გაიმეორეთ ყოველ 1.5-3 საათში, აუცილებლობიდან გამომდინარე.
დოზირება ბავშვებისათვის:
5 - ჯერ შესხურება ყელში ან ანთებით კერაზე ყოველ 1.5-3 სთ- ში , აუცილებლობიდან გამომდინარე.
გამოყენების წესი:
- დააჭირეთ ხელი სპრეის აპლიკატორზე მანამ , სანამ არ იქნება მიღებულლი რეგულარული ნაკადი;
- აწიეთ სპრეის ბოლო მანამ, სანამ იგი კარგად არ მოთავსდება პირის ღრუში და დააჭირეთ აპლიკატორს. იგივე გაიმეორეთ 4 - ჯერ სხვადასხვა უბანზე
- დაიჭირეთ ფლაკონი სპრეით ვერტიკალურად. გვერდითი მოვლენები:
ლორობენი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება და აქვს მცირე გვერდითი ეფექტები.
ბენზიდამინის ჰიდროქლორიდს ხსნარის ფორმით აქვს შემდეგი არასასურველი რეაქციები:
ადგილობრივი არასასურველი რეაქციები :
პირის ღრუში გაბრუჟება (2.6%), წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (1.4 %).
იშვიათად განვითარებული გვერდითი ეფექტები :
სიმშრალე ან წყურვილის შეგრძნება (0.2%), ჩხვლეტა, სიმხურვალის შეგრძნება პირის ღრუში და გემოვნების შეცვლა (0.1%).
ზოგადი არასასურველი რეაქციები:
გვხვდება იშვიათად და არ ატარებს სერიოზულ ხასიათს: გულისრევა, ღებინება, სლოკინი, დისპეპსიური მოვლენები (0.4%), თავბრუსხვევა (0.1%), თავის ტკივილი და ძილიანობა (0.1%)
გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ქლორჰექსიდინის გლუკონატის გამოყენებასთან :
- კბილებზე და პირის ღრუში უსაფრთხო შეფერადების გაჩენა , რომელიც შეიძლება ავიცილოთ თავიდან კბილების წინასწარი გაწმენდით;
- გემოვნების შეცვლა;
კვლევებისას ექპერიმენტულად სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოვლინდა. უკუჩვენება:
უკუნაჩვენებია იმ პირებისათვის , რომლებსაც აქვთ ზემგრძნობელობა ბენზიდამინის და მისი წარმოებულების მიმართ.
სიფრთხილის ზომები:
- მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის;
- მხოლოდს პირის ღრუში გამოყენებისათვის;
- არ გადაყლაპოთ;
- შეიძლება დატოვოს შექცევადი შეფერადება პირის ღრუში, განსაკუთრებით კბილებზე.
სისტემური მოქმედებისთვის გამოყენებისას, ითვალისწინებენ იმ პირებისათვის, რომლებსაც დაზიანებული აქვთ თირკმელი, რადგან ბენზიდამინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით.
დიდი სიფრთხილით ინიშნება იმ პირებში, რომელთაც დაზიანებული აქვთ ღვიძლი, რადგან ბენზიდამინი მეტაბოლიზდება ღვიძლში.
არ არის რეკომენდებული ლორობენის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა (კატეგორია B):
უკუნაჩვენებია ორსულებში
ლაქტაცია:
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი უკუნაჩვენებია. ჭარბი დოზირება:
ბენზიდამინის სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. დიდი დოზებით გადაყლაპვისას ტარდება სიმპტომური მკურნალობა. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- ქლორჰექსიდინი:
- ქლორჰექსიდინის მარილები შეუთავსებელია საპონთან და სხვა ანიონურ ნაერთებთან;
- ქლორჰექსიდინის მარილები შეთავსებადია კათიონურ და არაიონურ ზედაპირულ სუბსტანციებთან;
- ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს ცეტრიმიდს და ლისაპოლს შეუძლიათ გამოიწვიონ მისი ხსნადობის გაზრდა.
- შეუთავსებელია ანიონურ პოლიელექტროლიტებთან: ნატრიუმის ალგინატი, ნატრიუმის კარბოქსილ მეთილ ცელულოზა, გუმიარბიკი, სახამებელი. ერთდროული გამოყენება აქვეითებს ეფექტურობას.
- შეუთავსებელია ბრილიანტის მწვანესთან, ქლორამფენიკოლთან, ნატრიუმის ფლუორიცინთან, ფორმალდეჰიდთან , ვერცხლის ნიტრატთან, ცინკის და სპილენძის სულფატთან;
- ხისტ წყალში გახსნისას შეიძლება დაილექოს ხსნადი მარილების სახით;
- თუ ქლორჰექსიდინის მარილები წარმოქმნილია ბენზოატებით, ბიკარბონატებით, კარბონატებით, ბორატებით, ნიტრატებით, ფოსფატებით, სულფატებით 0.05% კონცენტრაციაზე მეტად, მაშინ ილექება დაბალი ხსნადობის მარილები;
- ცეტრიმიდი თრგუნავს ქლორჰექსიდინის დალექვას ხისტ წყლაში;
- ქლორჰექსიდინის გლუკონატის გარდა ქლორჰექსიდინი და მისი მარილები უკეთ იხსნება სპირტში, ვიდრე წყალში.
ქლორჰექსიდინის გლუკონატის ხსნარი შეიძლება დაილექოს სპირტის დამატებით. 7% სპირტის დამატება ამაღლებს ქლორჰექსიდინის გლუკონატის აქტიურობას გრამ უარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ და მის აბსორბციას. არ არის ცნობილი წამლისმიერი ურთიერთქმედება ბენზიდამინთან შენახვის პირობები და ვადები:
შენახვის ვადა : 2 წელი ოთახის ტემპერატურაზე.
დაიცავით სინათლისაგან. აფთიაქში გაცემის წესი:
ურეცეპტოდ მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
დროგსან ილაჩლარი სან.ვე, ტიჩ.
თურქეთი