ლიზიგამა 5მგ #30ტ
გენერიული დასახელება:
Lizinopril შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს; ლიზინოპრილს - 2,5მგ; 5მგ; 10მგ; 20მგ. კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰიპერტენზიული საშუალება, აგფ-ინჰიბიტორი ფორმა:
ტაბლეტები ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს. იგი თრგუნავს ანგიოტენზინ II -ის წარმოქმნას, რის გამოც მცირდება მისი სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება და ალდოსტერონის სეკრეცია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ. პრეპარატის მოქმედების ფონზე მცირდება სისხლძარღვების საერთო წინააღმდეგობა, მცირდება გულზე პრე- და პოსტდატვირთვა, რის გამოც ქვეითდება როგორც სისტემური არტერიული წნევა, ასევე წნევა სისხლმიმოქცევის მცირე წრეში. ჩვენება:
არტერიული ჰიპერტონია (მათ შორის რენოვასკულური); გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინაციაში საგულე გლიკოზიდებთან ან დიურეტიკებთან). უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ; თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები; თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზი ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზი პროგრესირებადი აზოტემიით; მდგომარეობა თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ; აზოტემია; ჰიპერკალიემია; პირველადი ალდოსტერონიზმი; აორტის შესართავის სტენოზი და სისხლის მიმოქცევის ანალოგიური დაბრკოლება; კვინკეს თანდაყოლილი შეშუპება; ორსულობა და ლაქტაცია; ბავშვებში. დოზირება და მიღების წესი:
არტერიული ჰიპერტონიის დროს პრეპარატი ინიშნება 10მგ ერთხელ დღეში. არასაკმარისად გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტის დროს დოზა იზრდება 20-40მგ-მდე (იშვიათად - 80მგ-მდე). გულის ქრონიკული უკმარისობის დროს საწყისი დოზა შეადგენს 2.5მგ-ს, შემანარჩუნებელი დოზა - 5-20მგ-ს. ავადმყოფებში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით, თირკმელების უკმარისობით, რენოვასკულური ჰიპერტონიით, ასევე ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკებს, პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად. გვერდით მოვლენები:
შესაძლებელია - თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, მშრალი ხველა. იშვიათად - ორტოსტატური ჰიპოტონია, ასთენია, ალერგიული გენეზის გამონაყარი კანზე, ტაქიკარდია, ტკივილი მუცელში, დიარეა, პირის სიმშრალე. ცალკეულ შემთხვევაში: კვინკეს შეშუპება, ხასიათის ლაბილურობა, ცნობიერების დაბინდვა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, იმპოტენცია, ჰიპერკალიემია, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლში, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობის შემცირება. აღწერილია თირკმლის მწვავე უკმარისობის, ართრალგიის, მიალგიის და ცხელების ცალკეული შემთხვევები. განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატით მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია დაკარგული სითხის და მარილების რაოდენობის აღდგენა. იგი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ასევე პაციენტებში, რომლებიც იღებენ სალურეზულ საშუალებებს და ანტიდეპრესანტებს. შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის დაქვეითება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას. კალიუმისშემნახველ დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება. ლიზიგამას და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას ქვეითდება ლითიუმის გამოყოფა ორგანიზმიდან. შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 15-30°C., ბავშვებისგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება. შეფუთვა:
2,5მგ, 5მგ, 10მგ, 20მგ ტაბლეტები 14, 20, 28, 30, 50, 100 ცალი. მწარმოებელი:
WOERWAG PHARMA Gmbh &Co. KG, გერმანია