ლიდოკაინი 10% 2მლ #10ა (იმპ)
ლიდოკაინი 10 % ხსნარი ინექციებისათვის.
ხსნარი ინტრავენური ინექციებისათვის ან ინფუზიისათვის (ნაკადურად, განზავების შემდეგ)შემადგენლობა: ყოველი ამპულა ტევადობით 2 მლ შეიცავს ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 200 მგ-ს, გარდა ამისა, ყოველი ამპულა შეიცავს საინექციო წყალს. ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი - ანტიარითმული სამკურნალო საშუალებაა.
ათქ კოდი: N01BB02 ჩვენებები:
• ავთვისებიანი პარკუჭოვანი არითმიის პირველადი პროფილაქტიკა, პარკუჭოვანი ფიბრილაცია და ტაქიკარდია მიოკარდიუმის ინფარქტის ადრეულ (ჰოსპიტალიზაციამდე) ფაზაში.
• მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზაში ან მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციამდე პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მკურნალობა, ასევე პარკუჭოვანი ტაქიკარდია გულის სხვა ორგანული დაზიანებების დროს.
• პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მეორადი პროფილაქტიკა და/ან ფიბრილაცია არითმიის შეჩერების შემდეგ 6-24 საათში. უკუჩვენებები:
• ჰიპერმგრძნობელობა ლიდოკაინის მიმართ ან ანამნეზში კრუნჩხვითი შეტევების არსებობა ამ პრეპარატის შეყვანის შემდეგ.
• II-III ხარისხის წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა;
• გამოხატული ბრადიკარდია;
• ადამს-სტოქსის სინდრომი;
• მარცხენა პარკუჭის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითება;
• ანამნეზში დიდი კრუნჩხვითი შეტევების არსებობა ლიდოკაინის შეყვანის შემდეგ;
• ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა. უსაფრთხოების ზომები:
საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა ისეთი მდგომარეობის დროს, როგორიცაა სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, ჰიპოტონია, ჰიპოვოლემია, ჰიპოკალიემია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა. ამ შემთხვევებში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება. ლიდოკაინის გამოყენებამდე აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის ნორმალიზაცია. რეკომენდირებულია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატის შეყვანის დროს ხანდაზმულ პაციენტებში. პაციენტები, რომელთაც აქვთ მიდრეკილება ავთვისებიანი ჰიპერტენზიის მიმართ, საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან ისინი შეიძლება რეზისტენტულნი იყვნენ ამიდური ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ. განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს სწრაფ დიაგნოსტიკასა და თერაპიის დაუყოვნებლივ დაწყებას. პრეპარატის შეყვანის დროს საჭიროა ეკგ-ს მონიტორირება. გამოხატული ბრადიკარდიის შემთხვევაში, PQ ინტერვალის გახანგრძლივება ან QRS კომპლექსის გაფართოვება, აგრეთვე, ახალი არითმიის გამოვლენისას, საჭიროა ლიდოკაინის დოზის შემცირება და საჭიროებისამებრ პრეპარატის მოხსნა. გამოხატული ბრადიკარდიის დროს საჭიროა ატროპინის 0,5-1 მგ-ის შეყვანა ი/ვ-ად. ჰიპოტენზიის დროს შეიძლება სიმპათომიმეტიკების ან ბეტა-მიმეტურების შეყვანა ვენაში. ლიდოკაინის შეყვანის დროს ხელმისაწვდომი უნდა იყოს სარეანიმაციო მოწყობილობა სასიცოცხლო ჩვენებების შენარჩუნებისათვის. ორსულობა და ლაქტაცია:
მიუხედავად იმისა, რომ, ვირთაგვებზე ჩატარებული რეპროდუქციული გამოკვლევებით ადამიანის დოზებზე 6,6-ჯერ მაღალი დოზის შეყვანით, არ იყო გამოვლენილი მავნე ზემოქმედება ნაყოფზე, ამ შედეგების განზოგადება ადამიანზე დაუშვებელია. ორსულ ქალებში სათანადოდ კონტროლირებული გამოკვლევები არ არის ჩატარებული. ლიდოკაინი გადის პლაცენტურ ბარიერს, რის გამოც ორსულობის დროს (განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში) მისი დანიშვნა საჭიროა მხოლოდ ყველა რისკისა და სასარგებლო ეფექტის გულდასმით შედარების შემდეგ.
ლიდოკაინი გამოიყოფა დედის რძით მცირე ოდენობით, რაც შეიძლება სარისკო იყოს ახალშობილისთვის. ამასთან დაკავშირებით, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა მეძუძური დედებისთვის პრეპარატის შეყვანის დროს. სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა:
იმ შემთხევების გარდა, როდესაც გვერდითი ეფექტების განვითარებაა სავარაუდო, არ არის შეზღუდული სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა. რადგან ლიდოკაინის 10%-ნი ხსნარი ინექციებისათვის ინიშნება გულის დაავადების მქონე პაციენტებში, საჭიროა მათი მდგომარეობის სტაბილურობის და, შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის შესაძლებლობის შეფასება. სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები, ღვიძლში მეტაბოლიზმის სიჩქარის დაქვეითებით, ზრდიან ლიდოკაინის დონეს სისხლის შრატში: ქლორპრომაზინი, ციმეტიდინი, პროპრანოლოლი, პეტიდინი, ბუპივაკაინი, ქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიტრიპტილინი, იმიპრამინი, ნორტრიპტილინი.
დიდი რაოდენობით ალკოჰოლის გამოყენება აძლიერებს ლიდოკაინის სუნთქვის დამთრგუნველ ეფექტს. პრეპარატის შეყვანა საჭიროა სიფრთხილით პაციენტებში, რომლებიც იღებენ სედატიურ საშუალებებს (რომელთა ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს). I/ა ჯგუფის ანტიარითმულ პრეპარატებთან კომბინაცია (მაგალითად: ქინიდინი, პროკაინამიდი ან დიზოპირამიდი) იწვევს Q-T სეგმენტის გახანგრძლივებას და (იშვიათად) წინაგულ-პარკუჭოვან ბლოკადას ან პარკუჭების ფიბრილაციას. ფენიტოინი აძლიერებს ლიდოკაინის კარდიოდეპრესიულ ეფექტს. შეიძლება გაძლიერდეს მიორელაქსანტების ეფექტი (ლიდოკაინს შეუძლია დააქვეითოს აგზნების გატარება ნერვ-კუნთოვან სინაფსებში). გამოყენების წასი და დოზირება:
განზავებული ხსნარი უნდა იქნას შეყვანილი ინტრავენურად ნაკადით ან ინფუზიის სახით. ინტრავენური ნაკადური შეყვანა: აუცილებელია ნელი შეყვანა ფიზიოლოგიურ ხსნარში 5-ჯერადი განზავების შემდეგ (განზავებული ხსნარის 1 მლ შეიცავს ლიდოკაინის 20 მგ-ს). მოზრდილებისათვის ამ ხსნარის შეყვანა საჭიროა 1-2 მგ/1 კგ სხეულის წონაზე გაანგარიშებით, მაქსიმალური დოზა უდრის 100 მგ-ს. ინექცია შეიძლება განმეორდეს 5-10 წუთში დოზით 0,5 - 0,75მგ/1კგ სხეულის წონაზე სუმარულ დოზამდე - 300 მგ. ინფუზია: გამოიყენება ნაკადურად ი/ვ ინექციის შემდეგ.
10 %-ანი ლიდოკაინის ხსნარის ერთი ამპულა უნდა განზავდეს პრეპარატ Iსოდეხ-ის 500 მლ-ში ან რინგენის საინფუზიო ხსნარში შეჰყავთ სიჩქარით 20-55 მკგ / 1 კგ სხეულის წონაზე წუთში (მაქსიმალურად 1 - 4 მგ/წთ). შემანარჩუნებელი თერეპიისათვის შეიძლება ინფუზიის წარმოება სიჩქარით 1 მგ/წთ-ში, სანამ ამას ითხოვს პაციენტის მდგომარეობა. მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4,5 მგ-ს სხეულის წონის 1კგ-ზე, ე. ი. სულ 300 მგ 1 სთ-ში. გულის უკმარისობის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს საჭიროა დოზის შემცირება 40 %-ით. რადგან პრეპარატის კლირენსი გულის უკმარისობის მქონე ხანდაზმული პაციენტების პლაზმიდან შემცირებულია, ამ შემთხვევაში იქმნება დოზის შემცირების საჭიროება. ლიდოკაინის შეყვანა საჭიროა მუდმივი სამედიცინო კონტროლით ეკგ-ს მონიტორირებით. ჭარბი დოზირება:
ლიდოკაინით ჭარბი დოზირების დროს ვლინდება ზემოქმედება ცენტრალურ ნერვულ (ცნს) და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ცნს-ის მხრიდან სიმპტომების განვითარებისას შეიძლება ბენზოდიაზეპინების (მაგალითად: დიაზეპამი) ან ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატების შეყვანა (მაგალითად: პენტობარბიტალი). შეიძლება ჟანგბადის მიცემა და საჭიროებისამებრ დამხმარე ან ხელოვნური ვენტილაციის დაწყება. გულ-სისხლძარღვთა გართულებების დროს საჭიროა სიმპტომური მკურნალობა: ატროპინი ი/ვ 0,5-1 მგ ბრადიკარდიის მოსახსნელად და/ან გამტარებლობის დარღვევის დროს: სიმპათომიმეტური საშუალებები ან ბეტა-აგონისტები ჰიპოტენზიის საწინააღმდეგოდ.
გულის მოქმედების შეწყვეტის დროს, საჭიროა დაუყოვნებლივ რეანიმაციული ღონისძიებების დაწყება.
ლიდოკაინის ჭარბი დოზირების მწვავე პერიოდში ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური. გვერდითი ეფექტები:
გვერდითი ეფექტები აღენიშნება პაციენტების 5-10%-ს და დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე.
ცენტრალური ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა, პირის ლორწოვანი გარსის და ენის დაბუჟება, ძილიანობა, ყურებში შუილი, უფრო დიდი დოზების დროს - აგზნება, ეიფორია, დეზორიენტაცია, კრუნჩხვები, ტრემორი, გონების დაკარგვა, სუნთქვის დათრგუნვა. მსუბუქი გვერდითი ეფექტები განიცდის უკუგანვითარებას პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ტრემორის და კლონურ-ტონური კრუნჩხვების გამოვლენის დროს საჭიროა დიაზეპამის პარენტერული შეყვანა ან ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატები.
კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ღებინება (ხშირად).
გულ-სისხლძარღვთა: იშვიათად - ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გამტარებლობის დარღვევა. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) ლიდოკაინის მიმართ, მაგალითად: გამონაყარი კანზე და შეშუპება. ანაფილაქტოიდური რეაქციები აღინიშნება ძალიან იშვიათად. გამოშვების ფორმა:
2 მლ უფერო შუშის ამპულებში. 5 ამპულა მოთავსებულია უჯრედოვან კონტურულ კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. შენახვის პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15°-25°C, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით. მწარმოებელი:
ფარმაცევტული ქარხანა ეგის სს უნგრეთი
EGIS PHARMACEUTICALS LTD HUNGARY