newhospitals

ლივ-ანგინი N აეროზოლი ბავშვებისთვის

ლივ-ანგინი N აეროზოლი ბავშვებისთვის
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
6176ნახვა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ანტისეპტიკური და ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები         

 

ქვეყანა: უკრაინა

 

მწარმოებელი: გეორგ ბიო სისტემს (ლივ-ანგინ)

 

ჯენერიკი:Marine water,Ether oil,Act.silver ions 

 

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

 

შემადგენლობა: ზღვის წყლის გასუფთავებული იზოტონური ხსნარი, კოლოიდური ვერცხლი (აქტიური ვერცხლის იონები), კალენდულას ექსტრაქტი, სალბის ექსტრაქტი, ევკალიპტის ეთერის ზეთი, პიტნის ეთერის ზეთი, ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატი, გელწარმომქმნელი პოლიმერი (კარბომერი), PEG-40 ჰიდროგენიზებული აბუსალათინის ზეთი, გლიცერინი.
 

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: ერთგვაროვანი გელისებური მასა უცხო ჩანართების გარეშე, ღია ყვითელი ფერის.
პრეპარატის გელისებური ფორმა ხანგრძლივად უზრუნველყოფს მოქმედი ნივთიერებების შენარჩუნებას პირის ღრუში აქტიური კონცენტრაციით. 
ლივ-ანგინი N -ის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების თვისებებით. 
 

შემადგენლობა:
ზღვის წყლის გასუფთავებული იზოტონური ხსნარი უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსის ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას, ასუფთავებს ლორწოვან გარსს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან. აქვს ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამაღლებს ადგილობრივ იმუნიტეტს.
კოლოიდური ვერცხლი მოქმედებს როგორც ძლიერი, ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული საშუალება. ვერცხლის იონების მოქმედება უზრუნველყოფს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას, აგრეთვე ანთებითი პროცესების ნორმალიზებას. ანადგურებს პათოგენურ ვირუსებს და ინფექციის სხვა გამომწვევებს.
სალბი და კალენდულა ახდენს მადეზინფიცირებელ და ანტიანთებით მოქმედებას ჩირქოვან-ანთებითი პროცესების დროს.
ევკალიპტისა და მენთოლის ეთერის ზეთი უზრუნველყოფს ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. აქრობს პირის და ხახის ლორწოვანის სიმშრალეს და დისკომფორტს.
 

რეკომენდაცია: გამოიყენება როგორც დამატებითი საშუალება პირის ღრუს ანთებითი პროცესების კომპლექსურ მკურნალობაში, პირის ღრუს ლორწოვანის აღდგენისა და დაცვისათვის, პირის ღრუს ლორწოვანის ინფექციების და გრიპის საპროფილაქტიკოდ. გამოიყენება იმ პირებში, რომლებიც უჩივიან პირის ღრუს და ხახის ლორწოვანის სიმშრალეს და დისკომფორტს.
 

გამოყენების წესი: შეატრიალეთ აეროზოლის თავი თქვენთვის სასურველ პოზიციამდე, ისე რომ პრეპარატი კარგად შეისხუროთ პირის ღრუსა და ხახაში. 
რეკომენდებულია ბავშვებში 6 წლის ასაკიდან.

ლორწოვანი გარსის აღდგენის მიზნით
 

ბავშვებში 6 დან 9 წლამდე: თითო შესხურება 2-4 ჯერ დღეში;
ბავშვებში 9 დან 12 წლამდე: 2 შესხურება 
4-6 ჯერ დღეში.

 

ინფექციების პროფილაქტიკისათვის: 
ბავშვებში 6 დან 9 წლამდე: თითო შესხურება 2-4 ჯერ დღეში;
ბავშვებში 9 დან 12 წლამდე: თითო შესხურება 3-4 ჯერ დღეში.

 

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

შენახვის პირობები: +50C-დან +250C-მდე სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შენახვის ვადა: 2 წელი.
ვარგისია გახსნიდან პრეპარატის ვადის ამოწურვამდე.

 

შეფუთვა: 45 მლ-იანი აეროზოლი.

 

მწარმოებელი: “Georg Biosystems”
უკრაინა, 83114, ქ. დონეცკი.
ტამანსკის გამზირი, 20
ტელ/ფაქს: (+38 062) 348 44 48
E-mail: contact@georgbio.com

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.