ლორაფენი
სავაჭრო სახელწოდება: ლორაფენი
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): LORAZEPAM
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბენზოდიაზეპინის წარმოებული, ანქსიოლიზური საშუალება
მწარმოებელი: პოლფა ტარხომინი (Tarchomin pharmaceutical works "POLFA" S.A.)
მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
გამოშვების ფორმა: 1მგ და 2.5მგ დრაჟირებული ტაბლეტები: შეფუთვაში 25 ც.
გაცემის რეჟიმი: I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №2 რეცეპტით
ინსტრუქცია:
ათქ კლასიფიკაციის კოდი: N05B06
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
დრაჟირებული ტაბლეტები: შეფუთვაში 25 ც.
1 ტაბ.
ლორაზეპამი - 1 მგ
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი.
გარსი: პოლივინილის სპირიტი, მალტოდექსტრინი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, საქაროზა. დრაჟირებული ტაბლეტები: შეფუთვაში 25 ც.
1 ტაბ.
ლორაზეპამი - 2.5 მგ დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა, წითელი კოშენილი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი.
გარსი: პოლივინილის სპირტი, მალტოდექსტრინი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, საქაროზა, წითელი კოშენილის ლაქი. კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ტრანკვილიზატორი ბენზოდიაზეპინის ჯგუფიდან. ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლორაზეპამი მიეკუთვნება 1.4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ჯგუფს (ე.წ. ბენზოდიაზეპინები). იგი ახდენს დამთრგუნველ მოქმედებას ცენტრალური ნერვული სისტემის მრავალ სტრუქტურაზე, რომელიც დაკავშირებულია ემოციური მოქმედების რეგულაციასთან, რის საფუძველზეც მიიღწევა ანქსიოლიტური და ძილისმომგვრელი მოქმედება. ნაკლები ხარისხით ახდენს აგრეთვე მომადუნებელ მოქმედებას ჩონჩხის კუნთების ტონუსზე და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედებას. ფარმაკოკინეტიკა:
ლორაზეპამი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად.
ლორაზეპამი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლში აღწევს მიღებიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ. ლორაზეპამის 85% უკავშირდება სისხლის ცილებს. გადის ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერს, აღწევს დედის რძეში. ლორაზეპამის მეტაბოლიზმი ღვიძლში მიმდინარეობს. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 12 საათს.
ლორაზეპამი ელიმინირდება შარდთან ერთად ლორაზეპამის გლუკურონატის სახით. ჩვენებები:
ექსტრემალურ შემთხვევებში და ხანმოკლე დროით:
- სხვადასხვა წარმოშობის შფოთვითი დარღვევებისას, რომლებიც თან ახლავს სისხლის მიმოქცევის სისტემის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებებს;
- ძილის დარღვევა, გამოწვეული გამოხატული შფოთვით.
ნერვული დაძაბულობის და მოუსვენრობის მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია ყოველდღიურ ცხოვრებასთან, არ წარმოადგენს ჩვენებას სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისათვის. დოზირების რეჟიმი:
ლორაფენი უნდა მიიღოთ ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. მოზრდილები:
- შფოთვითი აშლილობისას თავდაპირველად ინიშნება დღე-ღამეში 2 მგ-დან 3 მგ-მდე ლორაზეპამი, დაყოფილი 2 ან 3 მიღებაზე. შემდეგ, აუცილებლობის შემთხვევაში, დოზა იზრდება შემანარჩუნებელ დოზამდე, რომელიც უმეტეს შემთხვევებში შეადგენს 2 მგ-დან 6 მგ-მდე დღე-ღამეში, დაყოფილი 2 ან 3 მიღებაზე;
- ლორაზეპამის დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან, დაწყებული საღამოს მისაღები დოზის გაზრდით. მაქსიმალურად ინიშნება 10 მგ დღე-ღამეში;
- შფოთვით გამოწვეული ძილის დარღვევისას, ლორაზეპამი ჩვეულებრივ ინიშნება დღეში ერთხელ დაძინებამდე 2 მგ-დან 4 მგ-მდე. ბავშვები:
ლორაზეპამის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში 18 წლამდე არ არის განსაზღვრული. არ არის რეკომენდებული ლორაზეპამის გამოყენება ბავშვებში.
ხანდაზმული პაციენტები:
ხანდაზმული პაციენტები უფრო მგრძნობიარენი არიან სამკურნალო პრეპარატების მიმართ, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. სამკურნალო პრეპარტი ლორაფენის გამოყენებისას ასეთ პაციენტებში, რეკომენდებულია რაც შეიძლება მცირე ეფექტური დოზის დანიშვნა. ჩვეულებრივ საკმარისია უმცროსი ასაკის პაციენტებისათვის რეკომენდებული დოზის ნახევრის გამოყენება.
თუ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას პაციენტს აქვს შეგრძნება, რომ პრეპარატის ზემოქმედება ძალიან ძლიერია ან სუსტია, უნდა მიმართოს ექიმს.
მკურნალობის ხანგრძლივობა: სამკურნალო პრეპარტი ლორაფენის გამოყენება უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ხანმოკლე (7-დან 14 დღემდე). ინდივიდუალურ შემთხვევებში, პაციენტის მდგომარეობის შეფასების შემდეგ, ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის გახანგრძლივების შესახებ. გამოყენების წესი:
ტაბლეტები მიიღება შიგნით ჭამამდე, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
ექიმი მკურნალობას იწყებს უმცირესი ეფექტური დოზიდან უძილობის აღმოსაფხვრელად, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში თანდათან გაზრდის დოზას.
სამკურნალო პრეპარტის მიღების შეწყვეტა აუცილებელია მოხდეს თანდათანობით. განსაკუთრებით ეს ეხება პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ლორაფენს ხანგრძლივი დროის განმავლობაში. სამკურნალო პრეპარატის სწრაფად მოხსნამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილის, ხასიათის და ყურადღების კონცენტრირების დარღვევა. პრეპარატის მოხსნის მეთოდს ექიმი შეარჩევს ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის.
სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის დოზის გამოტოვებისას: გამოტოვებული დოზა აუცილებელია მიიღოთ რაც შეიძლება ჩქარა, თუ მომდევნო მიღებამდე საკმარისი დროა დარჩენილი, ან გააგრძელეთ პრეპარატის რეგულარული მიღება.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით. გვერდითი მოვლენები:
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის მსგავსად, ლორაფენმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოქმედებები, თუმცა არა ნებისმიერ პაციენტში
გვერდითი მოქმედებების გამოვლენის რაოდენობა და სიხშირე დამოკიდებულია პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე და დოზაზე - როგორც წესი ეს მოქმედება მსუბუქი ხასიათისაა და გაივლის პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: სისხლის მორფოლოგიური შემადგენლობის დარღვევა. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, შენელებული რეაქციები, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა და დეზორიენტაცია, ატაქსია (მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა). ეს ეფექტები ხშირად აღინიშნება მკურნალობის დასაწყისში ხანდაზმულ პაციენტებში და როგორც წესი ქრება თერაპიის მიმდინარეობისას. ამ რეაქციების გაძლიერების შემთხვევაში დოზის შესაბამისად შემცირება აქვეითებს მათი გამოვლენის და განვითარების სიხშირეს. ხანდახან, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით მაღალი დოზისას, შესაძლოა განვითარდეს მეტყველების დარღვევა, მეხსიერების დარღვევა, ლიბიდოს დარღვევა. დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის დარღვევა (არამკვეთრი, გაორმაგებული მხედველობა).
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, დისპეფსიური მოვლენები, პირის სიმშრალის შეგრძნება ვლინდება იშვიათად.
დარღვევები თირკმელებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის შეკავება, შარდის შეუკავებლობა.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების ტრემორი, კუნთების სისუსტე.
დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: მადის დაკარგვა.
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: სისხლის არტერიული წნევის უმნიშვნელო დაცემა.
საერთო სისუსტე და დარღვევები შეყვანის ადგილას: საერთო სისუსტე, გულყრა. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები:
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები აღწერილია ძალიან იშვიათად.
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: კანის ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება).
დარღვევები ღვიძლისა და ნაღვლმდენი გზების მხრივ: ამინოტრანსფერაზას აქტივობის უმნიშვნელო მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სიყვითლის თანხლებით.
დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ფსიქიკის დარღვევა:
პარადოქსალური რეაქციები - ფსიქომოტორული აღგზნებადობა, უძილობა, აღგზნების და აგრესიულობის მომატება, კუნთების ტრემორი, კრუნჩხვა.
პარადოქსალური რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნება ალკოჰოლის გამოყენების შემდეგ, ხანდაზმულ პაციენტებში და პაციენტებში ფსიქიური დაავადებით.
ფიზიკური და ფსიქიური დამოკიდებულება შესაძლოა განვითარდეს თერაპიული დოზის გამოყენებისას. მკურნალობის სწრაფმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს მოხსნის სინდრომი. პაციენტებში, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს ან სამკურნალო საშუალებებს მაღალია წამალზე დამოკიდებულების განვითარების რისკი.
ლორაზეპამით მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს არადიაგნოსტირებადი დეპრესია.
ზოგადი ინფორმაცია, რომელიც ეხება ბენზოდიაზეპინებით და სხვა მსგავსი ეფექტის მქონე სამკურნალო პრეპარატებით მკურნალობისას გამოვლენილ ეფექტებს და რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის გამოყენებისას: ტოლერანტობა:
ბენზოდიაზეპინების და მსგავსი მოქმედების პრეპარატების, მათ შორის ლორაფენის რეგულარულმა გამოყენებამ რამოდენიმე კვირის მანძილზე შესაძლოა გამოიწვიოს მათი მოქმედების ეფექტურობის შემცირება. წამალთდამოკიდებულება:
სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის გამოყენებამ, სხვა ბენზოდიაზეპინების ან ანალოგიური მოქმედების პრეპარტების მსგავსად, შესაძლოა გამოიწვიოს წამალზე ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულება. წამალთდამოკიდებულების განვითარების რისკი იზრდება დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის გაზრდასთან ერთად, მატულობს ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე ან სამკურნალო პრეპარატებზე დამოკიდებულ პაციენტებში. წამალთდამოკიდებულების განვითარებისას სამკურნალო პრეპარატის სწრაფმა შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს პრეპარატის მოხსნის სინდრომი. დამახასიათებელი ნიშნებია: თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, აღგზნება და ემოციური დაძაბულობა, მოძრაობითი მოუსვენრობა, გონების დაბინდვა და დეზორიენტაცია, გაღიზიანება, უძილობა. რთულ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს დერეალიზაცია, პიროვნების დარღვევა, ტაქტილური, აკუსტიკური და სინათლის ჰიპერესთეზია, ,,ჭიანჭველების ცოცვის" შეგრძნება და კიდურების დაბუჟება, ჰალუცინაცია და კრუნჩხვითი შეტევები. ანტეროგრადული ამნესია:
ლორაფენმა, სხვა ბენზოდიაზეპინების და ანალოგიური მოქმედების პრეპარატების მსგავსად, შესაძლოა გამოიწვიოს ანტეროგრადული ამნეზია. ასეთი მდგომარეობა უფრო ხშირად ვლინდება სამკურნალო პრეპარატის მიღებიდან რამოდენიმე საათში, განსაკუთრებით მაღალი დოზირებისას. თუ ექიმმა დანიშნა დღეში ერთხელ მიღება, ანტეროგრადული ამნეზიის განვითარების რისკის შესამცირებლად, მაშინ პაციენტმა უნდა მიიღოს სამკურნალო პრეპარატი დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე და უნდა ჰქონდეს გარანტირებული პირობები 7-8 საათიანი უწყვეტი ძილისათვის. ,,რიკოშეტის" ტიპის უძილობა:
მკურნალობის დასრულების შემდეგ შესაძლოა დადგეს სიმპტომების გარდამავალი რეციდივი მათი უფრო ძლიერი გამოვლენით, ვიდრე თავდაპირველად (ეგრეთ წოდებული "რიკოშეტის" ტიპის უძილობა). ამ სიმპტომებს ხშირად თან ახლავთ ხასიათის ცვლილება, შფოთი, მოუსვენრობა, მოძრაობის მომატებული აქტივობა.
სამკურნალო პრეპარატის გამოყენების მკვეთრად შეწყვეტისას, იზრდება მოხსნის სინდრომის განვითარების ალბათობა ან ,,რიკოშეტის" ტიპის უძილობის გამოვლენა. რისკის შემცირების მიზნით რეკომენდებულია დოზირების თანდათანობით შემცირება. პარადოქსალური რეაქციები:
ლორაფენმა, სხვა ბენზოდიაზეპინების და ანალოგიური მოქმედების პრეპარატების მსგავსად, შესაძლოა გამოიწვიოს პარადოქსალური რეაქციები (მოსალოდნელის საპირისპირო), როგორიცაა მოუსვენარი მოძრაობა, აღგზნებადობა, გაღიზიანება, აგრესიულობა, გაბოროტება, კოშმარული სიზმრები, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, სომნამბულიზმი, პიროვნების დარღვევა, გამოხატული უძილობა. ეს რეაქციები უფრო ხშირად აღინიშნება ხანდაზმულ ან ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებში.
ასეთი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. უკუჩვენებები:
სამკურნალო პრეპარატი ლორაფენი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომელთაც აღენიშნებათ:
- მომატებული მგრძნობელობა 1.4-ბენზოდიაზეპინის წარმოებულების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- სუნთქვის მძიმე უკმარისობა მიზეზის მიუხედავად;
- ღვიძლის და თირკმლის მძიმე უკმარისობა;
- მიასთენია;
- გლაუკომა;
- მწვავე პორფირია;
- ღამის აპნოეს სინდრომი;
- ალკოჰოლით მოწამვლა;
ლორაფენის გამოყენებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი გაფრთხილებები: თუ მკურნალობის 7-14 დღის განმავლობაში არ აღინიშნება გაუმჯობესება ან გამოვლინდება უძილობის რეციდივი, უნდა აცნობოთ ექიმს. ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა: სამკურნალო პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ორსულებში.
ლაქტაცია: ლორაზეპამი აღწევს დედის რძეში. ამიტომ სამკურნალო პრეპარტის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა შეწყდეს ლაქტაცია. განსაკუთრებული მითითებები:
პაციენტების სპეციფიკური ჯგუფი:
ხანდაზმულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის დაბალი დოზები გვერდითი მოვლენების გაძლიერების ალბათობის გამო, რომელიც უმთავრესად ვლინდება ორიენტაციის და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევის სახით (დაცემა, ტრავმა).
პაციენტებმა ღვიძლის, თირკმლის ან სუნთქვის ქრონიკული უკმარისობით, პრეპარატი ლორაფენის გამოყენებამდე, ამ დაავადებების შესახებ უნდა აცნობონ ექიმს. გამოყენება დეპრესიისას:
სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის გამოყენებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ყველანაირი ფსიქიური დაავადებების შესახებ. პაციენტებში ენდოგენური ან შფოვასთან დაკავშირებული დეპრესიით, ექიმმა უნდა დანიშნოს რამდენიმე სამკურნალო პრეპარატი ერთდროულად. მხოლოდ ლორაფენის გამოყენებამ დეპრესიის მქონე პაციენტებში შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს დეპრესიის სიმპტომების გაძლიერებაზე, მათ შორის სუიციდურ აზრებზე. ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე ან სამკურნალო პრეპარატებზე დამოკიდებულმა პაციენტებმა პრეპარატი ლორაფენის გამოყენებამდე უნდა აცნობონ ექიმს ამ მავნე ჩვევების შესახებ. ამ ჯგუფის პაციენტებში მაღალია ფსიქიკური და ფიზიკური მიჩვევის განვითარების რისკი. ამიტომ ამ ტიპის პაციენტებმა სამკურნალო პრეპარატი ლორაფენი უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.
პორფირიით დაავადებულ პაციენტებში ლორაფენმა შესაძლოა გამოიწვიოს ამ დაავადების სიმპტომების გაძლიერება. პორფირიით დაავადებულმა პაციენტებმა ლორაფენით მკურნალობის დაწყების წინ ამ დაავადების შესახებ უნდა აცნობონ ექიმს. პაციენტებმა გლაუკომით, განსაკუთრებით დახურულკუთხოვანი ფორმით, სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის გამოყენებამდე უნდა მიმართონ ექიმს კონსულტაციისათვის.
სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის ხანგრძლივი გამოყენებისას ექიმმა პერიოდულად უნდა ჩაატაროს სისხლის ანალიზი (მორფოლოგია ნაცხით) და შარდის ანალიზი.
მკურნალობის დროს და კიდევ 3 დღე მისი დამთავრებიდან არ შეიძლება არანაირი სპირტიანი სასმელების გამოყენება. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთჩამოთვლილი გაფრთხილებები დაკავშირებულია სიტუაციებთან, რომელთაც ადგილი ჰქონდათ წარსულში.
პაციენტები ღვიძლის და (ან) თირკმლის უკმარისობით: ექიმი შეარჩევს დოზირებას ინდივიდუალურად, დაავადებული ორგანოს მდგომარეობის შესაბამისად
ავტოსატრანსპორტო საშუალების და მექანიზმების მართვა: სამკურნალო პრეპარტი ლორაფენით მკურნალობის დროს და მისი დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში არ შეიძლება ავტომობილის მართვა და მოძრავ მექანიზმებთან მუშაობა. ლორაფენმა, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინის ჯგუფის პრეპარატებმა, შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს რეაქციის სისწრაფეზე დოზის, შეყვანის და ინდივიდუალური მგრძნობელობის შესაბამისად. ამნეზია (მეხსიერების დარღვევა), ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება და კუნთების აქტივობის დარღვევა შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ავტოსატრანსპორტო და მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე. მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამკურნალო პრეპარატი ლორაფენის ზოგიერთი შემადგენელი კომპონენტის შესახებ: სამკურნალო პრეპარატი შეიცავს საქაროზას და ლაქტოზას. თუ პაციენტს აქვს ნებისმიერი შაქრის აუტანლობა, სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე უნდა აცნობოს ექიმს. ჭარბი დოზირება:
დოზირების გადაჭარბების სიმპტომებია: ძილიანობა, გონების დაბინდვა, კუნთების სისუსტე. მნიშვნელოვნად ჭარბი დოზირებისას შესაძლოა განვითარდეს კომა, რასაც ახლავს არტერიული წნევის დაცემა და კოლაფსი რეფლექსების დაქვეითებით. სამკურნალო პრეპარტის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
აუცილებლად აცნობეთ ექიმს ბოლო დროს მიღებული ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, მათ შორის ურეცეპტოდ გაცემულის შესახებაც.
- სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ანუ საანესთეზიო საშუალებები, ოპიოიდური ანალგეტიკები, ნეიროლეპტიკები, ანტიდეპრესანტები, სედაციური საძილე საშუალებები, სედაციური ეფექტის მქონე ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ლორაზეპამთან ერთად, ახდენენ მისი ცენტრალური სედაციური მოქმედების პოტენცირებას;
- სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ ღვიძლის ფერმენტების აქტივობას (მაგალითად, ციმეტიდინი, დისულფირამი, ერითრომიცინი, კეტოკონაზოლი) ანელებენ ლორაზეპამის და სხვა ბენზოდიაზეპინების მეტაბოლიზმს და შეიძლება მოახდინონ მათი მოქმედების პოტენცირება;
- სამკურნალო პრეპარტები, რომლებიც ზრდიან ღვიძლის ფერმენტების აქტივობას (მაგალითად რიფამპიცინი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი), აჩქარებენ ლორაზეპამის და სხვა ბენზოდიაზეპინების მეტაბოლიზმს და შეიძლება შეასუსტონ მათი მოქმედება;
- ალკოჰოლის გამოყენება ლორაზეპამით მკურნალობის დროს აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამთრგუნველ მოქმედებას და შესაძლოა გამოიწვიოს პარადოქსალური რეაქციების განვითარება, როგორიცაა ფსიქომოტორული აღგზნებადობა, აგრესიული საქციელი. ამას გარდა, ალკოჰოლმა შესაძლოა გააძლიეროს ლორაზეპამის სედაციური მოქმედება;
- ლორაზეპამის ერთდროული მიღება ჩონჩხის კუნთების მომადუნებელ საშუალებებთან ერთად, ახდენს მათი მოქმედების პოტენცირებას და გახანგრძლივებას;
- თეოფილინმა და კოფეინმა შესაძლოა დაასუსტოს ბენზოდიაზეპინების საძილე მოქმედება (მათ შორის ლორაზეპამის), რადგან გააჩნია ცნს-ზე მასტიმულირებელი მოქმედება და შეუძლია მოახდინოს ღვიძლის ფერმენტების ინდუცირება, რომლებიც პასუხს აგებენ სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე. ეს ეფექტი, გამოწვეული თეოფილინით და კოფეინით, შესაძლოა არ გამოვლინდეს მწეველებში;
- პერორალურმა კონტრაცეპტულმა საშუალებებმა, რომლებიც მიიღება ლორაზეპამთან ერთად, შესაძლოა დააჩქარონ მისი მეტაბოლიზმი, ლორაზეპამის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეიძლება შემცირდეს. შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი. აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.