newhospitals

ლინექს საბავშვო

ლინექს საბავშვო
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
5148ნახვა
ლინექს საბავშვო:

ფხვნილი, შინაგანად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად.

 

შემადგენლობა:

ერთი საშე 1,5 გ ფხვნილით შეიცავს 109 კოლონიის წარმომქმნელ ერთეულ ცოცხალ ლიოფილიზირებულ რძისმჟავა ბაქტერიას

Bifidobacterium animalis subsp. lactis. შემავსებელი: მალტოდექსტრინი.

 

გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი:

ფხვნილი თეთრიდან ღია კრემისფერამდე. ალუმინის პაკეტები 1,5 გ ფხვნილით. 10 ან 20 საშე შესაფუთ ჩანართ ფურცელთან ერთად კოლოფში.

სარეგისტრაციო სერტიფიკატის მფლობელი და მწარმოებელი ლეკ დ.დ., ვეროვშკოვის 57, ლიუბლიანა, სლოვენია.

 

1. რა არის ლინექს საბავშვო და რისთვის იყენებენ მას:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიარეის საწინააღმდეგო მიკროორგანიზმები.

ლინექს საბავშვო - ეს არის პრობიოტიკი, სელექციონირებული ბიფიდობაქტერიების შემცველი, რომლებიც ამყარებენ და ინარჩუნებენ ბავშვებში ნაწლავური მიკროფლორის ბალანსს და ფუნქციას.

ბიფიდობაქტერიები შედიან წვრილი და მსხვილი ნაწლავების ნორმალურ მიკროფლაში, სადაც ისინი ინარჩუნებენ მჟავატუტოვან ბალანსს, რაც აუცილებელია საკვების მომნელებელი ფერმენტების (საკვების მონელების), იმუნური სისტემის და პერისტალტიკის ნორმალური მუშაობისთვის. ასევე ისინი წინააღმდეგობას უწევენ პათოგენური ბაქტერიების გადაჭარბებულ განვითარებას.

ძუძუთი საკვები ახალშობილების მიკროფლორა ძირითადად ბიფიდობაქტერიებისგან შედგება; ითვლება, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადრეული ძუძუთა ასაკის ბავშვებში.

ბიფიდობაქტერიების რეგულარული მიღება ეფექტურად ამცირებს საკვების მონელების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის აშლილობების (განსაკუთრებით დიარეის) სიხშირეს და ხარისხს, რომლებიც წარმოიქმნება ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის დარღვევის შედეგად და ინარჩუნებს კუჭ-ნაწლავის რეგულარულ დაცლას.

პრეპარატის ლინექს საბავშვო ბიფიდობაქტერიები ლიოფილიზირებულნი არიან (გამომშრალი არიან დაბალ ტემპერატურაზე), რაც პრეპარატის ოთახის ტემპერატურაზე შენახვის საშუალებას იძლევა ბაქტერიების ფორმის და აქტივობის შეუცვლელად.

 

ლინექს საბავშვოს გამოყენება შეიძლება ბავშვებში ძუძუთა ასაკიდან 12 წლამდე:

  • ნაწლავური მიკროფლორის ბალანსის და ფუნქციის ჩამოსაყალიბებლად და შესანარჩუნებლად;
  • დიარეის, მეტეორიზმის და საკვების მონელების სხვა დარღვევების პროფილაქტიკისთვის და შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის, თუ ისინი გამოწვეულია:
  • კუჭ-ნაწლავის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციით (მაგ. როტავირუსით);
  • ინფექციის სამკურნალო პრეპარატაბის გამოყენებით (ანტიბიოტიკებით და სხვა სინთეტური ანტიმიკრობული საშუალებებით).
 

პრეპარატის ლინექს საბავშვო გამოყენების წინ უკუჩვენებები:

თუ ბავშვს აქვს ალერგია (მომატებული მგრძობელობა) პრეპარატის მოქმედი ან დამხმარე ნივთიერებისადმი.

 

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დაწყების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, თუ ბავშვის:

  • სხეულის ტემპერატურა აჭარბებს 380 C;
  • განავალში არის სისხლი ან ლორწო;
  • დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტ ხანს;
  • ძლიერი დიარეა გაუწყლოებით და წონის დაკარგვით;  დიარეა, თანმდევი ძლიერი ტკივილებით მუცელში;
  • m12 - ru-pl-w - 147
  • დიარეა სხვა ქრონიკული დაავადებების (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება) ან იმუნოდეფიციტის (მაგ., აიდ ინფექციები) ფონზე. ნებისმიერი დიარეის მკურნალობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია სითხის და ელექტროლიტების აღდგენა.
  • სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება ისევე, როგორც სხვა ბაქტერიები, ბიფიდობაქტერიებიც მგრძნობიარენი არიან ანტიბიოტიკების მიმართ. ამიტომ პრეპარატის მიღება რეკომენდებულია არაუადრეს 3 საათისა ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ.
 

როგორ უნდა მივიღოთ ლინექს საბავშვო:

დოზები და მიღების ხანგრძლივობა ძუძუთა ბავშვები და ბავშვები 2 წლამდე: 1 საშე ერთხელ დღეში, ჭამის დროს. ბავშვები 2 წლიდან 12 წლამდე: 1 საშე ერთხელ ან ორჯერ დღეში (დილას და საღამოს), ჭამის დროს. ლინექს საბავშვოს მიღება შეიძლება მანამდე, სანამ შენარჩუნებულია სიმპტომები. საშეს შიგთავსი შეურიეთ წყალს, წვენს, რძეს ან ბავშვის საკვებს. მხოლოდ შინაგანად მისაღებად. არ შეურიოთ ცხელ სასმელებს!

ჭარბი დოზირება ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ შეტყობინება არ ყოფილა. ჭარბი დოზირების შედეგად გვერდითი ეფექტების შემთხვევებში გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

 

მიღების გამოტოვება:

არ გააორმაგოთ დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. გააგრძელეთ მიღება რეკომენდებული სქემის მიხედვით.

 

შესაძლო გვერდითი ეფექტები:

გვერდითი ეფექტები ბიფიდობაქტერიების მიღებისას ძალიან იშვიათია (1-ზე ნაკლები 10 000 ადამიანიდან, რომელიც პრეპარატით სარგებლობს). შეიძლება წარმოიქმნას მომატებული მგრძნობელობის რეაქციები.

 

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

 

შენახვის ვადა:

2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა იწურება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

 

გაცემის პირობები:

ურეცეპტოდ.

ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.