newhospitals

ლოპედიუმი 2მგ #10კაფს

ლოპედიუმი 2მგ #10კაფს
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5698ნახვა

 

დამხმარე ნივთიერებები:
ჟელატინი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
დიარეის საწინააღმდეგო საშუალება

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:


ლოპერამიდი წარმოადგენს პიპერიდინის სინთეზურ წარმოებულს, რომელიც პერიფერიული (ნაწლავის კედლის) ოპოიდური რეცეპტორების აგონისტია. ახდენს აცეტილქოლინისა და პროსტოგლანდინების გამოთავისუფლების ინჰიბირებას, რაც განაპირობებს ნაწლავების გლუვი კუნთების ტონუსისა და პერისტალტიკის დაქვეითებას და შესაბამისად დეფეკაციის სიხშირის შემცირებას დიარეის დროს. ზრდის ანალური სპინქტერის ტონუსს. ლოპედიუმი მოქმედებას იწყებს სწრაფად და მოქმედება გრძელდება 4-6 საათის განმავლობაში. არ მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე.

 

ფარმაკოკინეტიკა:
ლოპედიუმის პერორალურად მიღებისას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება მიღებული დოზის 65%. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 17%-ს. Cmax აღწევს 4 სთ-ში. პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 95%-ს. იგი ვერ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10-12სთ-ს. პრეპარატის 35% გამოიყოფა ნაღველით მეტაბოლიტების (ძირითადად გლუკურონიდების) სახით, რომლებიც ნაწლავებში განიცდიან ჰიდროლიზს მიკროფლორის ზეგავლენით. პრეპარატის დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტების და 1% უცვლელი ლოპერამიდის სახით.

 

 

ჩვენება:
სხვადასხვა გენეზის მწვავე დიარეის სიმპტომური მკურნალობა:
• ალერგიული დიარეა
• ემოციური სტრესით განპირობებული დიარეა
• წამლისმიერი დიარეა (გარდა ანტიბიოტიკებით გამოწვეულისა)
• საკვები რაციონის ან კვების რეჟიმის შეცვლით განპირობებული დიარეა
• ინფექციური გენეზის დიარეა ( როგორც დამხმარე საშუალება)
• დიარეა ილეოსტომის მქონე პაციენტებში

 

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ლოპედიუმის მიმართ. ნაწლავების პერისტალტიკის დათრგუნვა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე, მწვავე წყლულოვანი კოლიტი, ფსევდომემბრანული კოლიტი და ანტიბიოტიკებით გამოწვეული დიარეა, მაღალი ტემპერატურით და სისხლიანი გამონადენით მიმდინარე დიარეა, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

 

დოზირება:
მოზრდილებში: პირველადი მიღება 2კაფსულა (4 მგ) ერთჯერადად, ხოლო შემდეგ ყოველი დეფეკაციის--შემდეგ 1 კაფსულა (2 მგ).
მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 8 კაფსულა (16 მგ)
12 წლის ზევით ბავშვებში: პირველადი მიღება 1კაფსულა (2 მგ) ერთჯერადად, ხოლო შემდეგ ყოველი დეფეკაციის --შემდეგ 1 კაფსულა (2 მგ). მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 4კაფსულა (8 მგ)

 

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლებელია თავის ტკივილი, გადაღლილობა, თაბრუსხვევა, მუცლის არეში სპაზმები, გულისრევა, პირის სიმშრალე და კანზე გამონაყარი. ერთეულ შემთხვევებში ადგილი აქვს ნაწლავის სანათურის დახშობას და ტოქსიკურ მეგაკოლონს.

 

განსაკუთრებული მითითებები:
ლოპედიუმის მიღება 2 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ნებადართული არ არის. იმ შემთხვევაში, როდესაც მწვავე დიარეის დროს 2 დღის შემდეგ არ აღინიშნება ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესება საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ლოპედიუმი სიფრთხილით ინიშნება კრონის დაავადების დროს და ხანდაზმულ პაციენტებში.
ლოპედიუმი არ იწვევს შეჩვევას, ეიფორიას და სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას. იგი არ ცვლის ნაწლავის მიკროფლორას. არ მოქმედებს ტრანსპორტის მართვის უნარზე.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო, ლოპერამიდის დანიშვნა არ არის ნებადართული. ლოპერამიდი გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის მიზანშეწონილი.

 

გადაჭარბებული დოზის მკურნალობა:
ანტიდოტის სახით შეჰყავთ ნალოქსონი. საჭიროა მონიტორინგი 48 სთ.

 

გამოშვების ფორმა:
2მგ. კაფსულები #10

 

მწარმოებელი:
HEXAL AG Germany

 

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.