newhospitals

ლეგალონი 70

ლეგალონი 70
ანოტაციის მომწოდებელია
0
0
რეკომენდაცია
0შეფასება
10632ნახვა

გენერიული დასახელება:

შილიბინინ

 

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: სილიმარინი-70გ; (სილიბინინი 30მგ და 90მგ მცენარე შილიბუმ მარიანუმ-ის ნაყოფის ექსტრაქტი). დამხმარე ნივთიერებები: ტალკი, არაბეთის გუმფისი, საღებავები E 170, 172, სტეარინ-პალმიტინის მჟავა, პოლისორბატ 80 გლიცეროლი, ლაქტოზა, მაღალდისპერსული სილიციუმის ორჟანგი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ხორბლის სახამებელი, საქაროზა, ნატურალური სანთელი.

 

ფორმა:

დრაჟე 70მგ

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ჰეპატოპროტექტორი

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სილიმარინის (ფლავანოიდური შენაერთების ჯგუფი) ანტიოქსიდანტური აქტივობით, რაც იწვევს ლიპიდების ზეჟანგვით დაჟანგვის დათრგუნვას, ცილის სინთეზის სტიმულაციას, ფოსფოლიპიდების ცვლის ნორმალიზაციას და ჰეპატოციტების მემბრანების სტაბილიზაციას.

 

ფარმაკოკინეტიკა: სილიმარინის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს სილიბინინი. დადგენილია, რომ პრეპარატი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში რეზორბციის შემდეგ ძირითადად გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით (შეწოვილი რაოდენობის 80%-ზე მეტი). ნაღველში მეტაბოლიტების სახით აღმოჩენილია გლუკურონიდები და სულფატები. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სილიბინინი დეკონიუგაციის შემდეგ ხელმეორედ შეიწოვება ნაწლავებში და ღვიძლში და ამ გზით ცირკულირებს სისხლში. რადგან პრეპარატი ღვიძლის მიერ სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან, სისხლში მისი კონცენტრაცია და ელიმინაცია უმნიშვნელოა. ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს 2.2 სთ-ს, ხოლო ნახევრად დაშლის ელიმინაციის პერიოდი - 6.3 სთ-ს. დადგენილია აგრეთვე, რომ სილიმარინის ერთჯერადი და მრავალჯერადი თერაპიული დოზებით გამოყენებისას მისი კუმულირება ორგანიზმში არ ხდება. სილიმარინის მრავალჯერადი გამოყენებით 140 მგ 3-ჯერ დღეში, ადგილი აქვს ღვიძლში პრეპარატის თანაბარ ელიმინაციას.

 

ჩვენება:

მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები, ინფექციური და ტოქსიური ჰეპატიტების შემდგომი მდგომარერობა, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ციროზი. იყენებენ აგრეთვე პროფილაქტიკის მიზნით ღვიძლის ინტოქსიკაციების, ქიმიური დაზიანებების დროს (ალკოჰოლური, მედიკამენტური).

 

წინააღმდეგჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის. სიფრთხილით ენიშნებათ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

 

გვერდითი მოვლენები:

ზოგიერთ შემთხვევაში ფაღარათი.

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

აღწერილი არ არის

 

მიღების წესი და დოზირება:

ენიშნებათ პერორალურად 2 დრაჟე 3-ჯერ დღეში. შემანარჩუნებელი დოზას შეადგენს 1 დრაჟე 3-ჯერ დღეში.

 

შენახვის ვადა:

5 წელი


შენახვის პირობები:

ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

შეფუთვა:

# 20, 40, 100 დრაჟე

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

მწარმოებელი:

51067 Colonia-Allee 15 Köln, "MADAUS AG" გერმანია

 

სად შევიძინოთ?

სულ 5 აფთიაქში

თათოს აფთიაქი

რუსთავი, ბათუმის 14

25.00

თათოს აფთიაქი

თემქა Õ XI მკ/რ 14 კორპ.--თბილისი

15.00

თათოს აფთიაქი

აღმაშენებლის 144--თბილისი

25.00

თათოს აფთიაქი

ზემო ფონიჭალა 3, მე-11კორპ- თბილისი

25.00

ყველას ნახვა


ამ წამალზე შეფასება ჯერ არ არის.


შეფასების დამატება
ეფექტურობა
ფასი
ხელმისაწვდომობა

ანოტაციის შეფასება წარმატებით დასრულდა

თქვენი შეფასება გამოქვეყნდება ადმინისტრაციის გადამოწმების შემდეგ

გთხოვთ ასევე გააზიაროთ ანოტაციის გვერდი:

დარეკვა სად შევიძინოთ
უფასო ზარი

გსურთ გადმოგირეკოთ?

ფორმატი: 599181192

გმადლობთ, ჩვენ მალე დაგიკავშირდებით.