ლინექსი ფორტე კაფსულები
შემადგენლობა:
ერთი კაფსულა შეიცავს ლიოფილიზებულ რძემჟავა ბაქტერიებს:
Lactobacillus acidophilus არანაკლებ 1х109 კოლონიაწარმომქმნელი ერთეული და
Bifidobacterium animalis subsp. lactis. არანაკლებ 1х109 კოლონიაწარმომქმნელი ერთეული
დამხმარე ნივთიერებები:
ინსულინი ოლიგოფრუქტოზით (გლუკოზა+ფრუქტოზა+საქაროზა), მაგნიუმის სტეარატი, მალტოდექსტრინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).
გამოშვების ფორმა:
კაფსულები.
აღწერა:
კაფსულების გარეგნული სახე: თეთრი კორპუსი, ყვითელი თავსახური.
კაფსულის შიგთავსი:
ღია კრემისფერიდან ღია ვარდისფერამდე ფხვნილი უფრო მუქი ფერის ჩანართებით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
დიარეის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე მიკროორგანიზმები, რძემჟავა ბაქტერიები.
ათქ-კოდი: A07FA01.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ლინექსი ფორტე შეიცავს პრობიოტური რძემჟავა ბაქტერიების ორ შტამს Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium animalis subsp. lactis, რომლებიც ადამიანის ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის წარმომადგენლები არიან.
არსებობს რამდენიმე პოტენციური მექანიზმი, რომლის დამხარებითაც Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium animalis subsp. lactis ახდენენ დამცავ და თერაპიულ ზემოქმედებას.
ისინი ახდენენ პათოგენური ბაქტერიების ინჰიბირებას შემდეგის ხარჯზე:
ნაწლავში рН დაქვეითება (Lactobacillus acidophilus მიერ რძემჟავას გამომუშავების უნარის, ხოლო Bifidobacterium animalis subsp. lactis მიერ რძემჟავას გარდა ძმარმჟავას და ქარვის მჟავას გამომუშავების უნარის ხარჯზე);
პათოგენური ბაქტერიებისთვის ტოქსიკური მეტაბოლიტების გამომუშავება (H2O2 გამომუშავება);
ანტიმიკრობული ნივთიერებების, ბაქტერიოცინების, გამომუშავება (Lactobacillus acidophilus გამოიმუშავებს აციდონინს, რომელიც წარმოადგენს ფართო სპექტრის მოქმედების ბაქტერიოცინს, რომელიც ახდენს ბაქტერიებისა (მათ შორის Helicobacter pylori) და სოკოების ზრდის ინჰიბირებას;
საკვები ნივთიერებებისთვის პათოგენურ ბაქტერიებთან კონკურირება;
ენტეროციტებზე ადგეზიური რეცეპტორების ბლოკირება, რაც ხელს უშლის მათ კოლონიზაციას სხვა, პოპტენციურად პათოგენური მიკროორგანიზმების მიერ. .
ბაქტერიების ეს ორი შტამი ახდენს ნაწლავის მოტორიკის სტიმულირებას, აუმჯობესებს მის გამავლობასა და ლორწოს გამომუშავებას.
ისინი ასევე ახდენენ იმუნური სისტემის სპეციფიკურ და არასპეციფიკურ რგოლების სტიმულირებას.
ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევამ (მაგალითად, ვირუსული და ბაქტერიული კუჭ-ნაწლავის ინფექციების დროს, ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკებისა და სხვა სინთეზური ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენებისას, მუცლის ღრუს და მენჯის ორგანოების სხივური თერაპიის დროს, შორეული მოგზაურობების დროს) ან მუდმივი ფლორის დაგვიანებულმა განვითარებამ ჩვილებში შესაძლოა გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევები (როგორებიცაა მეტეორიზმი, დიარეა და ყაბზობა).
Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium animalis subsp. lactis რეგულარული მიღება ეფექტურად აქვეითებს საჭმლის მონელების დარღვევის (ძირითადად, დიარეის) მსუბუქი და ზომიერი სიმპტომების გამოვლინების სიხშირესა და სიმძიმეს, რომლებიც დაკავშირებულია ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსთან, ასტიმულირებს ნაწლავის რეგულარულ დაცლას და ასევე აუმჯობესებს Helicobacter pylori ინფექციის სტანდარტული ერადიკაციული თერაპიის შედეგებს.
ფარმაკოკინეტიკა:
პრობიოტური ბაქტერიები Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium animalis subsp. lactis ახდენენ ადგილობრივ ზემოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. პერორალური გამოყენების დროს პრეპარატის სისტემური შეწოვა არ ხდება. Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium animalis subsp. lactis მდგრადობა კუჭის წვენის და ნაღვლის მიმართ კუჭში და თორმეტგოჯა ნაწლავში გასვლის დროს ამ ბაქტერიების დიდ ნაწილს გადარჩენის საშუალებას აძლევს. ორივე ეს შტამი ემაგრება ნაწლავის ლორწოვან გარსს. მოცემული ბაქტერიები გამოიყოფა პერისტალტიკისა და დეფეკაციის დახმარებით.
ჩვენებები გამოყენებისათვის:
უკუჩვენებები:
ვარგისობის ვადა:
2 წელი. გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
- ლინექს ფორტე ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დამყარებას და ფუნქციის შენარჩუნებას.
- ლინექს ფორტე გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში პროფილაქტიკური და შემანარჩუნებელი საშუალების სახით დიარეის, მეტეორიზმისა და საჭმლის მონელების სხვა დარღვევების დროს, რომლებიც გამოწვეულია:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით ბავშვებსა და მოზრდილებში (როგორებიცაა როტავირუსული ინფექციები, მოგზაურების დიარეა);
- მკურნალობით ანტიმიკრობული პრეპარატების დახმარებით (ანტიბიოტიკებით და სხვა სინთეზური ანტიმიკრობული პრეპარატებით);
- მუცლის ღრუს და მენჯის ორგანოების სხივური თერაპიით.
- მიიღეთ საკვების მიღების დროს. ეს უზრუნველყოფს პრეპარატის მაქსიმალურ ეფექტურობას. ლინექს ფორტეს მიღება რეკომენდებულია ანტიბიოტიკის მიღებიდან 3 საათის შემდეგ.
- არ შეიძლება ალკოჰოლთან ან ცხელ სასმელებთან ერთდროული მიღება.
- მათთვის, ვისაც არ შეუძლია ან ვერ ყლაპავს კაფსულას, კაფსულას ხსნიან, გადმოყრიან შიგთავსს კოვზში და ურევენ სითხის მცირე ოდენობას.
- მიღების გამოტოვების დროს არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციისთვის.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუვალობა.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია ან პერფორაციის განვითარების რისკი.
- სხეულის ტემპერატურა აღემატება 38 °C;
- განავალში არის სისხლი ან ლორწო;
- დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში;
- დიარეას აქვს მძიმე ხასიათი და მას თან ახლავს გაუწყლოება და სხეულის მასის დაკარგვა;
- დიარეას თან ახლავს მუცლის ძლიერი ტკივილები;
- ადგილი აქვს სხვა ქრონიკულ დაავადებებს (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები) ან იმუნოდეფიციტი (მაგალითად, აივ-ინფექცია);
- ადგილი აქვს უცნობი წარმოშობის მუცლის ტკივილს.
- ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
- ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არეაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.