ლორატადინი-კმპ 10მგ #10ტ
წამლის ფორმა: ტაბლეტები 0,01 გ
გენერიული დასახელება: ლორატადინიაღწერილობა: თეთრი ფერის ტაბლეტები
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს 0,01 გ ლორატადინს.
დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, სახამებელი, კალციუმის სტეარატი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰისტამინური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი წარმოადგენს H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორს. ლორატადინის გამოყენებიდან 30 წუთის შემდეგ ადგილი აქვს ალერგიული რეაქციების სიმპტომების ნიველირებას, რომლის მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 24 საათს. პრეპარატის გამოყენება არ იწვევს შეჩვევას. იგი არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და მისი გამოყენებისას არ აღინიშნება სედატიური და სხვა ეფექტები ცნს-ის მხრივ. ფარმაკოკინეტიკა: საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის აბსორბციის ხარისხზე. მისი ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 24 საათს. იგი უცვლელი სახით გამოიყოფა შარდით. პაციენტების ასაკი, თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა არ ახდენს გავლენას ფარმაკოკინეტიკის ძირითად მაჩვენებლებზე. ჩვენება: პრეპარატი მიიღება სხვადასხვა ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ. თივის ცხელება, კვინკეს შეშუპება, ურტიკარია, შრატისმიერი დაავადება, ალერგიული რინიტი, კონიუქტივიტი, დერმატიტი, არა ინფექციურ-ალერგიული ფორმის ბრონქული ასთმა, წამლისმიერი ალერგიები და სხვა.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში პრეპარატი მიიღება პერორალურად დღეში ერთხელ 1 ტაბლეტის (10 მგ) ოდენობით.
2-დან 12 წლამდე ასაკი ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება სხეულის წონის მიხედვით - ½ ტაბლეტი არა უმეტეს 30 კგ წონაზე, ხოლო დღეში ერთხელ 1 ტაბლეტი 30 კგ-ზე მეტი წონის დროს. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-დან 15 დღეს. ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობის კურსი დგინდება ინდივიდუალურად (1-დან 28 Dდღემდე). გვერდითი მოვლენები: პრეპარატის მიღება იშვიათად იწვევს ღებინებასა და პირის სიმშრალეს. წინააღმდეგჩვენება: ლორატადინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ არის დადგენილი. ჭარბი დოზირება: არ არსებობს მონაცემები. განსაკუთრებული მითითებანი: არ არის მონაცემები. ვარგისიანობის ვადა: 2 წელი შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. გამოშვების ფორმა: ტაბლეტები მწარმოებელი ფირმა: ს/ს "კიევმედპრეპარატი" (უკრაინა)