ლინექს ფორტე / Linex Forte
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ლინექსი® ფორტეს კაპსულები შემადგენლობა
ერთი კაპსულა შეიცავს ლიოფილიზირებულ რძემჟავა ბაქტერიებს:
• Lactobacillus acidophilus არანაკლებ 1х109 კოლონიაწარმომქმნელი ერთეული და
• Bifidobacterium animalis subsp. lactis. არანაკლებ 1х109 კოლონიაწარმომქმნელი ერთეული
დამხმარე ნივთიერებები: ინულინი ოლიგოფრუქტოზით (გლუკოზა+ფრუქტოზა+საქაროზა),მაგნიუმის სტეარატი, მალტოდექსტრინი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172). გამოშვების ფორმა
კაფსულები. აღწერა
კაპსულების გარეგნული სახე: თეთრი კორპუსი, ყვითელი თავსახური.
კაპსულის შიგთავსი: ღია კრემისფერიდან ღია ვარდისფერამდე ფხვნილი უფრო მუქი ფერის ჩანართებით. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
დიარეის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე მიკროორგანიზმები, რძემჟავა ბაქტერიები.
ათქ-კოდი: A07FA01. ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ლინექსი ფორტე შეიცავს პრობიოტური რძემჟავა ბაქტერიების ორ შტამს Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium animalis subsp. lactis, რომლებიც ადამიანის ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის წარმომადგენლები არიან.
არსებობს რამდენიმე პოტენციური მექანიზმი, რომლის დამხარებითაც Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium animalis subsp. lactis ახდენენ დამცავ და თერაპიულ ზემოქმედებას.
ისინი ახდენენ პათოგენური ბაქტერიების ინჰიბირებას შემდეგის ხარჯზე:
- ნაწლავში рН დაქვეითება (Lactobacillus acidophilus მიერ რძემჟავას გამომუშავების უნარის, ხოლო Bifidobacterium animalis subsp. lactis მიერ რძემჟავას გარდა ძმარმჟავას და ქარვის მჟავას გამომუშავების უნარის ხარჯზე);
- პათოგენური ბაქტერიებისთვის ტოქსიკური მეტაბოლიტების გამომუშავება (H2O2 გამომუშავება);
- ანტიმიკრობული ნივთიერებების, ბაქტერიოცინების, გამომუშავება (Lactobacillus acidophilus გამოიმუშავებს აციდონინს, რომელიც წარმოადგენს ფართო სპექტრის მოქმედების ბაქტერიოცინს, რომელიც ახდენს ბაქტერიებისა (მათ შორის Helicobacter pylori) და სოკოების ზრდის ინჰიბირებას;
- საკვები ნივთიერებებისთვის პათოგენურ ბაქტერიებთან კონკურირება;
- ენტეროციტებზე ადგეზიური რეცეპტორების ბლოკირება, რაც ხელს უშლის მათ კოლონიზაციას სხვა, პოპტენციურად პათოგენური მიკროორგანიზმების მიერ. .
ბაქტერიების ეს ორი შტამი ახდენს ნაწლავის მოტორიკის სტიმულირებას, აუმჯობესებს მის გამავლობასა და ლორწოს გამომუშავებას.
ისინი ასევე ახდენენ იმუნური სისტემის სპეციფიკურ და არასპეციფიკურ რგოლების სტიმულირებას.
ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევამ (მაგალითად, ვირუსული და ბაქტერიული კუჭ-ნაწლავის ინფექციების დროს, ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკებისა და სხვა სინთეზური ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენებისას, მუცლის ღრუს და მენჯის ორგანოების სხივური თერაპიის დროს, შორეული მოგზაურობების დროს) ან მუდმივი ფლორის დაგვიანებულმა განვითარებამ ჩვილებში შესაძლოა გამოიწვიოს საჭმლის მონელების დარღვევები (როგორებიცაა მეტეორიზმი, დიარეა და ყაბზობა).
Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium animalis subsp. lactis რეგულარული მიღება ეფექტურად აქვეითებს საჭმლის მონელების დარღვევის (ძირითადად, დიარეის) მსუბუქი და ზომიერი სიმპტომების გამოვლინების სიხშირესა და სიმძიმეს, რომლებიც დაკავშირებულია ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსთან, ასტიმულირებს ნაწლავის რეგულარულ დაცლას და ასევე აუმჯობესებს Helicobacter pylori ინფექციის სტანდარტული ერადიკაციული თერაპიის შედეგებს.
ფარმაკოკინეტიკა
პრობიოტური ბაქტერიები Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium animalis subsp. lactis ახდენენ ადგილობრივ ზემოქმედებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. პერორალური გამოყენების დროს პრეპარატის სისტემური შეწოვა არ ხდება. Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium animalis subsp. lactis მდგრადობა კუჭის წვენის და ნაღვლის მიმართ კუჭში და თორმეტგოჯა ნაწლავში გასვლის დროს ამ ბაქტერიების დიდ ნაწილს გადარჩენის საშუალებას აძლევს. ორივე ეს შტამი ემაგრება ნაწლავის ლორწოვან გარსს. მოცემული ბაქტერიები გამოიყოფა პერისტალტიკისა და დეფეკაციის დახმარებით. ჩვენებები გამოყენებისათვის
ლინექს ფორტე ხელს უწყობს ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დამყარებას და ფუნქციის შენარჩუნებას.
ლინექს ფორტე გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებსა და ბავშვებში პროფილაქტიკური და შემანარჩუნებელი საშუალების სახით დიარეის, მეტეორიზმისა და საჭმლის მონელების სხვა დარღვევების დროს, რომლებიც გამოწვეულია:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით ბავშვებსა და მოზრდილებში (როგორებიცაა როტავირუსული ინფექციები, მოგზაურების დიარეა);
- მკურნალობით ანტიმიკრობული პრეპარატების დახმარებით (ანტიბიოტიკებით და სხვა სინთეზური ანტიმიკრობული პრეპარატებით);
- მუცლის ღრუს და მენჯის ორგანოების სხივური თერაპიით.
ლინექს ფორტე გამოყენება მოზრდილებში და 12 წელზე უფროს მოზარდებში:
- შემანარჩუნებელი საშუალების სახით Helicobacter pylori ინფექციის სტანდარტული ერადიკაციული თერაპიის სახით;
- ყაბზობის დროს მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. გამოყენების წესი და დოზირება
დოზირება
პროფილაქტიკური და შემანარჩუნებელი საშუალების სახით გამოყენება დიარეის, მუცლის შებერილობისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დარღვევების დროს
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი მოზარდები: ერთი კაპსულა დღეში ერთხელ - სამჯერ (სიმპტომების სიმძიმეზე დამოკიდებულებით).
2-12 წლის ბავშვები: ერთი კაპსულა დღეში ერთხელ - ორჯერ (სიმპტომების სიმძიმეზე დამოკიდებულებით).
1-2 წლის ბავშვები: ერთი კაპსულა დღეში ერთხელ.
კაპსულები ლინექს ფორტე შეიძლება მიღებულ იქნას სიმპტომების ალაგებამდე.
თუ დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან მდგომარეობა არ უმჯობესდება, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
დიარეის თვითმკურნალობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია წყლისა და ელექტროლიტების დანაკარგების ანაზღაურება. 6 წელზე უმცროს ბავშვებში დიარეის მკურნალობა ხორციელდება სამედიცინო კონტროლის ქვეშ.
1 წელზე უმცროსი ბავშვებისთვის ლინექს ფორტეს კაპსულების მიღება არ არის რეკომენდებული. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის რეკომენდებულია პრეპარატის უფრო შესაფერისი გამოშვების ფორმების გამოყენება.
Helicobacter pylori ინფექციის სტანდარტული ერადიკაციული თერაპიის დროს და ყაბზობის დროს მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემანარჩუნებელი საშუალების სახით გამოყენება
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი მოზარდები: ერთი კაფსულა დღეში სამჯერ.

თუ ყაბზობასთან დაკავშირებული პრობლები გრძელდება შვიდ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
ყაბზობის დროს რეკომენდებულია ჯანსაღი დაბალანსებული საკვების მიღება, რომელიც შეიცავს საკვები ბოჭკოების საკმარის რაოდენობას, საკმარისი ოდენობის სითხის დალევა, ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესი და დღე-ღამის დაახლოებით ერთი და იგივე დროს ნაწლავის დაცლის ჩვევის გამომუშავება. გამოყენების წესი
შიგნით მიღებისთვის.
მიიღეთ საკვების მიღების დროს. ეს უზრუნველყოფს პრეპარატის მაქსიმალურ ეფექტურობას. ლინექს ფორტეს მიღება რეკომენდებულია ანტიბიოტიკის მიღებიდან 3 საათის შემდეგ.
არ შეიძლება ალკოჰოლთან ან ცხელ სასმელებთან ერთდროული მიღება.
მათთვის, ვისაც არ შეუძლია ან ვერ ყლაპავს კაპსულას, კაპსულას ხსნიან, გადმოყრიან შიგთავსს კოვზში და ურევენ სითხის მცირე ოდენობას.
მიღების გამოტოვების დროს არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციისთვის. უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუვალობა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია ან პერფორაციის განვითარების რისკი.
განსაკუთრებული მითითები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ:
- სხეულის ტემპერატურა აღემატება 38 °C;
- განავალში არის სისხლი ან ლორწო;
- დიარეა გრძელდება ორ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში;
- დიარეას აქვს მძიმე ხასიათი და მას თან ახლავს გაუწყლოება და სხეულის მასის დაკარგვა;
- დიარეას თან ახლავს მუცლის ძლიერი ტკივილები;
- ადგილი აქვს სხვა ქრონიკულ დაავადებებს (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები) ან იმუნოდეფიციტი (მაგალითად, აივ-ინფექცია);
- ადგილი აქვს უცნობი წარმოშობის მუცლის ტკივილს.
12 წელზე უმცროსი ბავშვებმა არ უნდას მიიღონ ლინექს ფორტეს კაპსულები შემანარჩუნებელი საშუალების სახით Helicobacter pylori ინფექციის სტანდარტული ერადიკაციული თერაპიის დროს და ყაბზობის დროს მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
სხვა განსაკუთრებული მითითებები მოცემულია ნაწილში "გამოყენების წესი და დოზირება". გაფრთხილებები, რომლებიც ეხება დამხმარე ნივთიერებებს
ლინექს ფორტე შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზასა და საქაროზას. ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი პათოლოგიის მქონე პირებს, როგორიცაა ფრუქტოზის აუტანლობა, გლუკოზის-გალაქტოზის შეწოვის დარღვევა ან საქარაზას-იზომალტაზას უკმარისობა, ამ პრეპარატის მიღება არ არის მიზანშეწონილი.
ლინექს ფორტე შეიძლება შეიცავდეს რძის ცილების ნარჩენებს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციების განვითარება. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
პრობიოტური ბაქტერიები მგრძნობიარეა ანტიბიოტიკების ზემოქმედების მიმართ. ამის გამო კაპსულები ლინექს ფორტე რეკომენდებულია მიღებულ იქნას ანტიბიოტიკების მიღებიდან არანაკლებ 3 საათის შემდეგ. ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს ლინექს ფორტეს გამოყენებით გამოწვეული არასასურველი რეაქციების შესახებ შეტყობინებებს ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, მწვავე დიარეისას ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა იმისთვის, რომ არ იქნას დაშვებული სითხისა და ელექტროლიტების უკმარისობა და ასევე სხვა არასასურველი რეაქციები, რომლებმაც შესაძლოა მუცლად ყოფნის პერიოდში სახიფათო იყოს ბავშვისთვის ან ორსული ქალისთვის.
დიარეისას ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება უნდა განხორციელდეს სამედიცინო კონტროლის ქვეშ.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზეკვლევები არ განხორციელებულა. გვერდითი მოქმედება
არასასურველი რეაქციების სიხშირე დგინდება სტანდარტული სამედიცინო ტერმინოლოგიის საერთაშორისო ლექსიკონის კრიტერიუმების შესაბამისად: ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი (≥ 1/100 - < 1/10), არახშირი (≥ 1/1000 - < 1/100), იშვიათი (≥ 1/10000 - < 1/1000), ძალიან იშვიათი (< 1/10000), სიხშირე უცნობია (შეუძლებელია დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე). დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
ძალიან იშვიათი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ აღწერილა.
შეფუთვა
ალუმინის ბლისტერები, 14 ან 28 კაპსულა შეფუთვაში. შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში არეაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა
2 წელი. გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტის გარეშე.