ლივაროლი 400მგ #5ვაგ.სუპ(ნიჟფ)
პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება:
ლივაროლი
კეტოკონაზოლი ქიმიური სახელწოდება:
ცის-1-აცეტილ-4(4-((2-(2,4)-დიქლოფენილ)-2(1H-იმიდაზოლ-1-ილმეთილ-1,3-დიოქსოლან-4-ილ)-მეტოქსი)ფენილ)პიპერაზინი აღწერილობა:
თეთრი, თეთრი მოყვითალო ან მონაცრისფრო, ან მოკრემისფრო ელფერის მქონე სუპოზიტორები. შემადგენლობა:
ვაგინალური სუპოზიტორები კეტოკონაზოლით შეიცავს: კეტოკონაზოლი - 0,4გ, ბუტილოქსიანიზოლი - 0,0005გ, ფუძეები (პოლიეთილენოქსიდი 1500, პოლიეთილენოქსიდი 400) - საკმარისი რაოდენობა სუპოზიტორის მისაღებად მასით ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო საშუალება (კოდი ATC: G01AF11). ფარმაკოლოგიური თვისებები:
აქტიური ნივთიერება - კეტოკონაზოლი, იმიდაზოლდიოქსოლანის წარმოებულები. გააჩნია ფუნგიციდური და ფუნგოსტატური მოქმედება დერმატოფიტებთან და საფუარებთან მიმართებაში. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ერგოსტეროლის ბიოსინთეზის დათრგუნვასა და სოკოს მემბრანების შემადგენლობის ლიპიდურ ცვლილებებაში.
პრეპარატი აქტიურია სტაფილოკოკებთან და სტრეპტოკოკებთან მიმართებაში. ჩვენებები:
საშოს მწვავე და ქრონიკული რეციდივული მიკოზის მკურნალობა.
საშოს სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა ორგანიზმის დაქვეითებული რეზისტენტობისას და ანტიბაქტერიული საშუალებებითა და სხვა პრეპარატებით მკურნალობის ფონზე, რომლებიც არღვევენ საშოს ნორმალურ მიკროფლორას. უკუჩვენებები:
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. მიღების წესი და დოზები:
კონტურული შეფუთვიდან სუპოზიტორიის ამოღების შემდეგ სუპოზიტორია შეჰყავთ ღრმად საშოში ზურგით მწოლიარე მდგომარეობაში დღეღამეში 1 სუპოზიტორი 3-5 დღის განმავლობაში დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ გამოჯანმრთელებამდე. გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ქავილი, წვა) სუპოზიტორიის შეყვანის ადგილას, იშვიათ შემთხვევებში - გულისრევა, თავბრუსხვევა. განსაკუთრებული მითითებანი:
მოერიდეთ ლატექსურ პრეპარატებთან კონტაქტს (კონტრაცეპტული დიაფრაგმები, კონდომები). ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
რიფამპიცინთან და იზონიაზიდთან პრეპარატის ერთდროული გამოყენება ამცირებს პლაზმაში კეტოკონაზოლის კონცენტრაციას. ციკლოსპორინების, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების და მეთილპრედნიზოლონის ერთდროული გამოყენებისას კეტოკონაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელთა კონცენტრაციის მომატება პლაზმაში. გამოშვების ფორმა:
ლივაროლი, ვაგინალური სუპოზიტორიები 5 ცალი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში; ერთი კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა ინსტრუქციასთან ერთად კოლოფში. ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის პირობები:
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში. აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე. მწარმოებელი:
ღია სააქციო საზოგადოება "ნიჟფარმი", რუსეთი
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი
გსპ-459, სალგანსკაიას ქ. 7.
ტელ: (831-2) 78-80-88
ფაქსი: (831-2) 78-80-03