ლივ-ანგინი N აეროზოლი მოზრდილებისთვის
შემადგენლობა:
ზღვის წყლის გასუფთავებული იზოტონური ხსნარი, კოლოიდური ვერცხლი (აქტიური ვერცხლის იონები), კალენდულას ექსტრაქტი, სალბის ექსტრაქტი, ევკალიპტის ეთერის ზეთი, მენთოლი, ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი, გელწარმომქმნელი პოლიმერი (კარბომერი), PEG-40 ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, გლიცერინი. ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ერთგვაროვანი გელისებური მასა უცხო ჩანართების გარეშე. პრეპარატის გელისებური ფორმა: ხანგრძლივად უზრუნველყოფს მოქმედი ნივთიერებების შენარჩუნებას პირის ღრუში აქტიური კონცენტრაციით. ლივ-ანგინი N -ის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების თვისებებით. შემადგენლობა: ზღვის წყლის გასუფთავებული იზოტონური ხსნარი უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას, ასუფთავებს ლორწოვან გარსს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან. აქვს ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამაღლებს ადგილობრივ იმუნიტეტს. კოლოიდური ვერცხლი მოქმედებს როგორც ძლიერი, ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული საშუალება. ვერცხლის იონების მოქმედება უზრუნველყოფს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას, აგრეთვე ანთებითი პროცესების ნორმალიზებას. ანადგურებს პათოგენურ ვირუსებს და ინფექციის სხვა გამომწვევებს. სალბი და კალენდულა ახდენს მადეზინფიცირებელ და ანტიანთებით მოქმედებას ჩირქოვან-ანთებითი პროცესების დროს. ევკალიპტის ზეთი და მენთოლი უზრუნველყოფს ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. აქრობს პირის და ხახის ლორწოვანის სიმშრალეს და დისკომფორტს. რეკომენდაცია: გამოიყენება როგორც დამატებითი საშუალება პირის ღრუს და ხახის ანთებითი პროცესების კომპლექსურ მკურნალობაში, პირის ღრუს ლორწოვანის აღდგენისა და ინფიცირებისგან დაცვისათვის, პირის ღრუს ლორწოვანის ინფექციების და გრიპის საპროფილაქტიკოდ. გამოიყენება იმ პირებში, რომლებიც უჩივიან პირის ღრუს და ხახის ლორწოვანის სიმშრალეს და დისკომფორტს. გამოყენების წესი: შეატრიალეთ აეროზოლის თავი თქვენთვის სასურველ პოზიციამდე, ისე რომ პრეპარატი კარგად შეისხუროთ პირის ღრუსა და ხახაში. ლორწოვანი გარსის აღდგენის მიზნით 2 შესხურება 4-6 ჯერ დღეში; ინფექციების პროფილაქტიკისათვის - 1-2 შესხურება 3-4 ჯერ დღეში. უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. შენახვის პირობები: +50C-დან +250C-მდე, სინათლისაგან დაცულ ადგილას. შენახვის ვადა: 2 წელი. ვარგისია გახსნიდან პრეპარატის ვადის ამოწურვამდე. შეფუთვა: 45 მლ-იანი აეროზოლი. მწარმოებელი: "Georg Biosistems" უკრაინა, 83114, ქ. დონეცკი. ტამანსკისგამზირი, 20 ტელ/ფაქს(+38 062) 348 44 48 e-mail: contact@georgbio.com