ლონსურფი 20 მგ / 8,19 მგ

ლონსურფი 20 მგ / 8,19 მგ
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
405ნახვა
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის 

ტრიფლურიდინი/ტიპირაცილი

 

მოცემული სამკურნალო პრეპარატის შესახებ მიმდინარეობს დამატებითი დაკვირვება. ეს საშუალებას მოგვცემს სწრაფად გამოვავლინოთ ახალი ინფორმაცია ფარმაკოუსაფრთხოების შესახებ. ნებისმიერი აღმოცენებული გვერდით ეფექტის შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. გვერდითი ეფექტების შეტყობინების მეთოდი იხ. 4 პარაგრაფის ბოლოს. 

 


    
პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ბოლომდე, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. 
•    შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა. 
•    ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
•    ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შეიძლება მათ ზიანი მიაყენოს იმ შემთხვევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას გავს. 
•    თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი ეფექტები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ მოვლენებსაც, რომლებიც ჩამოთვლილი არ არის ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

 

 

ინსტრუქციის შინაარსი:
1.    რა არის ლონსურფი და რისთვის გამოიყენება 
2.    რისი ცოდნაა საჭირო ლონსურფის მიღებამდე
3.    როგორ მიიღება ლონსურფი
4.    შესაძლო გვერდითი ეფექტები
5.    როგორ ინახება ლონსურფი
6.    შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

 

 

1. რა არის ლონსურფიდა რისთვის გამოიყენება 
ლონსურფი  წარმოადგენს ქიმიოთერაპიულ პრეპარატს სიმსივნის სამკურნალოდ, მიეკუთვნება ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს, რომელსაც ეწოდება «ციტოსტატიკური ანტიმეტაბოლიტები». 

ლონსურფი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ტრიფლურიდინს და ტიპირაცილს. 
•    ტრიფლურიდინი აჩერებს სიმსივნური უჯრედების ზრდას. 
•    ტიპირაცილი ხელს უშლის ტრიფლურიდინის დაშლას ორგანიზმში, მისი ხანგრძლივი მოქმედების შენარჩუნებისათვის.
ლონსურფი®გამოიყენება მოზრდილებში მსხვილი და სწორი ნაწლავის სიმსივნის სამკურნალოდ, რომელსაც ასევე უწოდებენ <<კოლორექტალურ>> სიმსივნეს. 
•    გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც სიმსივნე ორგანიზმში გავრცელებულია. 
•    გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც სხვა პრეპარატები არაეფექტურია ან თქვენ არ შეგესაბამებათ. 

 

 

2. რისი ცოდნაა საჭირო ლონსურფის მიღებამდე

ლონსურფი არ გამოიყენოთ შემდეგ შემთხვევებში: 
•    თუ გაქვთ ალერგია ტრიფლურიდინზე, ტიპირაცილზე ან პრეპარატის სხვა კომპონენტებზე (ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში). 
•    არ მიიღოთ ლონსურფი თუ ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ. ეჭვის შემთხვევაში ლონსურფის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.  

 

 

    გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები 
    ლონსურფის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ: 
•    გაქვთ თირკმლის დაავადება
•    გაქვთ ღვიძლის დაავადება 
ეჭვის შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

 

მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები (იხ. პარაგრაფი 4): 
•    სისხლის თეთრი უჯრედების ზოგიერთი სახეობის რაოდენობის შემცირება (ნეიტროპენია), რომელიც ორგანიზმს იცავს ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციებისგან. ნეიტროპენიის შედეგად შეიძლება განვითარდეს ცხელება (ფებრილური ნეიტროპენია) და სისხლის ინფიცირება (სეპტიური შოკი)
•    სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია)
•    სისხლში თრომბოციტების როადენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), რომლებიც სისხლდენას აჩერებს კოლტების წარმოქმნით და დაზიანებული სისხლძარღვების დახშობით
•    კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები. 

 

 

ანალიზები და გამოკვლევები
ლონსურფით მკურნალობის ყოველ ციკლამდე ექიმი ჩაატარებს სისხლის ანალიზს. 4 კვირაში ერთხელ იწყება ახალი ციკლი. ანალიზები საჭიროა რადგან ლონსურფი ზოგჯერ მოქმედებს სისხლის უჯრედებზე. 

 

 

ბავშვები და მოზარდები
პრეპარატი განკუთვნილი არ არის ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში გამოყენებისთვის. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ შეიძლება არაეფექტური ან საფრთხის შემცველი იყოს. 

 

 

ლონსურფიდა სხვა პრეპარატები
თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ ღებულობდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები, ამის შესახებ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს აგრეთვე ეხება ურეცეპტოდ გასაცემ და მცენარეულ პრეპარტებს. ეს გაპირობებულია იმით, რომ ლონსურფი®შეიძლება გავლენას ახდენდეს ზოგიერთი სხვა მედიკამენტის მოქმედებაზე და პირიქით, ზოგიერთი სხვა მედიკამენტი ასევე შეიძლება მოქმედებდეს ლონსურფის სამკურნალო თვისებებზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმს ან ფარმაცევტს აცნობოთ, რომ იღებთ აივ-ის სამკურნალო პრეპარატებს, მაგ., ზიდოვუდინს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ზიდოვუდინის სამკურნალო მოქმედება შეიძლება შემცირდეს თუ პარალელურად მიიღებთ ლონსურფს. განიხილეთ ექიმთან აივ-ის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატზე გადასვლის შესაძლებლობა. თუ ზემოაღნიშნული გეხებათ თქვენ (აგრეთვე ეჭვის შემთხვევაში), ლონსურფის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  

 

 

 ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ლონსურფმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს დედის საშვილოსნოში. თუ დაორსულდებით, ექიმთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ აჭარბებს თუ არა ლონსურფით მკურნალობის სარგებელი ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ ზიანს. თუ იღებთ ლონსურფს, ბავშვი ძუძუთი არ უნდა კვებოთ, რადგან უცნობია აღწევს თუ არა ლონსურფი®ლაქტატში. 

 


    
კონტრაცეფცია

პრეპარატის მიღებისას არ უნდა დაორსულდეთ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ნაყოფს შეიძლება ზიანი მიადგეს. თქვენ და თქვენმა პარტნიორმა უნდა გამოიყენოთ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდები პრეპარატის მიღების დროს. მათი გამოყენება უნდა გაგრძელდეს პრეპარატის მიღების დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში. თუ თქვენ ან თქვენი პარტნიორი დაორსულდება ამ დროს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.  

 


    
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
უცნობია მოქმედებს თუ არა ლონსურფი®ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. ისეთი სიმპტომების გამოვლენისას, რომელიც არღვევს ყურადღების კონცენტრაციას და რეაქციის სისწრაფეს არ უნდა მართონ ავტომობილი და არ უნდა იმუშაონ რაიმე ინსტრუმენტებით ან მექანიზმებთან. 

 


    

ლონსურფი შეიცავს  ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი ტიპის შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ მასთან კონსულტაცია. 

 

 


3. როგორ მიიღება ლონსურფი
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

 

რამდენი უნდა მივიღოთ
•    ექიმი შეგირჩევთ შესაბამის დოზას - დოზა დამოკიდებულია წონაზე და სიმაღლეზე. 
•    ექიმი გეტყვით რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ ყოველ ჯერზე.
•    პრეპარატის მიღება საჭიროა დღეში ორჯერ. 

 

 

როგორ მივიღოთ
თქვენ ლონსურფს მიიღებთ 10 დღის განმავლობაში, პირველი 2 კვირა, შემდეგ გააკეთებთ 2 კვირიან შესვენებას. ამ ოთხ-კვირიან პერიოდს ეწოდება <<ციკლი>>. პრეპარატი მიიღება შემდეგი სქემით:  
•    1-ლი კვირა 
-    პრეპარატი მიიღება დღეში 2-ჯერ, 5 დღის განმავლობაში 
-    შემდეგ აკეთებენ 2 დღიან შესვენებას - პრეპარატს არ იღებენ. 
•    მე-2 კვირა
-    პრეპარატი მიიღება დღეში 2-ჯერ, 5 დღის განმავლობაში 
-    შემდეგ აკეთებენ 2 დღიან შესვენებას - პრეპარატს არ იღებენ
•    მე-3 კვირა
-    პრეპარატს არ იღებენ
•    მე-4 კვირა
-    პრეპარატს არ იღებენ
შემდეგ იწყებენ 4-კვირიან ახალ ციკლს იმავე სქემით. 

ლონსურფი გამოდის ორი დოზით. ექიმმა საჭირო დოზის მისაღებად შეიძლება დანიშნოს ორივე დოზირება. 

 

 

პრეპარატის მიღება
•    პრეპარატი მიიღება პერორალურად. 
•    ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს, ერთ ჭიქა წყალთან ერთად. 
•    პრეპარატი უნდა მიიღონ საუზმიდან ან ვახშმიდან 1 საათის შემდეგ. 
•    პრეპარატის მიღების შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა. 

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ლონსურფი®
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ლონსურფი, მიმართეთ ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს. თან წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა(ები). 

 

 

თუ დაგავიწყდათ ლონსურფის მიღება

•    თუ გამოტოვეთ პრეპარატის მიღება მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 
•    გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ გააორმაგოთ მიღებული დოზა.
პრეპარატის მიღების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა პრეპარატი, ეს საშუალებაც შეიძლება იწვევდეს გვერდით ეფექტებს, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ამ პრეპარატის მიღებისას შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:  

 

 

 სერიოზული გვერდითი ეფექტები
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ აღნიშნავთ შემდეგ სერიოზულ გვერდით ეფექტებს (მრავალი გვერდითი ეფექტი წარმოადგენს ლაბორატორიული ანალიზების შედეგებს, მაგალითად სისხლის უჯრედებზე მოქმედი გვერდითი ეფექტები): 
•    ნეიტროპენია (ძალიან ხშირი), ფებრილური ნეიტროპენია (ხშირი) და სეპტიური შოკი (ნაკლებად ხშირი). ნიშნები: შემცივნება, ცხელება, ოფლიანობა და ინფექციის სხვა ნიშნები (იხ. პარაგრაფი 2). 
•    ანემია (ძალიან ხშირი). ნიშნები: ქოშინი, სისუსტე და სიფერმკრთალე (იხ. პარაგრაფი 2). 
•    ღებინება (ძალიან ხშირი) და დიარეა (ძალიან ხშირი), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება, თუ მძიმედ მიმდინარეობს და დიდხანს გრძელდება. 
•    კუჭ-ნაწლავის მხრივ მძიმე დარღვევები: მუცლის ტკივილი (ხშირი), ასციტი (ნაკლებად ხშირი), კოლიტი (ნაკლებად ხშირი), მწვავე პანკრეატიტი (ნაკლებად ხშირი), ნაწლავთა გაუვალობა (ნაკლებად ხშირი) და ნაწლავის ნაწილობრივი გაუვალობა (ნაკლებად ხშირი). ნიშნები: მუცლის ინტენსიური ტკივილი, რომელსაც შეიძლება ახლდეს ღებინება, ნაწლავის სრული ან ნაწილობრივი დახშობა, ცხელება ან მუცლის გაოფლიანება. 
•    თორმბოციტოპენია (ძალიან ხშირი). ნიშნები: უჩვეულო სისხლჩაქცევები ან სისხლდენა (იხ. პარაგრაფი 2). 
•    ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია (ნაკლებად ხშირი): ფილტვებში სისხლის კოლტები. ნიშნები: ქოშინი და გულმკერდის ან ფეხებში ტკივილი.
•    ფილტვის ინტერსტიციული დაავადება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს იაპონიაში. სიმპტომები:  გაძნელებული სუნთქვა, ქოშინი, ხველა, ან მომატებული ტემპერატურა.
ამ სერიოზული გვერდითი მოვლებიდან ზოგიერთმა შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი.

 

 

სხვა გვერდითი ეფექტები
აცნობეთ ექიმს თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ გვერდით ეფექტს. ბევრი გვერდითი ეფექტი ვლინდება ლაბორატორიულ ანალიზებით, მაგალითად სისხლის უჯრედებზე მოქმედი მოვლენები. ექიმი ყურადღებას მიაქცევს ამ გვერდით ეფექტებს ანალიზების შედეგად. 

 

 

ძალიან ხშირი: აღინიშნება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში:
•    მადის დაქვეითება
•    ძლიერი დაღლილობის შეგრძნება (მომატებული გადაღლილობა)
•    შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა)
•    სისხლის თეთრი უჯრედების, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება-ზრდის ინფექციის რისკს. 

 

 

ხშირი: აღინიშნება 10-იდან არაუმეტეს 1 პაციენტში: 
•    ცხელება
•    თმის ცვენა
•    წონაში კლება
•    გემოვნების ცვლილება
•    ყაბზობა
•    თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
•    ცუდი თვითგრძნობა (საერთო სისუსტე)
•    სისხლში ალბუმინის ან საერთო ცილის დაბალი დონე
•    სისხლში ბილირუბინის მომატება - შეიძლება გამოიწვიოს კანის და თვალების სიყვითლე
•    სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება, რომლებსაც ეწოდებათ მონოციტები
•    სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომელბსაც ეწოდებათ ლიმფოციტები - ზრდის ინფექციის რისკს. 
•    მაჯების, მუხლების და ტერფების შეშუპება
•    სიწითლე, ოფლიანობა, ხელის ან ფეხისგულების ტკივილი (ხელისგულ-ფეხისგულის სინდრომი)
•    ხელების და ფეხების დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნება
•    პირის ღრუს ტკივილი ან გარკვეული დარღვევები
•    ლორწოვანი გარსების შეშუპება-ცხვირში, პირის ღრუში, ყელში, თვალებში, საშოში, ფილტვებში და ნაწლავში 
•    ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება
•    შარდში ცილის გამოვლენა
•    კანის გამონაყარი, ქავილი და აქერცვლა, კანისკენ სისხლის ნაკადის გაძლიერება
•    ხველა, ქოშინი, ცხვირის, ყელის, სასუნთქი გზების და ფილტვების ინფექციები
•    ძილის დარღვევები და ჩაძინების გაძნელება. 

 

 

ნაკლებად ხშირი: აღინიშნება 100-იდან არაუმეტეს 1 პაციენტში

•    დაბალი ან მაღალი არტერიული წნევა
•    თრომბები, მაგალითად ტვინში ან ფილტვებში
•    სისხლის ანალიზის შედეგები, რომლებიც მიუთითებს შედედების პრობლემებზე, რის გამოც შეიზლება დაიწყოს სისხლდენა
•    უფრო გამოხატული გულისცემა, გულმკერდის ტკივილი
•    გულის შეკუმშვათა სიხშირის ანომალური მომატება ან დაქვეითება
•    გულის მრუდის ცვლილება (ეკგ-ელექტროკარდიოგრამა)
•    სისხლის თეთრი სხეულაკების მომატება
•    სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას დონის მომატება
•    ფოსფატების, ნატრიუმის, კალიუმის და კალციუმის დაბალი დონე სისხლში
•    სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, რომლებსაც ეწოდებათ გრანულოციტები ან მონოციტები-ზრდის ინფექციის რისკს. 
•    სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია), სისხლში მარილების, შარდოვანას, კრეატინინის და კალიუმის დონის მომატება 
•    სისხლის ანალიზის შედეგები, რომლებიც ანთებაზე მიუთითებენ С- რეაქტიული ცილის მომატება). 
•    ყურების ტკივილი 
•    თავბრუსხვევა - ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო)
•    ცხვირიდან გამონადენი ან სისხლდენა, ცხვირის წიაღების დაავადება
•    ყელის ტკივილი, ხმის ჩახლეჩა, ხმის მხრივ დარღვევები
•    თვალების სიწითლე და ქავილი, თვალის ინფექციები, ცრემლდენა
•    თვალების სიმშრალე
•    მხედველობის დარღვევები: არამკვეთრი მხედველობა, მხედველობის გაორება, მხედველობის გაუარესება, კატარაქტა
•    გაუწყლოება
•    შებერილობა, ნაწლავში აირების დაგროვება, დისპეფსია
•    საჭმლის გადამამუშავებელი ტრაქტის ზედა ან ქვედა ნაწილების ტკივილი ან ანთება
•    ნაწლავის ანთება, შეშუპება ან სისხლდენა
•    ნაწლავს ანთება და ინფექცია
•    კუჭის და საყლაპავის ანთება ან მჟავიანობის მომატება, ბოყინი
•    ენის მტკივნეულობა, პირის ღრუში პოლიპები და წყლულები, წამოღებინება. 
•    ცუდი სუნი პირიდან, კბილების დარღვევები, კბილების და ღრძლილების დაავადებები, ღრძილებიდან სისხლდენა, ღრძილების ინფექციები
•    კანის სიმშრალე 
•    ფეხის დიდი თითების სახსრების შეშუპება ან ტკივილი
•    ხელების და ფეხების ტკივილი და სიმძიმე
•    ტკივილი, მათ შორის სიმსივნით გამოწვეული
•    ძვლების და კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე და სპაზმები, მყესების, ნერვების და იოგების ტკივილი
•    სიცივის შეგრძნება
•    სალტისებრი ლიქენი (ტკვიილი და ბუშტუკოვანი გამონაყარი ნერვული ბოჭკოების გაყოლებით, ნერვების ანთებით დაზიანება, გამოწვეული ჰერპესის ვირუსით). 
•    ღვიძლის დარღვევები
•    სანაღვლე სადინრების ანთება ან ინფექციები, ნაღვლის სადინრების დიამეტრის გადიდება
•    თირკმლის უკმარისობა
•    ინფექციები: ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი წარმოშობის
•    შარდის ბუშტის ანთება და ინფექცია
•    შარდის ანალიზის ცვლილება, სისხლი შარდში
•    სითხის გადინების დარღვევა (შარდის შეკავება), შარდის ბუშტზე კონტროლის დაკარგვა (შეუკავებლობა)
•    ათლეტის ტერფი - ტერფის სოკვანი ინფექცია, კანდიდოზი
•    ფილტვებში სითხის დაგროვება
•    მენსტრუალური ციკლის ცვლილება
•    შფოთვა
•    ცნობიერების დაკარგვა (გულის წასვლა)
•    წვის შეგრძნება, შეხებაზე მგრძნობელობის მომატება ან დაქვეითება და სხვა არასერიოზული ნევროლოგიური დარღვევები
•    ქავილით მიმდინარე ბუშტუკოვანი გამონაყარი, კანის სიწითლე, კანის აქერცვლა, ჭინჭრის ციება, ფერიჭამიები
•    ჩვეულზე მეტი ოფლიანობა, სინათლეზე მგრძნობელობა, ფრჩხილების დაზიანება. 

 

 

გვერდითი ეფექტების შეტყობინება
თუ აღნიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს აგრეთვე ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს უწყობთ მოცემული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას. 

 

 

5. როგორ ინახება ლონსურფი

პრეპარატი უნდა შეინახოთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. 
პრეპარატი არ მიიღოთ მუყაოს კოლოფზე ან ბლისტერზე «EXP»-ს შემდეგ მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის მითითებისას იგულისხმება თვის ბოლო დღე. 
ინახება არაუმეტეს 30°ჩ ტემპერატურაზე. 
წამლები არ უნდა ჩაუშვან გამდინარე წყლებში და არ უნდა გადააგდონ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტების უტილიზაცია, რომლებიც აღარ გამოიყენება. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ. 

6. შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რისგან შედგება ლონსურფი
ლონსურფი 15მგ/6.14 მგ ტაბლეტები 
•    მოქმედი ნივთიერება - ტრიფლურიდინი და ტიპირაცილი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 15მგ ტრიფლურიდინს და 6.14მგ ტიპირაცილს. 
•    სხვა ინგრედიენტები: 
-    ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდრატი, პეპტიზირებული სახამებელი (სიმინდის) და სტეარინმჟავა; 
-    აპკიანი გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი (8000), ტიტანის დიოქსიდი 
-    (E171) და მაგნიუმის სტეარატი. 
-    მელანი: შელაქი, რკინის წითელი ოქსიდი  (Е172), რკინის ყვითელი ოქსიდი (Е172), ტიტანის დიოქსიდი (Е171), ალუმინის ლაქი ინდიგოკარმინი (E132), კარნაუბის ცვილი და ტალკი. 

ლონსურფი 20მგ/8.19მგ ტაბლეტები
•    მოქმედი ნივთიერება - ტრიფლურიდინი და ტიპირაცილი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 20მგ ტრიფლურიდინს და 8.19მგ ტიპირაცილს. 
•    სხვა ინგრედიენტები:
-    ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზის მონოჰიდატი, პეპტიზირებული სახამებელი (სიმინდის) და სტეარინმჟავა
-    თხელი გარსი: ჰიპრომელოზა, მაკროგოლი (8000), ტიტანის დიოქსიდი 
-    (E171), რკინის წითელი ოქსიდი  (Е172)  და მაგნიუმის სტეარატი
-    მელანი: შელაქი, რკინის წითელი ოქსიდი  (Е172), ტიტანის დიოქსიდი (Е171), ალუმინის ლაქი ინდიგოკარმინი (E132), კარნაუბის ცვილი და ტალკი.

 

 

პრეპარატის ლონსურფი®შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა 
•    ლონსურფი 15მგ/6.14მგ არის თეთრი, აპკიანი გარსით დაფარული, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეს ნაცრისფერი მელნით მარკირებული  «15», მეორე მხარეს  «102» და  «15 მგ».

•    ლონსურფი 20მგ/8.19მგ არის ღია წითელი, აპკიანი გარსით დაფრული,  მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეს ნაცრისფერი მელნით მარკირებული «20», მეორე მხარეს «102» და «20მგ».

ერთი შეფუთვა შეიცავს აპკიანი გარსით დაფრულ 20 ტაბლეტს (2 ბლისტერი, თითოში 10 ტაბლეტი), აპკიანი გარსით დაფრულ 40 ტაბლეტს (4 ბლისტერი, თითოში 10 ტაბლეტი), ან აპკიანი გარსით დაფრულ 60 ტაბლეტს (6 ბლისტერი, თითოში 10 ტაბლეტი). 
შეფუთვის ყველა ზომა შეიძლება წარმოდგენილი არ იყოს გაყიდვაში. 

 

 

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
 

Les Laboratoires Servier / le laboratua servie
50 rue Carnot-50 karnotis quCa
92284 Suresnes Cedex-92284 sureni cedeqsi
France -საფრანგეთი

 

 

მწარმოებელი 
Les Laboratoires Servir Industrie- le laboratua servie industri
905, rue de Saran-905, saranis quCa
45520 Gidy-45520 Jidi
საფრანგეთი
 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.