newhospitals

ლორობენი 200მლ ხსნარი

ლორობენი 200მლ ხსნარი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
9183ნახვა
საერთაშორისო დასახელება - benzydamine HCL, chlorhexidine gluconate
 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისათვის

 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
200 მლ-იანი ბოთლი

0.12% ქლორჰექსიდინის გლუკონატი და 0.15% ბენზიდამინის HCL.
დამხმარე ნივთიერებები:
სორბიტოლი, ეთანოლი, ჰიდროქინონი, პიტნის და ლიმონის ესენციები.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბენზიდამინი- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, გამოირჩევა სხვა ასას-გან. ლოკალური მოხმარების დროს გამოყენებულ კონცენტრაციას გააჩნია ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედება. ექსპერიმენტული ცდების დროს, ბენზიდამინის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება უფრო კარგად გამოიხატება ანთებითი გენეზის ტკივილის დროს, ვიდრე არაანთებითი წარმოშობის შემთხვევაში. ქლორჰექსიდინის გლუკონატი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიმიკრობული აქტივობის მქონე ბისბიგუანიდს. პირის ღრუში გამოვლების შემდეგ ქლორჰექსიდინის გლუკონატი ადსორბირდება კბილების ზედაპირზე, პირის ღრუს ლორწოვანზე და ნადებზე, ნელა გამოიყოფა ნერწყვში 24 საათის განმავლობაში.
ფარმაკოდინამიკა:
ანთების საწინააღმდეგო მოქმედება არ არის დაკავშირებული ჰიპოფიზო-ადრენალურ სისტემასთან. ბენზიდამინი აინჰიბირებს პროსტაგლანდინების ბიოსინთეზს, ისევე როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა მოქმედების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის.
ადგილობრივი გამოყენებისას ქლორჰექსიდინს გააჩნია პროლონგირებული ბაქტერიოსტატიკური ეფექტი, რომელსაც მოჰყვება დაუყოვნებელი ბაქტერიოციდული მოქმედება. ქლორჰექსიდინი აბსორბირდება ბაქტერიის კედელზე და ახდენს პროლონგირებულ ზედაპირულ ზემოქმედებას, ანელებს ბაქტერიის ზრდას, ხელს უწყობს ციტოპლაზმის პრეციპიტაციას და იწვევს ბაქტერიის უჯრედის სიკვდილს.
ფარმაკოკინეტიკა
ბენზიდამინი კარგად აბსორბირდება ანთებითი ლორწოვანის გავლით და ახდენს ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. გამოვლების შედეგად, ქლორჰექსიდინის დაახლოებით 30% რჩება პირის ღრუში. 24 საათის განმავლობაში ნელა გამოიყოფა ნერწყვში.

 

ჩვენებები:
- პირის ღრუს და ყელის დაავადებების დროებითი მკურნალობის მიზნით (ანგინა, ტონზილიტი, ფარინგიტი, აფტოზური სტომატიტი, გლოსიტი);
- პირის ღრუს და ყელის ოპერაციები;
- პირის ღრუს დაავადებების დროს, რომლებიც გამოწვეულია ქიმიოთერაპიით, სხივური თერაპიით, სხვადასხვა ჩარევებით (მაგ : ტრაქეის ინტუბაცია) და ტრავმებით.
- პირის ღრუს ლორწოვანის ანთებითი დაავადებები, გართულებული პარადონტოზით.
- გინგივიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- კბილებზე ნადების შემცირების მიზნით;
- პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის მიზნით.

 

მიღების წესები და დოზები:
არ განაზაოთ! გამოყენების შედეგ საჭიროა ხსნარი გადმოფურთხება.
დოზირება მოზრდილებში:
ჩვეულებრივი დოზა არის 15მლ. პროცედურა უნდა გამეურებული იქნას ყოველ 1,5-3 სთ-ში მთელი დღის განმავლობაში; ხსნარი 30 წამი უნდა გააჩეროთ პირის ღრუში. მკურნალობის პროცესში ლორობენში არსებული ქლორჰექსიდინი ამცირებს კბილებზე ნადებს და გინგივიტს.
თუ ლორობენი გამოიყენება პირის ღრუს ჰიგიენის დაცვის მიზნით, მაშინ ხსნარის გამოვლება 1 წუთის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. ქლორჰექსიდინის მიერ გამოწვეული არასასურველი შეფერვის თავიდან აცილების მიზნით პრეპარატის გამოყენებამდე რეკომენდებულია კბილების გამოხეხვა ჯაგრისით.
დოზირება ბავვებში (6-12 წელი):
5-15მლ გამოსავლებად 30 წამის განმავლობაში ყოველ 1,5-3 სთ-ში.
არ გამოიყენოთ ზედიზედ 7 დღე.
მოჭერის ან ჩხვლეტის გრძნობის განვითარების შემთხვევაში ხსნარი წყლით უნდა გაზავდეს.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 6 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებში

 

გვერდითი მოვლენები:
ლორობენის ორალური ხსნარი საერთო ჯამში კარგად გადაიტანება და მინიმალური გვერდითი მოვლენები აქვს.
ხსნარის სახით ბენზიდამინის გამოყენებისას დაფიქსირებულია შემდეგი არასასურველი გვერდითი მოვლენები:
- ადგილობრივი გვერდითი მოვლენები
მკურნალობის შედეგად მიღებული ყველაზე ხშირი რეაქციებია - პირის ღრუს დაბუჟება (2.6%), მოჭერის და ჩხვლეტის შეგრძნება (1.4%).
- მკურნალობის შედეგად მიღებული იშვიათი ადგილობრივი რეაქციებია - სიმშრალე ან წყურვილის გრძნობა (0.2%), ჩხვლეტა (0.2%), პირის ღრუში სიმხურვალის შეგრძნება და გემოვნების გაუკუღმართება (0.1%).
საერთო გვერდითი მოვლენები:
- გვხვდება იშვიათად და სერიოზულ ხასიათს არ ატარებენ. ძირითადად გამოვლინდება: გულისრევა, ღებინება, სლოკინი, კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები (0.4%), თავბრუსხვევა (0.1%), თავის ტკივილები და ძილიანობა (0.1%).
ქლორჰექსიდის გლუკონატით გამოწვეული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია:
- უვნებელი შეფერილობის ჩამოყალიბება პირის ღრუში და კბილებზე, რომელიც მარტივად შეიძლება თავიდან აცილებულ იქნას კბილის ჯაგრისით კბილების გახეხვის შედეგად;
- გემოვნების გაუკუღმართება
კლინიკური კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ პრეპარატის გამოყენებისას მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.

 

უკუჩვენება:
უკუნაჩვენებია იმ პირებში გამოყენება , რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ბენზიდამინის და მისი წარმოებულების მიმართ.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა (კატეგორია B) :
შეისწავლეს ქლორჰექსიდინის გლუკონატის მოქმედება რეპროდუქციაზე და ფერტილობაზე. ვირთხებზე ჩატარებულ კვლევეში არ გამოვლინდა დასაბუთებული დამაზიანებელი გავლენა ფერტილობაზე; აგრეთვე ნაყოფზე ზემოქმედების შედეგი იყო უარყოფითი ვირთხებსა და ბოცვერებში ჩატარებულ კვლევებში. არ არსებობს ორსულ ქალებზე ქლორჰექსიდინის მოქმედების შესახებ კონტროლირებადი კვლევები ; არ არის ადექვატურად შესწავლილი ბენზიდამინის ზეგავლენა ცხოველებზე და ორსულ ქალებზე.
ამ პრეპარატების გამოყენება ორსულობისას უკუნაჩვენებია.
ლაქტაცია:
ადექვატური კვლევების არ არსებობის გამო პრეპარატის გამოყენება მეძუძურ დედებში უკუნაჩვენებია

 

განსაკუთრებული მითითებები:
- მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის ;
- გამოიყენება მხოლოდ პირის ღრუში გამოსავლებად ;
- არ გადაყლაპოთ ;
- შეიძლება დატოვოს პირის ღრუში, განსაკუთრებით კბილებზე, შექცევადი შეფერილობა.
გათვალისწინებული უნდა იყოს სისიტემური ზემოქმედების შესაძლებლობა თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში, რადგანაც ბენზიდამინი და მისი მეტაბოლიტები შარდით გამოიყოფა.
გათვალისწინებული უნდა იყოს სისიტემური ზემოქმედების შესაძლებლობა ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში, რადგანაც ბენზიდამინი ღვიძლში მეტაბოლიზდება.
არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო, 6 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებში ლორობენის ხსნარის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

 

ჭარბი დოზირება:
არ არსებობს ბენზიდამინის სპეციფიური ანტიდოტი; დიდი დოზის გადაყლაპვის შემთხვევაში მიმართავენ სიმპტომურ მკურნალობას

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
- ქლორჰექსიდინი
- ქლორჰექსიდინის მარილები შეუთავებელია საპონთან და სხვა ანიონურ ნაერთებთან.
- ქლორჰექსიდინის მარილები შეთავსებადია კათიონურ და არაიონიზებულ ნაერთებთან; თუმცა დიდი დოზებით ერთობლივი გამოყენებისას პრეპარატის აქტივობა მცირდება ქლორჰექსიდინის მიცელიუმთან შეკავშირების შედეგად.
- ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, ისეთი როგორიც არის ციტრიმიდი და ლისსაპოლი NX რეაქტიულობის გაზრდას იწვევს.
- შეუთავსებელია ანიონურ პოლიელექტროლიტებთან, ისეთი როგორიც არის ნატრიუმის ალგინატი, ნატიუმის კარბოქსილ-მეთილ-ცელულოზა, გუმიარაბიკი, სახამებელი; ერთდროულად გამოყენებისას ლორობენის ეფექტურობა მცირდება.
- შეუთავსებელია ბრილიანტის მწვანესთან, ქლორამფენიკოლომთან, ნატრიუმის ფლუორესცინთან, ფორმალდეჰიდთან, ვერცხლის ნიტრატთან, თუთიის სულფატთან, სპილენძის სულფატთან.
- ხისტ წყალში გახსნისას მიმდინარეობს ურთიერთქმედება კალციუმის და მაგნიუმის კათიონებთან, შეიძლება დაილექოს უხსნადი მარილების სახით.
- თუ ბენზოატებით, ბიკარბონატებით, კარბონატებით, ბორატებით, ნიტრატებით, ფოსფატებით, სულფატებით წარმოებული ქლორჰექსიდის მარილების კონცენტაცია მეტია 0.05%-ზე, მაშინ ფორმირდება და ნარჩენის სახით გამოცალკავდება დაბალი ხსნადობის მარილები. ცეტრიმიდი ამაღლებს ამ მარილების ხსნადობის დონეს; კომბინაციაში ასეთი პრეციპიტატები არ გვხვდება.
- ქლორჰექსიდინის გლუკონატის ცეტრიმიდინთან და ბენზალკილის ქლორიდის შეთავსებადობა გამოიხატება მათ სინერგიულ ბაქტერიოციდულ აქტივობაში. ცეტრიმიდი აქვეითებს ქლორჰექსიდინის ხისტ წყალში დალექვას.
- ქლორჰექსიდინის გლუკონატის გამოკლებით ქლორჰექსიდინი და მისი მარილები უკეთესად იხსნებიან სპირტში, ვიდრე წყალში. სპირტის დამატების შემთხვევაში ქლორჰექსიდინის გლუკონატის ხსნარი შეიძლება დაილექოს. 7%-იანი სპირტის დამატების შემთხვევაში ხსნარი ხდება უფრო ეფექტური გრამ უარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, აძლიერებს აბსორბციას, რადგანაც ხსნარი ფილტრაციას გადის ცელულოზურ ფილტრებში.
- ბენზიდამინთან წამლისმიერი ურთიერქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

 

შენახვის პირობები და ვადები:
შენახვის ვადა - 2წელი, ოთახის ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს.

 

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
დროგსან ილაჩლარი სან.ვე, ტიჩ.
თურქეთი

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.