ლიდოკაინი აეროზოლი 10% 38გ
აქტიური ნივთიერება: 3,80 გ ლიდოკაინი ერთ ფლაკონში.
სხვა კომპონენტები: 96 %-ანი ეთანოლი, პროპილენგლიკოლი, ბაღის პიტნის ზეთი. არ შეიცავს ფრეონს. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება.ACT კოდი: C01BB01 ჩვენებები:
ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება შეიძლება ყველა შემთხვევაში, როდესაც საჭიროა კანისა ან ლორწოვანი გარსის ანესთეზია. სტომატოლოგიური პროცედურები და ოპერაციები:
ინექციის ადგილის ანესთეზია ადგილობრივი საინექციო ანესთეზიური საშუალების შეყვანამდე, ზედაპირული აბსცესების გაკვეთა, მოძრავი სარძევე კბილის ან ძვლოვანი ფრაგმენტის ამოღება, ლორწოვანი გარსის ჭრილობიდან ძაფების ამოღება. ღრძილის ანესთეზია გვირგვინის ან ხიდისებრი პროთეზის დაფიქსირებამდე. პრეპარატის გამოყენება, ასევე, შეიძლება კბილის ქვის ხელით ან ინსტრუმენტული მეთოდით ამოსაღებად ან გადიდებული კბილთაშორისი დვრილის გასაკვეთად. ლიდოკაინის აეროზოლი აქვეითებს ან თრგუნავს ხახის გაძლიერებულ რეფლექსს ანაბეჭდის მომზადებისა ან რენტგენული ფირის მოთავსების წინ. პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ანაბეჭდის ელასტიურ მასალებთან ერთად. ასპირაციის რისკის გამო ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება უკუნაჩვენებია, როდესაც ანაბეჭდის მოსამზადებლად იხმარება თაბაშირი.
ბავშვებისათვის ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება შეიძლება ფრენულოტომიისათვის და სანერწყვე ჯირკველის კისტების გასაკვეთად.
ლორწოვანი გარსის კეთილთვისებიან ზედაპირულ სიმსივნეთა ამოკვეთა. ოტორინოლარინგოლოგია:
ელექტროკაუტერიზაციამდე ცხვირიდან სისხლდენის მკურნალობის დროს, ცხვირის პოლიპის სეპტექტომიისა და რეზექციის წინ. პრეპარატის გამოყენება ასევე შეიძლება ხახის რეფლექსის დათრგუნვისთვისა და ინექციის ადგილების ანესთეზიისათვის.
დამატებითი ანესთეზიის სახით პერიტონზილური აბსცესის გაკვეთამდე ან ჰაიმორის წიაღის პუნქციამდე.
ანესთეზია სინუსის ამორეცხვამდე.
ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება ხახასა და ცხვირ-ხახაში ქირურგიული ოპერაციების დროს, უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ ლიდოკაინი ხახის რეფლექსის დათრგუნვის დროს ხვდება ხორხსა და ტრაქეაში და თრგუნავს ხველის რეფლექსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ბრონქოპნევმონია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის, რადგან მათში ხშირად გამოიწვევა ხახის რეფლექსი.
ამის გამო, ლიდოკაინის აეროზოლი არაა რეკომენდირებული ადგილობრივი ანესთეზიისათვის ტონზილექტომიისა და ადენოტომიის წინ 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ენდოსკოპია და გამოკვლევის ინსტრუმენტული მეთოდები.
ხახის ანესთეზია ცხვირიდან ან პირიდან სხვადასხვა მილების შეყვანამდე (გასტროდუოდენალური ზონდი ან სენგსტაკენის ზონდი).
ტრაქეოტომიული მილის შეცვლა. გინეკოლოგია და მეანობა:
შორისის ანესთეზიისათვის ეპიზიოტომიამდე ან ამ ოპერაციის შესაძლებლობის შემთხვევაში. ძაფების ამოღება. მიმდებარე ქსოვილების ანესთეზია საშვილოსნოს ყელზე ან საშოზე ოპერაციის დროს.
ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება შეიძლება საქალწულე აპკის ნაფლეთების ან ჭრილობის აბსცესის გაკვეთისა და დამუშავებისათვის. დერმატოლოგია:
კანის ან ლორწოვანი გარსების ანესთეზია მცირე ჩარევების წინ. უკუჩვენებები:
მაღალი მგრძნობელობა ლიდოკაინის ან აეროზოლის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. უსაფრთხოების ზომები:
- არ უნდა დაიშვას ლიდოკაინის მოხვედრა სასუნთქ გზებში (ასპირაციის რისკი).
- შესხურება ხახაზე საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას.
- ლოყების ლორწოვან გარსზე შესხურებას თან ახლავს დისფაგიისა და შემდგომი ასპირაციის რისკი, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. ენისა და ლოყების ლორწოვანი გარსის მგრძნობელობის დარღვევის დროს იზრდება მათზე კბენის რისკი.
- ლიდოკაინი კარგად იწოვება ლორწოვანი გარსით (განსაკუთრებით ტრაქეაში) და დაზიანებული კანით. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული, განსაკუთრებით, ბავშვებში ქსოვილების დიდი მონაკვეთების დამუშავების დროს.
- საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ლიდოკაინის დაზიანებულ ლორწოვან გარსზე და/ან ინფიცირებულ ზონებზე შესხურების დროს.
- პრეპარატის მიღება სიფრთხილით უნდა მოხდეს ეპილეფსიით დაავადებულებში, ასევე, ბრადიკარდიის, გულის გამტარებლობის დარღვევის, ღვიძლის ფუნქციის მოშლისა და მძიმე შოკის დროს, განსაკუთრებით, როდესაც მოსალოდნელია პრეპარატის მნიშვნელოვანი რაოდენობით შეწოვა მაღალი დოზებით ქსოვილთა დიდი მონაკვეთების დამუშავების დროს.
- უფრო მცირე დოზების გამოყენებაა საჭირო ხანდაზმულ ან სუსტ პაციენტებში, მწვავე დაავადებების დროს, ასევე, ბავშვებში ასაკისა და საერთო მდგომარეობის შესაბამისად.
- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენება რეკომენდირებულია პრეპარატით დასველებული ბამბის ტამპონით.
- ლიდოკაინის აეროზოლის გამოყენების დროს ფლაკონის დაჭერა საჭიროა, შეძლებისამებრ, ვერტიკალურად. აეროზოლი არ უნდა მოხვდეს თვალებზე. ორსულობა და ლაქტაცია:
ლიდოკაინი გამოიყენება დიდი ხნის მანძილზე და არ არის რეგისტრირებული ჯამრთელობაზე მისი ცუდი გავლენა.
უფრო უსაფრთხო პრეპარატის უქონლობის შემთხვევაში ლიდოკაინის გამოყენება შეიძლება ორსულობის დროს.
ლიდოკაინი გამოიყოფა დედის რძით, მაგრამ ჩვეულებრივი თერაპიული დოზის გამოყენების შემდეგ მისი რძით გამოყოფილი რაოდენობა ძალიან მცირეა, იმისათვის, რომ ჩვილს ზიანი მიაყენოს. ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა:
არ არის მონაცემები, რომლებიც მიუთითებს ლიდოკაინის გავლენაზე ტრანსპორტის საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
ლიდოკაინის გამოყენება სიფრთხილითაა საჭირო პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიარითმულ პრეპარატებს 1B ტიპის (მაგალითად: ტოკაინიდი), ტოქსიკური ეფექტების სუმაციის რისკის გამო. მიღების წესი და დოზირება:
დოზირება შეიძლება ფართოდ ვარირებდეს საანესთეზიო ზონის მონაცემების და ზომის მიხედვით.
აეროზოლის ერთი დოზა, რომელიც გამოდის აეროზოლის დოზირების სარქველზე დაჭერით, შეიცავს 4,8 მგ ლიდოკაინს.
სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაღალი კონცანტრაციის მიღწევის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ყველაზე მცირე ეფექტური დოზის გამოყენება.
ჩვეულებრივ, საკმარისია სარქველზე 1-3 დაჭერა, მაგრამ სამეანო პრაქტიკაში იყენებენ 15-20 დოზას (მაქსიმალური რაოდენობა - 40 დოზა 70 კგ სხეულის წონაზე).
რეკომენდირებული დოზები სხვადასხვა ჩვენების დროს: გამოყენება დოზა (სარქველზე დაჭერის რიცხვი):
სტომატოლოგია 1-3
სტომატოლოგიური ქირურგია 1-4
ოტორინოლარინგოლოგია 1-4
ენდოსკოპია 2-3
მეანობა 15-20
გინეკოლოგია 4-5
დერმატოლოგია 1-3 პრეპარატის გამოყენება, ასევე, შეიძლება მასში დასველებული ბამბის ტამპონის წასმით.
ბავშვები
ლიტერატურული მონაცემების თანახმად, სტომატოლოგიური პროცედურების დროს ლიდოკაინის გამოყენება შეიძლება ბავშვებშიც, უმჯობესია ბამბის ტამპონით, რაც პრეპარატის დოზის გამოსხურების დროს შიშისა და ჩხვლეტის შეგრძნების (ჩვეული გვერდითი მოვლენა) თავიდან აცვილების საშუალებას იძლევა. ასეთივე მეთოდით პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 2 წლამდე ასაკის ბავშვებშიც. ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების დროს შეიძლება აღინიშნოს ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის დარღვევა. ყურადღება მიაქციეთ სასუნთქი გზების გამავლობას, საჭიროებისამებრ გამოიყენეთ ჟანგბადი ან ხელოვნური სუნთქვა. ერთეული სპაზმების მოცილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს 50-100 მგ სუკცინილქოლინის და/ან 5-15 მგ დიაზეპამის შეყვანით. რადგან სუკცინილქოლინმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაჩერება, ის უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ სპეციალისტების მიერ, რომელთაც აქვთ ტრაქეის ინტუბაციისა და სუნთქვის დამბლის მქონე ავადმყოფების კურირების გამოცდილება. შეიძლება ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატების გამოყენება - თიოპენტალი. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ სიმპტომების აღსაკვეთად (ბრადიკარდია და გამტარებლობის დარღვევა) ნაჩვენებია ატროპინის (0,5-1 მგ ვენაში) და სიმპატომიმეტიკების შეყვანა.
პარკუჭების ფიბრილაციისა და გულის გაჩერების დროს საჭიროა რეანიმაციული ღონისძიებები. გვერდითი მოვლენები:
ადგილობრივი მოვლენები:
მსუბუქი ჩხვლეტის შეგრძნება პრეპარატის შესხურების დროს. ეს შეგრძნება გაივლის მოვლენის განვითარების შემდეგ (1 წუთის შემდეგ).
გარდამავალი ერითემა, შეშუპება და მგრძნობელობის დარღვევა შეიძლება აღინიშნებოდეს პრეპარატის შესხურების ადგილას. ალერგიული რეაქციები:
ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში - შოკი. პრეპარატის გამოყენება საჭიროა დაუყოვნებლივ შეჩერდეს ჰიპერმგრძნობელობის ნებისმიერი რეაქციის აღმოჩენისთანავე. სისტემური მოქმედება:
სისტემური მოვლენების სიხშირე ლიდოკაინის აეროზოლის მიღების შემდეგ ძალიან მცირეა, რადგან გამოიყენება აქტიური პრეპარატის ძალიან მცირე რაოდენობა, რომელიც შეიძლება მოხვდეს სისხლში. დიდი დოზის შესხურების შემთხვევაში, ასევე, სწრაფი შეწოვის, ჰიპერმგძნობელობის, იდიოსნკრაზიის, პრეპარატის ცუდი ატანის დროს, შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს აგზნების ან ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დათრგუნვის სიმპტომები: ნერვული აგზნება, სისტემური თავბრუსხვევა, ძილიანობა, სპაზმები, გონების დაკარგვა და სუნთქვის დამბლა.
გულ-სისხლძარღვოვანი გვერდითი მოვლენები: ჰოპოტენზია, მიოკარდიუმის ფუნქციის დათრგუნვა, ბრადიკარდია, გულის გაჩერება. გამოშვების ფორმა:
38 მგ ყავისფერი მინის ფლაკონში, ტევადობით 50 მლ, აღჭურვილი დოზირების ტუმბოთი, საფრქვეველიან საცმთან კომპლექტში. ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში. შენახვის პირობები:
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 15°-25°C ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით. მწარმოებელი:
ფარმაცევტული ქარხანა ეგის სს უნგრეთი
EGIS PHARMACEUTICALS LTD HUNGARY