newhospitals

ლივერინი

ლივერინი
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6142ნახვა

შემადგენლობა:

ცინარას მშრალი ექსტრაქტი - 200 მგ ქოლინის ბიტარტრატი - 100 მგ ბაყაყურა ( Silibum marianum)- 80 მგ ინოზიტოლი - 40 მგ L-მეთიონინი - 40 მგ ბაბუაწვერას ექსტრაქტი - 30 მგ ვიტამინი B6 - 1 მგ

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული ჰეპატოპროტექტორული პრეპარატი. ლივერინის შემადგენელი კომპონენტები დადებითად მოქმედებენ ორგანიზმის საჭმლის მომნელებელ, გულ-სისხლძარღვთა და იმუნურ სისტემაზე. პრეპარატი მონაწილეობს ღვიძლში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში და ახდენს ათეროსკლეროზის, ჰიპერქოლესტერინემიის და ღვიძლის უკმარისობის განვითარების პრევენციას. ცინარის ექსტრაქტი ხასიათდება ნაღვლმდენი, ჰეპატოპროტექტორული თვისებებით, ასტიმულირებს ღვიძლის ფუნქციებს. მძიმე მეტალების მარილების და სხვა ნივთიერებების გამოყოფას. ბიოლოგიურად აქტიური კომპონენეტები ახდენენ ნაღვლის შემადგენლობის ნორმალიზაციას, ცილებისა და ცხიმების მონელებას, ქოლეცისტიტის განვითარების პრევენციას და ამცირებენ ნაწლავებში აირების გამოყოფას. ბაბუაწვერა აუმჯობესებს მადას, ააქტიურებს გასტროინტესტინალური ტრაქტის ფუნქციებს და ახასიათებს სუსტი საფაღარათო თვისებები. გამოიყენება დიაბეტის, უროლითიაზის, ათეროსკლეროზის კომპლექსურ თერაპიაში, ხასიათდება ანტიტიოქსიური, ანტიჰელმინტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. ამავე დროს ასტიმულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. გააჩნია მატონიზირებელი ეფექტი, ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას. ქოლინი-ბიოლოგიურად მნიშვნელობანი ნივთიერებაა, მონაწილეობს მთელ რიგ მეტაბოლურ პროცესებში და ხელს უწყობს ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას. D,L - მეთიონინი შეუცვლელი ამინომჟავაა, წარმოადგენს L ცისტეინის წინამორბედს, რომელიც თავის მხრივ არის გლუტათიონის წინამორბედი. ჰეპატოციტებში გლუტათიონი უკავშირდება სამკურნალწამლო საშუალებების კატაბოლიზმის პროდუქტებს და თრგუნავს მათ ტოქსიურ ზემოქმედებას. ინოზიტოლი - ხელს უწყობს ღვიძლში დეტოქსიკაციის პროცესებში მონაწილე მედიატორების დაგროვებას. პირიდოქსინი - წყალში ხსნადი ვიტამინი, ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმის კოფერმენტია.

 

ჩვენებები:

ლივერინი გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში : ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებები (ქრონიკული ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია); თირკმლის ფუნქციის დარღვევა; გასტრიტი; შაქრიანი დიაბეტი; დისბაქტერიოზი; ალერგიული დაავადებები; პრე და პოსტოპერაციული პერიოდი ღვიძლსა და თირკმელებზე ქირურგიული ჩარევის დროს; ათეროსკლეროზი; ჰიპერქოლესტერინემია; ქრონიკული ინტოქსიკაცია (ჰეპატოტოქსიური ნივთიერებებით, მძიმე მეტალების მარილებით ინტოქსიკაცია). სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არსებობს კლინიკური მონაცემები აქტიური ინგრედიენტების ტერატოგენული ეფექტისა და სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის რეკომენდირებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს, ლაქტაციის პერიოდში ლივერინი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით

 

დოზირების რეჟიმი:

1 ტაბ 2-3-ჯერ დღეში.

 

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი N 45.

 

მწარმოებელი:

Difass, სანმარინო.

 

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.