newhospitals

ლივ -ანგინი #16ტ საწუწნი(ჟოლო)

ლივ -ანგინი #16ტ საწუწნი(ჟოლო)
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
2293ნახვა

ზოგადი დახასიათება:

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დიქლორბენზილის სპირტი, ამილმეტაკრეზოლი;

 

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ჟოლოსფერი (ჟოლოს არომატით), ნარინჯისფერი (ფორთოხლის არომატით) ან ღია ყვითელი ფერის (თაფლისა და ლიმონის არომატით), მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე, საწუწნი ტაბლეტები;

 

შემადგენლობა:
1 საწუწნი ტაბლეტი შეიცავს:
2.4-დიქლორბენზილის სპირტს - 1.2 მგ, ამილმეტაკრეზოლს - 0.6 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლევომენთოლი, შაქარი, თხევადი გლუკოზა, ლიმონმჟავა, ჟოლოს არომატიზატორი და საღებავი Azorubine (E 122) (ლივ-ანგინი ჟოლოს არომატით), ფორთოხლის არომატიზატორი და საღებავი Sunset Yellow FCF (E 110) (ლივ-ანგინი ფორთოხლის არომატით), თაფლის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი და საღებავი Quinoline Yellow (E 104) (ლივ-ანგინი თაფლისა და ლიმონის არომატით).

 

გამოშვების ფორმა:
საწუწნი ტაბლეტები, 1.2 მგ / 0.6 მგ.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტისეპტიკური საშუალება. ათქ-კოდი: R02AA20.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლივ-ანგინი პირის ღრუსა და ყელის ადგილობრივი გამოყენების კომბინირებული ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ახასიათებს. ამასთანავე, ლორწოვანი გარსის სიცივის რეცეპტორების სტიმულაციის გზით, იგი ადგილობრივად ავლენს საანესთეზიო თვისებებს; in vitro ხელს უშლის უმეტესი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდის პროცესს, რაც განპირობებულია მიკრობული უჯრედის კედლის შემადგენლობაში შემავალი ცილის კოაგულაციით; ახასიათებს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ხსნის ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გაღიზიანების სიმპტომებს, ამცირებს შეშუპებას, ყელის ტკივილს, აადვილებს ცხვირით სუნთქვას, ხასიათდება კარგი ამტანობითა და სასიამოვნო გემოთი.

 

ფარმაკოკინეტიკა:
მონაცემები ლივ-ანგინის ფარმაკოკინეტიკის შესახებ არ არსებობს, რადგან პრეპარატი ხასიათდება ძალიან მცირე სისტემური აბსორბციით.

 

ჩვენება:
ლივ-ანგინი გამოიყენება პირის ღრუს, ყელის, ხახისა და ხორხის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისა და საწყისი სტადიის სიმპტომური მკურნალობისათვის (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში): ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი (მათ შორის, პროფესიული ხასიათის), გინგივიტი, სტომატიტი, რძიანა.

 

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით რეკომენდებულია ნელა გაიწუწნოს ლივ-ანგინის 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 სთ-ში (მოზრდილები) ან ყოველ 4 სთ-ში (ბავშვები) ერთხელ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 6-8 ტაბლეტს.

 

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

 

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ლივ-ანგინი არ არის განკუთვნილი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ლივ-ანგინსა და სხვა ჯგუფის სამკურნალო საშუალებებს შორის არ გამოვლენილა.

 

ჰიპერდოზირება:
მცირე სისტემური აბსორბციის გამო დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აღინიშნება გულისრევა, ღებინება, დიარეა. მკურნალობა სიმპტომურია.

 

ორსულობა და ლაქტაცია:
ლივ-ანგინის უსაფრთხოება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენებისას დადგენილი არ არის, თუმცა უარყოფითი ზემოქმედება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის გამოყენება ამ პერიოდის განმავლობაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ან ბავშვზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

 

გამოყენების თავისებურებები:
თუ დაავადება გრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს, რთულდება მაღალი ტემპერატურით, თავის ტკივილით ან სხვა სიმპტომებით, საჭიროა ექიმის მიერ მკურნალობის სქემის გადახედვა.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ პრეპარატი შეიცავს 1.52 გ შაქარს და 0.95 გ გლუკოზას.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

 

შეფუთვა:
4 ტაბლეტი ალუმინის სტრიპში, 4 სტრიპი მუყაოს კოლოფში.

 

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.

 

მწარმოებელი:
შპს "ავერსი-რაციონალი" (საქართველო).

 

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ.14.
www.aversi.ge

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.